იტალია VS შოტლანდია: ვის დარჩება ხის კოვზი? [წინათქმა]

იტალია VS შოტლანდია: ვის დარჩება ხის კოვზი? [წინათქმა]

6 ერის მესამე ტურში იტალიის ნაკრები "სტადიო ოლიმპიკოზე" შოტლანდიას უმასპინძლებს და შეეცდება, რომ როგორმე საშინელი სერია შეწყვიტოს, რომელშიც ტურნირზე ზედიზედ 24 მატჩის წაგება იგულისხმება.

მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერი "აძურისთან" ერთად სწორედ შოტლანდია ითვლება და უდიდესი ალბათობით, ბოლო ადგილოსანი სწორედ ამ გუნდს გამოვლინდება. იტალიელებმა ძალიან კარგად იციან, რომ თუ ვინმესთან მოგება შეიძლება, ეს სწორედ შოტლანდიაა და ისინი ყველაფერს გაიღებენ, რომ როგორმე "ხის კოვზი" მომავალ მეტოქეს გადაულოცონ. 

ახლა კი გუნდების მდგომარეობის შესახებ.

იტალია

იტალიელებმა 6 ერში უკანასკნელი მატჩი 2015 წლის 28 თებერვალს მოიგეს, როდესაც "მარიფილდზე" უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში შოტლანდია ბოლო წუთზე დადებული საჯარიმო ლელოთი დაამარცხეს. მას შემდგომ კი, ზედიზედ 24 მატჩი აქვთ წაგებული, რაც 6 ერის ანტი-რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდგომ, რაც იტალია 5 ერს შეუერთდა და 6 ერი გახდა, "აძურიმ" ევროპის საუკეთესო ტურნირზე 21-ე სეზონს ატარებს. მათ აქამდე 102 მატჩი გამართეს, საიდანაც 12 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 89 წააგეს. 

მიუხედავად იმისა, რომ "აძური" 6 ერში თამაშებს აგებს, ვერ ვიტყვით, რომ იტალიური რაგბი წინ არ მიდის. ამის დასტური 20-წლამდელთა ნაკრები და საკლუბო რაგბია. წლევანდელ 20-წლამდელთა 6 ერში იტალიამ გასვლაზე უელსს მოუგო და საფრანგეთსაც ბევრი პრობლემა შეუქმნა, ხოლო პრო 14-ში "ბენეტონი" ძალიან კარგად ასპარეზობს და გასულ წელს პლეი-ოფშიც გავიდა, სადაც სულ ცოტა დააკლდა "მანსტერთან" მოსაგებად.

თუ ბოლო წლებში ჩატარებულ შეხვედრებს გადავხედავთ, იტალიას ისევ შოტლანდიისთვის მოგება შეეძლო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამასთან ძალიან ახლოსაც იყო 2018 წლის წინ "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ შეხვედრაში, თუმცა გრეიგ ლეიდლოუმ 79-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და იტალიამ 27:29 წააგო. 

რაც შეეხება უშუალოდ ხვალინდელ შეხვედრას, საფრანგეთთან წაგებული შეხვედრის შემდგომ, ფრანკო სმიტმა "აძურის" სასტარტო  თხუთმეტეულში ერთი ცვლილება განახორციელა: მეორე ხაზში დინ ბადის ნაცვლად, ალესანდრო ძანი იასპარეზებს. გუნდს ამჯერადაც ლუკა ბიჯი უკაპიტნებს, ხოლო მათი ცოცხალი ლეგენდის სერჯო პარისეს გამოსამშვიდობებელი მატჩი კვლავ გადაიდო და სავარაუდოდ, ბოლო ტურში 14 მარტს ინგლისთან საშინაო მატჩში შედგება.

"აძურის" შემადგენლობა ასეთია:

15. ჯეიდენ ჰეივორდი, 14. მატია ბელინი, 13. ლუკა მორისი, 12. კარლო კანა, 11. მატეო მინოძი, 10. ტომაზო ალანი, 9. ქალამ ბრეილი;

შერკინება
1. ანდრეა ლოვოტი, 2. ლუკა ბიჯი (კაპ), 3. ჯოზუე ზილოკი, 4. ალესანდრო ზანი, 5. ნიკოლო კანონე, 6. ჯეიკ პოლედრი, 7. 7. სებასტიან ნეგრი, 8. აბრაამ სტეინი; 

მარქაფა: 

16. ფედერიკო ძანი, 17. დანილო ფიშეტი, 18. მარკო რიჩონი, 19. მარკო ლაზარონი, 20. დინ ბადი, 21. ჯოვანი ლიკატა, 22. გულიელმო პალაძანი, 23. ჯულიო ბისენი.

