ნაიჯელ ოუენსი და "დრაგონსი" სტიქიისგან დაზარალებულ კლუბს დაეხმარნენ

ნაიჯელ ოუენსი და "დრაგონსი" სტიქიისგან დაზარალებულ კლუბს დაეხმარნენ

გუშინ გაუწყეთ, რომ უძველესი უელსური კლუბის "ბედვასის" არსებობა ეჭვქვეშ იდგა, რადგან წყალდიდობამ მთელი ინფრასტრუქტურა გაუნადგურა და გაირკვა, რომ დაზღვევა ათასობით ფუნტის ღირებულების ზარალს არ აღადგენს - იხილეთ ვრცლად.

კლუბის ხელმძღვანელობამ შექმნა სპეციალური გვერდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოწირულობის გაღება და ისინი იმედოვნებდნენ, რომ 5000 ფუნტის შეგროვებას მოახერხებდნენ, თუმცა დახმარების მსურველი გაცილებით მეტი გამოდგა და ამ დროისთვის 10 000 გირვანქა სტერლინგზე მეტია გადმორიცხული. 

გარდა ამისა, კლუბისთვის დახმარების სურვილი გამოთქვეს ცნობილმა ადამიანებმა და კლუბებმა. მათ შორის პრო 14-ის კლუბის "დრაგონსის" მთავარმა მწვრთნელმა დენ რაიანმა, გენერალუმა მენეჯერმა ჯეიმს ჩაპრონმა და მორაგბეებმა გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. 

"დრაგონსს" არ ჩამორჩა ცნობილი უელსელი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი, რომელიც საკუთარი ღირსეული ქმედებებით, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. 48 წლის მსაჯმა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ის მაისურები, რომლებითაც მსოფლიო თასზე, 6 ერში და გინეს პრო 14-ში უმსაჯია, ხოლო მიღებულ თანხას მთლიანად დაზარალებული კლუბის ანგარიშზე გადარიცხავს. 

ნაიჯელის ამ ინიციატივას აღფრთოვანებით შეხვდა სარაგბო მედია და გულშემატკივრები, რომლებმაც მას ნამდვილი ლეგენდა და შესანიშნავი ადამიანი უწოდეს.

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]