6 ერი: იტალიისთვის გვირაბის ბოლო კვლავ არ მოჩანს [VIDEO]

6 ერი: იტალიისთვის გვირაბის ბოლო კვლავ არ მოჩანს [VIDEO]

6 ერის მესამე ტურში იტალიის ნაკრები "სტადიო ოლიმპიკოზე" შოტლანდიას დაუხვდა და უშანსოდ დამარცხდა.

"აძური" ამ მატჩზე დიდ იმედებს ამყარებდა. მათ უკანასკნელად 6 ერში მოგებული 2015 წელს სწორედ შოტლანდიასთან ჰქონდა და მას შემდგომ ზედიზედ 24 მატჩი წაეგო. ფრანკო სმიტმა და მისმა შეგირდებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ "ნარშავები" მთლად კარგად ფორმაში არ იყვნენ და თუ ვინმესთან წარმატების შანსი ჰქონდათ, ეს ისევ შოტლანდია გახლდათ, თუმცა იმედები იმედებად დარჩა და იტალიამ დიდი მონდომების მიუხედავად, მორიგი მწარე მარცხი იწვნია.

იტალიამ მოედანი ისე დატოვა, რომ ქულაც კი ვერ მოიპოვა. საპასუხოდ, გრეგორ თაუნსენდის შეგირდებმა სამი ლელო დადეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს და ერთადერთი, რასაც შეუძლია მათ ხასიათი გაუფუჭოს, ის გახლავთ, რომ მეოთხე ლელოს გატანა და ბონუსის აღება ვერ შეძლეს.

სტუმრებმა ტაიმი სტიუარტ ჰოგის ბრწყინვალე ლელოთი მოიგეს, რომელმაც მოედნის ცენტრში ხაზი გაჭრა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და მშვენიერი ინდივიდუალური ლელო გაიფორმა. მეორე ნახევარში შოტლანდიამ კიდევ ორი ლელო დადო: 47-ე წუთზე 17-ფაზიანი შეტევა კრის ჰარისის ლელოთი დასრულდა, ხოლო 79-ე წუთზე მასპინძელთა დაცვა ადამ ჰესტინგსმა დატოვა უსაქმოდ და ბურთი ძელებს უკან დაამიწა, ხოლო გარდასახვა თავად გაიტანა - 0:17.

შოტლანდიამ 6 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და თუ ტურის დარჩენილ მატჩებში უელსი და ინგლისი წააგებენ, ამავე პოზიციაზე დარჩება. იტალიამ კი შეიძლება ითქვას, რომ ამ მარცხით მორიგი "ხის კოვზი" გაინაღდა. 

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]