უელსის ნოემბრის ტესტები ცნობილია: "ოლ ბლექსი", მსოფლიო ჩემპიონები და კიდევ ორი მეტოქე

უელსის ნოემბრის ტესტები ცნობილია: "ოლ ბლექსი", მსოფლიო ჩემპიონები და კიდევ ორი მეტოქე

ნოემბრის ტესტებზე, უელსის ნაკრების განრიგი და მეტოქეების ვინაობა ცნობილია.

"დრაკონები" ოთხ საშინაო შეხვედრას გამართავენ. პირველ მატჩში 7 ნოემბერს ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებენ, რომელთაც მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე 29:17 სძლიეს. დანარჩენ სამ ტესტში უელსელები პირველი დონის გუნდებს დაუპირისპირდებიან. 

უენ პივაკის შეგირდები 14 ნოემბერს ახალ ზელანდიას უმასპინძლებენ, რომელთანაც მსოფლიო თასზე მე-3 ადგილისთვის მატჩი წააგეს (17:40), ხოლო შინ უკანასკნელად 2017 წელს ეთამაშა და 18:33 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ უელსს უკანასკნელად "ოლ ბლექსი" შორეულ 1953 წელს ჰყავს დამარცხებული.

21 ნოემბერს ისინი არგენტინის ნაკრებს დაუხვდებიან. მათ ბოლოს "პუმებთან" საშინაო ტესტ-მატჩი 2016 წელს გმართეს და 24:20 იმარჯვეს, ხოლო 2018 წლის ზაფხულში სტუმრად გამართულ ორივე მატჩში აჯობეს.

უელსელები 2020 წელს მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩით დაასრულებენ. სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა 28 ნოემბერს შედგება. უკანასკნელად ამ გუნდების გზები განვლილი მსოფლიო თასის ნახევარფინალში გადაიკვეთა, სადაც "სპრინგბოკსმა" 19:16 იმარჯვა, ხოლო შინ ბოლოს 2018 წლის ნოემბერში ეთამაშა და 20:11 აჯობა.  

ოთხივე ზემოხსენებული შეხვედრა კარდიფში, "ფრინსიფალითი სთედიუმზე" გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე სამ საგარეო მატჩს გამართავს: 27 ივნისს შიზუოკაში იაპონიას ესტუმრება, შემდეგ კი ახალ ზელანდიაში გადაინაცვლებს და "ოლ ბლექსს" ორჯერ შეერკინება - 4 ივლისს ოკლენდში, ხოლო 11-ში ველინგტონში.

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]