ბელგიის მწვრთნელი: "ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში"

ბელგიის მწვრთნელი: "ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში"

© Georgian Rugby

მატჩამდე 24 საათით ადრე, ბელგიის ნაკრებმა და ბორჯღალოსნებმა „აია არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი, ერთობლივი პრესკონფერენცია  გამართეს.

„შავი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი გიომ აჟაკი ამბობს, რომ ხვალ მისი გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდთან თამაშით ბევრ რამეს ისწავლის:

„ჩვენი ახალგაზრდული გუნდის უპირველესი მიზანია, რომ სწავლა  გავაგრძელოთ. ვიცით, რომ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, ძლიერი წნეხის ქვეშ მოგვიწევს თამაში. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მიზანი ადგილის შენარჩუნებაა, რისკენაც რუსეთის დამარცხებით ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით“.

მთავარ მწვრთნელს ეთანხმება გუნდის კაპიტანი თომას დინსტი:

„საკმაოდ კარგად ვართ მომზადებული და წინა ტურში რუსეთთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ხვალინდელი თამაშის დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან ვეთამაშებით ამ ტურნირის საუკეთესო გუნდს. ჩვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი მოსამზადებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ შემდგომში წარმატებით ვეთამაშოთ ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებს“.

Rugby.GE

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]