ლევან მაისაშვილი: "არ ვფიქრობ, რომ ბელგია პრობლემებს შეგვიქმნის"

ლევან მაისაშვილი: "არ ვფიქრობ, რომ ბელგია პრობლემებს შეგვიქმნის"

რუსულენოვანი გამოცემა Rugger.info საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილის კომენტარს აქვეყნებს, რომელმაც რაგბი ევროპის მესამე ტურში ბელგიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. 

"ვუყურე ბელგიის და რუსეთის ნაკრებების მატჩს და რა თქმა უნდა რუსებმა მეტოქის არ დაფასებით შეცდომა დაუშვეს. თუ მოწინააღმდეგეს ინიციატივას დაუთმობ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები. სწორედ ეს შეგვემთხვა ესპანეთთან მეორე ტაიმში, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ. ამის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ ბელგია რაიმე პრობლემებს შეგვიქმნის. ვეცდებით ყველა კომპონენტში უპირატესობა მოვიპოვოთ. 

ვიცი, რომ ქუთაისში ფანტასტიური მხარდაჭერა გვექნება. აქ ხალხს რაგბი უყვარს და ვფიქრობ, რომ სტადიონი ბოლომდე შეივსება. ველოდები, რომ მოედანზე ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება." - განაცხადა მაისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები 22 თებერვალს ქუთაისში "აია არენაზე" ბელგიას უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. 

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]