ბელგიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო 6 ერში თამაშს იმსახურებს"

ბელგიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო 6 ერში თამაშს იმსახურებს"

© Georgian Rugby

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიას დაუხვდა და დიდი ანგარიშით 78:6 სძლია.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "შავი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა გიიომ აჟაკმა აღნიშნა, რომ ბელგიას და საქართველოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებენ. 

"დიდი მადლობა ყველას დღევანდელი მატჩისთვის. ადრეც ავღნიშნე და გავიმეორებ – ჩვენი მიზანი იყო, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის მოვმზადებულიყავით. დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ ვეთამაშეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდს.

მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა გამოგვადგება მიზნის მისაღწევად, რაც ლიგაში დარჩენაა. ჩვენი და საქართველოს შორის ისეთი სხვაობაა, რომ ფაქტობრივად სხვადასხვა დივიზიონში ვთამაშობთ. თქვენ გყავთ პროფესიონალი მორაგბეები, რომლებიც კვირაში 7 დღე ვარჯიშობენ, მსოფლიო თასის არაერთი მონაწილეა, ჩვენ კი ფაქტობრივად მოყვარულები ვართ. დღეს ყველამ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საქართველოსთან ეს საკმარისი არაა.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ამ დივიზიონში აღარ მოუწევს თამაში და მალე იქნება ექვს ერში, იმ დივიზიონში, სადაც თამაშს იმსახურებს", - განაცხადა აჟაკმა.

Rugby.Ge

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]