6 ერი: საფრანგეთმა კარდიფში საოცარ ბრძოლაში იმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს [VIDEO]

6 ერი: საფრანგეთმა კარდიფში საოცარ ბრძოლაში იმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს [VIDEO]

6 ერის მესამე ტურში უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" საფრანგეთს დაუხვდა და 23:27 დამარცხდა.

ბრწყინვალე შეხვედრა გამოვიდა! ორივე გუნდმა მოედანზე მაქსიმუმი დადო და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღო. გულშემატკივარმა არაერთი ლამაზი შეტევა იხილა, ბევრი კინკლაობა და გაწევ-გამოწევა, რომელიც საფინალო სასტვენამდე და მის შემდეგაც გაგრძელდა და რაც მთავარია, ფრანგების ბრწყინვალე დაცვა, რამაც "ლე ბლე" რამდენჯერმე იხსნა ლელოსგან და ამის ხარჯზე გამარჯვებაც მოიპოვა.

პირველი ქულების მოპოვება უელსმა მე-3 წუთზევე შეძლო, დენ ბიგარმა ჯარიმა გაიტანა, თუმცა ზუსტად სამ წუთში ლი ჰალფპენის ჰაერში დაშვებული შეცდომით ანტონი ბუტიემ ისარგებლა და "ლე ბლემ" პირველი ლელო დადო, რომელიც რომან ნტამაკმა გარდასახა. ტაიმის ბოლომდე უელსმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, რასაც სტუმრებმა პოლ უილემსეს ლელოთი და ნტამაკის გარდასახვა/ჯარიმებით უპასუხეს. ტაიმის ბოლო სტუმართათვის მძიმე გამოდგა, 39-ე წუთზე მოედნიდან გრეგორი ალდრიტი გაასინბინეს, რიცხრობრივი უპირატესობით შეგულიანებულმა უელსელებმა კარში არ დაარტყეს და ორჯერ აირჩიეს შერკინება, თუმცა ფრანგებმა გმირულად დაიცვეს თავი და ტაიმი 9:17 დასრულდა.

მეორე ნახევარი უელსელთათვის კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე ლევისმა ლელოში შეიტანა ბურთი, ბიგარმა კი გარდასახვა გაიტანა. მასპინძელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ რვაქულიანი სტატუს-კვო კვლავ აღდგა: რომან ნტამაკმა მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი, თავადვე ირბინა და ოვალი ლელოში დაამიწა, შემდეგ კი თავად გარდასახა. 62-ე წუთზე მან ჯარიმაც გაიტანა და  სტუმრები 11 ქულით გავიდნენ წინ.

დასკვნითი 15 წუთი "დრაკონების" გამოდგა: 68-ე წუთზე ფრანგებს მოჰამედ აუა გაუსინბინეს და მეორედ დარჩნენ 14 კაცით, ამით კი დენ ბიგარმა ისარგებლა და 74-ე წუთზე მეტოქე დაალელოვა, შემდეგ კი გარდასახვაც გაიტანა. უელსელებს თამაშის მოსაგებად 5 წუთი ჰქონდათ, თუმცა ფრანგებმა თავი ძალიან კარგად დაიცვეს და მასპინძლებს ლელოს დადების შანსი აღარ ჰქონიათ - 23:27.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ლე ბლეს" მგეზავი რომან ნტამაკი დასახელდა, რომელმაც 73 წუთის განმავლობაში ბრწყინვალედ ითამაშა, ხოლო ბიგარის ლელოს მომენტში ტრავმა მიიღო და ამის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა.

საფრანგეთი 13 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო უელსს დაცვითი ბონუსი ერგო და 6 ქულით შოტლანდიასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. 

სატურნირო ცხრილი

მიმოხილვა

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]