იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT
კარდიფ ბლუზიკარდიფ ბლუზი
16
დრაგონსიდრაგონსი
12
26 დეკ, 19:00
FT
სკარლეტსისკარლეტსი
44
ოსპრისიოსპრისი
0
26 დეკ, 21:15
FT
ალსტერიალსტერი
35
კონახტიკონახტი
3
27 დეკ, 23:35
FT
ბრისტოლიბრისტოლი
21
უოსპსიუოსპსი
26
27 დეკ, 23:45
FT
ლიონილიონი
-
ბაიონიბაიონი
-
28 დეკ, 17:00
NS
ბენეტონიბენეტონი
-
ძებრეძებრე
-
28 დეკ, 17:00
NS
ბრივიბრივი
-
რასინგ 92რასინგ 92
-
28 დეკ, 19:00
NS
ედინბურგიედინბურგი
-
გლაზგო უორიორსიგლაზგო უორიორსი
-
28 დეკ, 19:00
NS
მონპელიემონპელიე
-
სტად ფრანსესტად ფრანსე
-
28 დეკ, 21:00
NS
მანსტერიმანსტერი
-
ლენსტერილენსტერი
-
28 დეკ, 22:00
NS

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძული, სადაც რაგბით ცხოვრობენ

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძული, სადაც რაგბით ცხოვრობენ

მადაგასკარის რესპუბლიკა კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროსთან მდებარეობს, რომლისგანაც მოზამბიკის სრუტითაა გამოყოფილი. მისი ფართობი 587 041 კმ² შეადგენს, სახელმწიფოებს შორის სიდიდით 47-ე ქვეყანაა, ხოლო მსოფლიოში არსებულ კუნძულებს შორის სიდიდით მეოთხეა.

შარშანდელი მონაცემებით მადაგასკარში დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ცხოვრების დონე დაბალი, რაც, გარკვეულწილად, გამოწვეულია ეკონომიკური სარგებლის მოსახლეობაზე არათანაბარი გადანაწილებით. მაგალითისთვის, 2012 წლისათვის მადაგასკარის მოსახლეობა 22 მილიონზე მეტი იყო და აქედან 90% დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავლის პირობებში ცხოვრობდა.

მადაგასკარი ცნობილია თავისი ეროვნული პარკებითა და ველური ბუნებით. არის ადგილები, რომლის მსგავსსაც 90%-იანი ალბათობით დედამიწის გარშემო სხვაგან ვერ ვნახავთ. ქვეყანაში მზარდია ტურისტული ინდუსტრია, აგროკულტურა, თევზაობა და სატყეო მეურნეობა. 

ახლა კი გადავიდეთ ძირითად საქმეზე. მადაგასკარულ რაგბიზე ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, თუმცა კონკრეტულ მატჩებზე დასწრებაზე გვისაუბრია და უფრო ღრმა დეტალებში აღარ შევსულვართ. ახლა კი, სწორედ ამას გავაკეთებთ. 

მადაგასკარში რაგბი ეროვნულ სახეობად ითვლება. სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა ამ ქვეყანაში 1890-იან წლებში ფრანგებმა შეიტანეს, რომლებიც ამ პერიოდში კუნძულის მმართველები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი მხოლოდ 1970 წელს ჩაატარა, რაც პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გასაკვირი არ გახლავთ, რადგანაც ფრანგებისგან დამოუკიდებლობის მოპოვება მხოლოდ 1960 წელს შეძლეს. რაც შეეხება პირველ საერთაშორისო მატჩს, 1970 წლის 24 მაისს იტალიასთან 9:17 დამარცხდნენ. მათ სარეკორდოდ 2006 წლის 26 აგვისტოს ზამბიასთან 97:3 იმარჯვეს, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობით 2002 წლის 15 ივნისს ნამიბიასთან დამარცხდნენ - 0:112. 

