საქართველო VS ბელგია: ურთიერთშეხვედრების ისტორია

საქართველო VS ბელგია: ურთიერთშეხვედრების ისტორია

ხვალ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიას დაუპირისპირდება.

ამ ორი გუნდის გზა ერთმანეთთან პირველად 2013 წელს გადაიკვეთა, როდესაც ბელგიის ნაკრები ერთა თასის ელიტაში აღზევდა და 4 თებერვალს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გამართა პირველი შეხვედრა ამ ტურნირზე. ბრიუსელში გამართული შეხვედრა "ბორჯღალოსნებისთვის" ძალიან მძიმე გამოდგა, მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგია 13:3 იგებდა, თუმცა დარჩნილ დროში ქართველმა მორაგბეებმა ორი გარდასახული ლელო დადეს და 13:17 ვიმარჯვეთ. 

შემდეგი მატჩი 2014 წლის 1 თებერვალს თბილისში გაიმართა და მილტონ ჰეიგის გუნდმა იოლად 35:0 იმარჯვა. ბელგიამ ამ გათამაშებაში ათიდან ცხრა მატჩი წააგო და ელიტიდან გავარდა, სადაც დაბრუნება უკვე გადაკეთებულ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 2017 წელს მოახერხა და 11 თებერვალს ბრიუსელში საქართველოსთან 6:31 დამარცხდა. 

2018 წლის 10 თებერვალს "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ქუთაისში მიიღეს და 47:0 გაანადგურეს, ხოლო გასულ წელს სტუმრად 46:6 სძლიეს.

როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრებს ბელგიისთვის ხუთიდან ხუთი მატჩი აქვს მოგებული. ამ მატჩებში "ბორჯღალოსნებმა" 176 ქულის გატანა მოახერხეს და 25 გაუშვეს. 

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]