ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე ორიოდე საათით ადრე, ერთ-ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ განაცხადა, რომ ის დღევანდელ არჩევნებზე დასწრებას აღარ აპირებს.

ხურციძემ ამის შესახებ სოციალური ქსელში დაწერა და გადაწყვეტილების მიზეზზეც ისაუბრა. უცვლელად გთავაზობთ მის განცხადებას:

"მეგობრებო, დღეს იმართება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. სამწუხაროდ, რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებისათვის მზადების პერიოდში, რაგბიზე ზრუნვა მთლიანად გვერდზე გადადო და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით არჩევნებში გამარჯვებისთვის დაიწყო მზადება. კერძოდ, დაკავებული იყო საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნით, მისი მომხრე კლუბებისთვის პრემიალური ხმების დაუსაბუთებლად მინიჭებით... რამდენჯერმე ოფიციალურად მოვითხოვე დაუსაბუთებელი ხმების გაუქმება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარებულიყო, თუმცა ჩემი ეს მოთხოვნა სრულიად იგნორირებულ იქნა, ამის გამო არ ვაპირებ დღევანდელ არჩევნებზე დასწრებას.

მადლიერება მინდა გამოვთქვა იმ კლუბების მიმართ, რომლებმაც მართლაც გულწრფელად გამომიცხადეს მხარდაჭერა და მოვუწოდო, დღეს გასამართ არჩევნებზე თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება!

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ვისაც გჯეროდათ ჩემი და გვერდში მედექით! ასევე მადლობა ყველას ვინც ჩემი გამოსვლები და სტატიები მოიწონეთ, გააზიარეთ, ან, თუნდაც, არ დაიზარეთ, ნახეთ და წაიკითხეთ.

ყველაფერი წინ არის!"

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო პროცედურა დღეს 13 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]