ამ მომენტისთვის, მადაგასკარი "მსოფლიო რაგბის" 105 გუნდიან რეიტინგში 45.35 ქულით 51-ე პოზიციაზე იმყოფება. მის წინ ტრინიდადი და ტობაგოა, ხოლო უკან - კუკის კუნძულები. მხოლოდ ამის თქმაც კმარა იმის მისახვედრად, რომ ეს ქვეყანა სათამაშო კუთხით დაბალ დონეზე იმყოფება, თუმცა ამის მიუხედავად, მოსახლეობა რაგბიზე გიჟდება და ყველაზე ყურებადი, პოპულარული სახეობაცაა. 2019 წლის 1 დეკემბერს დედაქალაქ ანტანანარივუში, "მაჰამასიმა მუნიციპალ სთედიუმზე" აფრიკის თასზე ნიგერიას უმასპინძლეს და 63:3 მოუგეს. ამ მატჩზე ტრიბუნები ბოლომდე შეივსო და 22000 გულშემატკივარზე მეტი მივიდა, ხოლო 2015 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნამიბიასთან მატჩზე, მოედანზე იმაზე თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი (40 000) მივიდა, ვიდრე ტრიბუნაა გათვლილი და ფეხზე მდგომმა უყურა შეხვედრას. 

ადგილობრივი ქომაგისთვის მთავარი რაგბის და საკუთარი ნაკრების სიყვარულია. მათთვის მთავარი ის გახლავთ, რომ იხილოთ რაგბი და მათი ნაკრები, ხოლო ვის ეთამაშებიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაღალი დონის გუნდებთან თამაში ყველა განვითარებადი სარაგბო ერის ოცნებაა, თუმცა მადაგასკარში ასეთ გუნდებთან რკენის გარეშეც ავსებენ ტრიბუნებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ ხდება მარტო ნაკრების თამაშის დროს: იანვარში ადგილობრივი ჩემპიონატის ოქროს ტოპ 20-ის ნახევარფინალურ მატჩებზე 20 000 გულშემატკივარზე მეტი მივიდა. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ასეთი მაღალი დასწრება წამყვან ჩემპიონატებში პრო 14-ში, ტოპ 14-ში და სუპერ რაგბიშიც კი არაა. ეს კი ბევრი რამის მთქმელია.

სწორედ ადგილობრივ ჩემპიონატზე დასწრებამ გააოცა ცნობილი უელსური გამოცემა Walesonline და ამ საკითხს ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. 

"ეს ფოტოსურათი მოგვაგონებს უელსის 1971 წლის ცნობილ გამარჯვებას შოტლანდიაში, თუმცა არა. ეს არ არის ის ფოტო, რომელშიც ჯონ ტეილორის დარტყმით წყალობით მოიგო უელსმა "მარიფილდზე" შოტლანდიელი ბანკირი ქომაგების წინაშე, ეს მადაგასკარი და მისი შიდა ჩემპიონატის მატჩია მგზნებარე გულშემატკივრობით" , - წერს Walesonline. 

იხილეთ ნახსენები ფოტო, მადაგასკარის ჩემპიონატიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ მადაგასკარული რაგბი პროფესიონალურ დონეზე არაა განვითარებული, მონაცემები მაინც შთამბეჭდავია: 2018 წლის მიხედვით, რეგისტრირებულია 92500 მორაგბეზე მეტი და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. ბოლოს 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქვეყანაში 410 სარაგბო კლუბზე მეტი არსებობს. ცნობისთვის, "მსოფლიო რაგბის" 2016 წლის ოფიციალური მონაცემებით უელსში მხოლოდ 83120 მორაგბეა რეგისტრირებული. 

მადაგასკარს ქალთა ნაკრებიც ჰყავს, რომელიც 56 გუნდს შორის 34-ე ადგილზე იმყოფება. ქვეყანას ყველანაირი სურვილი აქვს, რომ რაგბის კუთხით უფრო მეტად განვითარდეს და პროფესიონალური გარემო შეიქმნას, თუმცა ქვეყნის ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა მათ ურთულებთ წინსვლას და საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებას. მიუხედავად იმისა, რომ მადაგასკარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად რჩება და შიდა ჩემპიონატის დაბალი დონის აქვთ, ის მაინც უამრავ გულშემატკივარს იზიდავს და ამის წყალობით, მადაგასკარული რაგბი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც ხვდება. უნდა ითქვას, რომ შიდა ჩემპიონატის რიგით მატჩებშიც კი დასწრება 8000-ზე ნაკლები არაა, მაშინ, როდესაც პრო 14-ში მოასწარეზე უელსური კლუბების საშუალო დასწრება მიმდინარე სეზონში 6174 მაყურებელი გახლავთ. 

