რუმინეთმა ბრჭყალები გამოაჩინა და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

რუმინეთმა ბრჭყალები გამოაჩინა და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრები ბოტოშანში ესპანეთს დაუხვდა და 24:7 სძლია.

"მუხებმა" ტურნირი ცუდად დაიწყეს: ჯერ თბილისში განადგურდგნენ (13:41), შემდეგ კი ლისაბონში დამარცხდნენ (11:22). ენდი რობინსონის ხელმძღვანელობით რუმინელებმა შინ პირველი მატჩი ჩაატარეს და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა ტაიმი ფლორიან ვლაიკუს ორი ჯარიმით მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი მან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რასაც 52-ე წუთზე მელინტის მიერ დადებული ლელო და ვლაიკუს გარდასახვა მოჰყვა. ამის შემდგომ, ესპანელებმაც გამოიღვიძეს, დიდხანს იყვნენ მეტოქის ხუთიანში, რუმინელთა ბურჯი გაასინბინეს კიდეც, თუმცა თავის დაცვა მაინც შეძლეს და მეტოქეს ქულა არ ააღებინეს, შემდეგ კი თავად მოიპოვეს დასარტყმელი სიტუაციიდან ჯარიმა და ვლაიკუმ სხვაობა 19 ქულამდე გაზარდა. 

ესპანელებმა პრესტიჟის ლელოს გატანა 79-ე წუთზე შეძლეს, თუმცა გაწითლებულ დროში მელინტიმ დუბლი გაიფორმა და "მუხებმა" 17-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს. 

შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, რომელსაც კიდეებიდან თორნიკე გვირჯიშვილი და შოთა ცაგარეიშვილი ეხმარებოდნენ. ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ მორიგი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. 

სატურნირო ცხრილი

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]