ლევან მაისაშვილი: "ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ"

ლევან მაისაშვილი: "ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ"

© Georgian Rugby

შაბათს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები ქუთაისში ბელგიის ნაკრებს დაუხვდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

მატჩამდე 24 საათით ადრე, ბელგიის ნაკრებმა და ბორჯღალოსნებმა „აია არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი, ერთობლივი პრესკონფერენცია  გამართეს.

ბორჯღალოსანთა თავკაცი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი წინა ორ თამაშზე უკეთესი იქნება:

„ვეცდებით ხვალინდელ შეხვედრაში უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში და დაცვაში. ნახავდით, რომ ბელგიის ნაკრებთან ჩვენც ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშებთ. გვყავს ახალი, 33-ე კაპიტანი. ბირთვი ახალგაზრდულია, თუმცა მჯერა, რომ მათ თავდაჯერებულობა არ აკლიათ და ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ. მინდა ქუთაისელებს მადლობა გადავუხადო ტრადიციულად, კარგი მასპინძლობისთვის“.

Rugby.Ge

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]