ქვეყანაში ქალთა რაგბიც ძალიან პოპულარულია. მეტიც, რეგისტრირებული მოთამაშეების 60% სწორედ ქალბატონია. მადაგასკარში სპორტი სიღარიბის დაძლევის და გენდერული თანასწორობის საშუალებაა. მათი ყველაზე ცნობილი მორაგბე მარსელა, გასულ წელს ქვეყნის ხუთ ყველაზე გავლენიან ქალს შორის იქნა დასახელებული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რაგბის ავტორიტეტზე. 

ზოგადად, რაგბის პოპულარობა ძალიან გაზრდილია მთლიანად აფრიკის კონტინენტზე. 2017 წლიდან 2018 წლამდე აფრიკაში მორაგბეების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა და 1 192 205 შეადგინა. აზიაში მორაგბეების რაოდენობა 33%-ით, ხოლო სამხრეთ ამერიკაში 26%-ით არის მომატებული, როდესაც ევროპაში ამ რიცხვმა 1%-ით, ხოლო ოკეანეთში 6%-ით იკლო. 

მსოფლიოს მასშტაბით, 2010 წლიდან მოყოლებული მორაგბეების რიცხვი გაორმაგდა და 2018 წლის ბოლოსთვის 9.6 მილიონს მიაღწია. ქალი მორაგბეების რიცხვმა 2.7 მილიონს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 28%-ით იმატა. 

მადაგასკარმა დეკემბერში ნიგერიის ძლევით აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ივნისში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ზამბია და ნამიბია იქნება. ჯგუფის პირველადგილოსანი ნახევარფინალში გავა. როგორც ხედავთ, ნამიბია მსოფლიო თასის ერთადერთი მონაწილეა, რომელთან თამაშის საშუალებაც მადაგასკარს გააჩნია.

ისე კი, "მსოფლიო რაგბის" ბოსების სულ იმას გაიძახიან, რომ მათი მიზანი რაგბის გლობალურ სპორტად ქცევაა, თუმცა არსებითად საქმის გაკეთებას მხოლოდ ორგანიზაციის არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო ცდილობს, რის გამოც რაგბის კონსერვატორ ჩინოვნიკებს თვალში არ მოსდით და "მსოფლიო რაგბის" მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც კენჭისყრას პიშოც აპირებს, მისი გამარჯვების შანსი ძალიან დაბალი იქნება. კენჭს კვლავ ბილ ბომონტი იყრის და გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტს ბერნარდ ლაპორტს დანიშნავს ვიცე-პრეზიდენტად. ბომონტის მომავალ ოთხწლიან პროგრამაში ნათქვამია, რომ ისინი რაგბის მსოფლიოს მასშტაბით განვითარებას დიდ ყურადღებას მიაქცევენ. ვნახოთ, რამდენად შეასრულებენ ამ დაპირებას და დაინტერესდებიან თუ არა, ღარიბი, მაგრამ რაგბიზე შეყვარებული დიდი კუნძულით. 

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ლივერპულს" აჯობა და წლის გუნდად დასახელდა
სონი ბილ უილიამსის ბრწყინვალე დაბრუნება რაგბი ლიგაში [VIDEO]
ტოპ 14-ის მე-15 ტურის საუკეთსო ლელოები [VIDEO]
ჩესლინ კოლბი 10 ნომერზეც ბრწყინვალეა [VIDEO]
ქუთაისის "აიას" და მისი სპონსორის სამაგალითო ინოვაცია დიდ 10-ში
ინგლისის პრემიერშიპის მე-10 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]
პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლურში ქართველი ბურჯები მოხვდნენ
საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა
დიდი 10 - მეთორმეტე ტურის სტატისტიკა
სუპერ რაგბის მე-3 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]