უძველესი უელსური კლუბი სტიქიამ მძიმე დღეში ჩააგდო და დახმარებას ითხოვს [ფოტო]

უძველესი უელსური კლუბი სტიქიამ მძიმე დღეში ჩააგდო და დახმარებას ითხოვს [ფოტო]

უძველესი უელსური კლუბის "ბედვასის" არსებობა ეჭვქვეშ მას შემდგომ დადგა, რაც წყალდიდობამ მთელი ინფრასტრუქტურა გაუნადგურა და გაირკვა, რომ დაზღვევა ათასობით ფუნტის ღირებულების ზარალს არ აღადგენს.

კლუბი, რომელიც 1889 წელს დაარსდა და უელსურ პრემიერშიპში ასპარეზობს, ცდილობს, რომ საჭირო თანხა საქველმოქმედო შემოწირულობების გზით მოაგროვოს. 

სამხრეთ უელსში არსებული შტორმის შედეგად, განადგურებულია: მოედნის საფარი, გარე-პერიმეტრი, ფუნქციური ოთახი, დარბაზი, ბარები, გასახდელი ოთახები, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობა-ნაგებობის დათვალიერება და შესაძლებელია, რომ ზარალი გაიზარდოს. მოხალისეები, რომლებიც არიან, როგორც კლუბიდან, ასევე უფრო ფართო საზოგადოებიდან, გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. 

"ბედვასის" საპატიო მდივანმა დევიდ ქასინსმა, რომელიც 60 წლის გახლავთ, აღნიშნა, რომ 50 წელია, რაც ამ კლუბში მოღვაწეობს, თუმცა ასეთი სტიქია მას არ ახსენდება. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მათი კლუბი ჭალასთან ახლოს მდებარეობს, სადაზღვეო პოლისი წყალდიდობის ზარალის აღდგენას არ მოიცავს, ამიტომაც სხვა საშუალებები უნდა გამონახონ.

კლუბმა ამ მიზნისთვის შექმნა სპეციალური გვერდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოწირულობის გაღება (იხილეთ ბმული). "ბედვასის" ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ 5000 ფუნტი შეგროვდებოდა, თუმცა უკვე 6691 გირვანქა სტერლინგია ჩარიცხული. ხელმძღვანელობა ორშაბათს გამართავს შეხვედრას და შემდგომ გასახორციელებელ ნაბიჯებს განიხილავენ.

"ყველანაირი ძალისხმევა გვჭირდება, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი სტიქიასთან გასამკლავებლად. 

"ბედვასი" ამაყად დგას ჩვენი სოფლის შუაგულში 1889 წლიდან და ჩვენი მშვენიერი საზოგადოების დახმარებით განაგრძობს არსებობას. ახლაც, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. ნებისმიერი შემოწირულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მადლიერები ვიქნებით, რადგან ვიწყებთ გრძელვადიან პროცესს კლუბის ფეხზე წამოსაყენებლად", - წერია კლუბის განცხადებაში.

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]