პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლურში ქართველი ბურჯები მოხვდნენ

პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლურში ქართველი ბურჯები მოხვდნენ

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე ბურჯი ქართველია.

მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გიორგი ნუცუბიძე ("ბიარიცი"), ხოლო მარჯვენა ბურჯის ამპლუაში ბექა შეყლაშვილია ("კოლომიე"). არცერთი ამ მორაგბისთვის, მიმდინარე სეზონის ტურის სიმბოლურში მოხვედრა უცხო არ გახლავთ. 

პარასკევს "ბიარიცმა" "ვანს" გასვლაზე 27:24 სძლია, ნუცუბიძემ კი საწყისი 52 წუთი ითამაშა. მან მიმდინარე პრო დ2-ში 16 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 5 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. ბასკური კლუბი 55 ქულით მეხუთე ადგილზეა.

საოცარ ფორმაშია "კოლომიე". გუნდი, რომელიც გასულ წელს პრო დ2-დან გავარდნას ძვლივს გადაურჩა, ახლა შეუჩერებელია, ზედიზედ მეცხრე შეხვედრის მოგება მოახერხა და გალიდერდა. მათ კვირას საკუთარ მოედანზე "ნევერს" 39:24 მოუგეს. შეყლაშვილი ძირითადში იყო და 48 წუთი იასპარეზა. მან მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 11 მატჩი სასტარტო თხუთმეტეულიდან დაიწყო.

კომენტარები

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა რაგბიში
გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
ირაკლი მაჩხანელი და ზურაბ ამონაშვილი სოციალურ კამპანიას "მოხალისე STOPCOVID19" შეუერთდნენ
ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს
ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს
მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება
სტივ ჰანსენი: "შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და განვითარების შანსი ყველას მივცეთ"
ლეგენდარული ბაკის ბოთას კარიერის გამორჩეული მომენტები [VIDEO]
ქუაიდ კუპერის მაგია და საუკეთესო აცილება [VIDEO]
თამაზ მჭედლიძის ტოპ 3 ლელო საქართველოს ნაკრებში [VIDEO]