შოტლანდია

"ნარშავების" მიზანი ტურნირში მხოლოდ ერთი მოგება არასდროს არ გახლავთ, თუმცა წლევანდელი გათამაშება მათთვის ცუდად დაიწყო და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ. გრეგორ თაუნსენდის შეგირდებს ცუდად არც ირლანდიასთან და არც ინგლისთან მატჩში უთამაშიათ, რისი დასტურიც ის გახლავთ, რომ ორივე მატჩში დაცვითი ბონუსი აიღეს და ცოტა რომ გამართლებოდათ, მინიმუმ არ წააგებდნენ, მაგრამ ორივე მეტოქემ ცოტ-ცოტა კლასის და გამართლების ხარჯზე შეძლეს და შოტლანდია დაამარცხეს.

ინგლისთან შინ წაგებული შეხვედრის შემდგომ, "ნარშავების" სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა: კვაჭი სტიუარტ მაკინალი, მეორეხაზელი ბენ ტულისი და შუამარბი კრის ჰარისი მიმდინარე 6 ერში ძირითადში პირველად იქნებიან.

დისციპლინარული კოდექსის დარღვევისთვის დასჯილი ფინ რასელი კვლავ განაცხადს მიღმაა, ხოლო ჯონი გრეი ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს.

შოტლანდიელთა შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი

15. სტიუარტ ჰოგი (კაპ.), 14. შონ მეიტლენდი, 13. კრის ჰარისი, 12. სემ ჯონსონი, 11. ბლერ კინგჰორნი, 10. ადამ ჰესტინგსი, 9. ალი პრაისი;

შერკინება

1. რორი სათერლენდი, 2. სტიუარტ მაკინალი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. ბენ ტულისი, 5. სკოტ ქამინგსი, 6. ჯეიმი რიტჩი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მაგნუს ბრადბერი;

მარქაფა

16. ფრეიზერ ბრაუნი, 17. ალან დელი, 18. უილემ ნელი, 19. გრანტ გილქრისტი, 20. მეთ ფეგერსონი, 21. ჯორჯ ჰორნი, 22. რორი ჰაჩინსონი, 23. ბაირონ მაკგიგანი.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 30-ჯერ უთამაშიათ. აქედან 22 მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 8-ჯერ იტალიამ იმარჯვა. ისინი ერთმანეთს პირველად 1996 წელს "მარიფილდზე" დაუპირისპირდნენ და შოტლანდიელებმა 29:22 მოიგეს. 

იტალიაში გამართული 12 მატჩიდან ორივე გუნდმა ექვს-ექვსჯერ იმარჯვა, შოტლანდიაში ჩატარებული 15 შეხვედრიდან 13-ჯერ მასპინძლებს დარჩათ გამარჯვება და 2-ჯერ სტუმრებს, ხოლო ნეიტრალურ ადგილას ერთმანეთს 3-ჯერ შეერკინენ და ყველა შემთხვევაში "ნარშავები" გამოვიდნენ ძლიერები. უშუალოდ 6 ერში კი 20-ჯერ უთამაშიათ: 13-ჯერ შოტლანდიმ მოიგო და 7-ჯერ იტალიამ.

"აძურის" შოტლანდიასთვის 2015 წლის 6 ერის მატჩის შემდეგ აღარ მოუგია და მათ წინააღმდეგ ზედიზედ შვიდი მარცხი დაუგროვდათ. 

მსაჯები

შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალზელანდიელი ბენ ო'კიფი იქნება, რომელსაც კიდეებიდან ფრანგი მატიო რეინალი და უელსელი ბენ უაითჰაუსი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი როუან კითი იქნება.

სად ვუყუროთ?

შეხვედრა თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება და სილქ უნივერსალის ეთერში იხილავთ. 

სატურნირო ცხრილი

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]