იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT
კარდიფ ბლუზიკარდიფ ბლუზი
16
დრაგონსიდრაგონსი
12
26 დეკ, 19:00
FT
სკარლეტსისკარლეტსი
44
ოსპრისიოსპრისი
0
26 დეკ, 21:15
FT
ალსტერიალსტერი
35
კონახტიკონახტი
3
27 დეკ, 23:35
FT
ბრისტოლიბრისტოლი
21
უოსპსიუოსპსი
26
27 დეკ, 23:45
FT
ლიონილიონი
-
ბაიონიბაიონი
-
28 დეკ, 17:00
NS
ბენეტონიბენეტონი
-
ძებრეძებრე
-
28 დეკ, 17:00
NS
ბრივიბრივი
-
რასინგ 92რასინგ 92
-
28 დეკ, 19:00
NS
ედინბურგიედინბურგი
-
გლაზგო უორიორსიგლაზგო უორიორსი
-
28 დეკ, 19:00
NS
მონპელიემონპელიე
-
სტად ფრანსესტად ფრანსე
-
28 დეკ, 21:00
NS
მანსტერიმანსტერი
-
ლენსტერილენსტერი
-
28 დეკ, 22:00
NS

ირაკლი აბუსერიძე: „სარაგბო ოჯახის გახლეჩვა უნდა დასრულდეს და ყველა უნდა გავერთიანდეთ“

ირაკლი აბუსერიძე: „სარაგბო ოჯახის გახლეჩვა უნდა დასრულდეს და ყველა უნდა გავერთიანდეთ“

30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ხსენებული პოსტის დასაკავებლად სამი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, „ბორჯღალოსნების“ ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე.

Myrugby.Ge ვეტერან „ბორჯღალოსანს“ ირაკლი აბუსერიძეს შეხვდა და მასთან საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის მეორე ნაწილსაც გთავაზობთ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ბევრ საინტერესო საკითხზე, მათ შორის საკლუბო, ბავშვთა, ქალთა და 7-კაცა რაგბიში არსებულ პრობლემებზე და მათი განვითარების გზებზე, ფრენჩაიზზე, საქართველო XV-ის არგენტინულ ტურზე და სხვა თემებზე ისაუბრა. 

ინტერვიუს პირველი ნაწილი

 უკვე ვიცით, რომ სამხრეთ აფრიკასთან გაფორმებული ურთიერთმემორანდუმის მიხედვით, 2020 წლიდან ქარის თასს დავემატებით, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა იქნება გუნდის სახელი, ვინ იქნება მწვრთნელი, რომელი მოთამაშეებით დაკომპლექტება, საიდან იქნება ფინანსური რესურსი მოძიებული და ა.შ. თქვენი აზრით, ორგანიზების კუთხით, რამდენად მზად ვართ ტურნირზე სათამაშოდ და ასევე, როგორ დააკომპლექტებდით გუნდს?

- ქარის თასი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და არის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის ერთ-ერთი საშუალება. პირველ რიგში საჭიროა, რომ მოხდეს ადამიანური რესურსების გაძლიერება,. მოთამაშეების, მწვრთნელებისგადამზადებადა რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსების მობილიზება. როგორც უკვე აღვნიშნე აღნიშნულ ტურნირში ჩართვა გარკვეულ პროცესებს უკავშირდება. ჯერჯერობითკი ამ მიმართულებით რაგბის კავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, ახლა ვიწყებთ ყველაფერს, მაშინ როდესაც ტურნირზე მონაწილეობისთვის უკვე თანხმობა გვაქვს გაცხადებული. ვფიქრობ, ამ საკითხზე მუშაობა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.

ძალიან ბევრია სამუშაო. კარგად მომზადებაა საჭირო, იმისთვის, რომ ტურნირზე ღირსეულად წარვდგეთ და სასურველი შედეგი მივიღოთ. ისე უნდა მოხდეს, რომ ქარის თასზე განვითარებისთვის და წინსვლისთვის ვითამაშოთ, მოთამაშეები და მწვრთნელები სწორად უნდა იყვნენ შერჩეულნი და ეროვნულ ნაკრებთან უნდა ჰქონდეთ თანხვედრა. ფრენჩაიზის მთავარი მიზანი ნაკრების გაძლიერება უნდა იყოს.

ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ლეგიონერების ჩამოყვანა ქარის თასისთვის ალბათ გამორიცხულია, რადგან ტურნირი 3 თვეს გრძელდება, მოთამაშეები, რომლებიც საფრანგეთში მოღვაწეობენ საქართველოში სამი თვით ჩამოსვლას ვერ შეძლებენ და ვერც ფიზიკური მომზადების ეტაპის გავლას  მოასწრებენ.  აქცენტს,  გავაკეთებდი  დიდი 10-ის  მოთამაშეებზე და ასევე რუსეთის ჩემპიონატში წასულ ლეგიონერებზე. საკმაოდ კარგი მორაგბეები მიდიან რუსეთში, რაც სამწუხარო ფაქტია, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და მოთამაშეებს ყველა შესაბამისი პირობა უნდა შევუქმნათ, რომ არ მოხდეს მათი გადინება ისეთ ქვეყნებში სადაც სარაგბო კულტურა ნაკლებადაა განვითარებული.

- გულშემატკივრებში ძალიან პოპულარული თემაა გინეს პრო 14, თუმცა ბევრი ამ საკითხისადმი პესიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ქართულ ფრენჩაიზს ამ ტურნირზე თამაშის შანსი 10 წლის განმავლობაშიც კი არ ჰქონდეს. ვიცით, რომ 2022 წლამდე სატელევიზიო კონტრაქტები გაყიდულია და შესაბამისად, იქამდე დამატება გამორიცხულია. თქვენი აზრით, 2022 წლის შემდეგ, ახლო მომავალში თუ არის პრო 14-ში ჩართვის შანსი? რა არის ამისთვის საჭირო?

-ასეთი მაღალი დონის ტურნირში ჩართვა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რეფორმებსა და  ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. 2022 წლამდე დრო არის და უნდა მოვამზადოთ ამისთვის ნიადაგი. პირველ რიგში, სოლიდური და სტაბილური ფინანსური რესურსია  მოსაძიებელი, აუცილებელია ადამიანური რესურსის გაძლიერება, ანუ კვალიფიციური მოთამაშეების მატება, რისთვისაც ყველა მიმართულებით მუშაობაა საჭირო.იქნება ეს სასკოლო, საუნივერსიტეტო, 7-კაცა თუ საკლუბო რაგბი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხარისხიანი მოთამაშეების მატება ძალიან გაგვიჭირდება.

მოსამზადებელი ეტაპი გარკვეულ დროს და პროცესებს უკავშირდება,  ყველაფერი სწორად უნდა დაიგეგმოს,ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს პრო 14-ის თუ ქარის თასის ფრენჩაიზი, ნაკრებთან იყოს თანხვედრაში და ერთიანი სისტემა იყოს აწყობილი. თუ დავანახეთ პრო 14-ის ორგანიზატორებს, რომ გვაქვს მყარი ფინანსური გარანტიები და გვყავს კონკურენუნარიანი გუნდი, რატომაც არა? შეიძლება მათთან მოლაპარაკება, ყველაფერია შესაძლებელი, მთავარია სათანადო მონდომება იყოს.

- საქართველო XV არგენტინულ „ხაგუარესთან“ 3:66 დამარცხდა...

- ჩვენ ყოველთვის ამბიცია და სურვილი გვაქვს, რომ გრანდებს, ელიტარულ ქვეყნებს ვეთამაშოთ, რათა უფრო განვვითარდეთ და თამაშის ხარისხი ავიმაღლოთ. წაგება სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონთან გასაგებია, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგება არ უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები. ამ საკითხზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მსგავსი შედეგის შემდეგ, ელიტარულ გუნდებს ჩვენთან თამაშის სურვილი აღარ ექნებათ.

- წინა წლებში უცხოურ მედიაში საკმაოდ ხშირად იწერებოდა საქართველოს 6 ერში შესვლის თაობაზე. ბოლო პერიოდში, ასეთი სტატიების რიცხვი გაცილებით შემცირდა...

-  დიახ, გეთანხმებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე ხშირად საუბრობდნენ,  უცხოელი გულშემატკივრებიც ამბობდნენ, რომ 6 ერს საქართველო უნდა დამატებოდა, თუმცა იტალიასთან მარცხის შემდეგ, ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს.  ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ასეთ გუნდებთან ახლოს ვართ და მათთვის კონკურენციის გაწევა  შეგვიძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაგვივიწყებენ, რადგან პირველი დონის გუნდებს აინტერესებთ განვითარებადი ნაკრებები, ისეთი დონის ნაკრებებთან თამაში, ვინც პროგრესირებადია და სურთ ისეთ გუნდს შეხვდნენ, რომელთან თამაშითაც თავადაც მეტ გამოცდილებას შეიძენენ.

- ხშირად ვსაუბრობთ, რომ დიდი 10-ში პროგრესია, რაც გარკვეუწილად სწორია, რადგან უფრო მეტი საინტერესო და სანახაობრივი მატჩია, მაგრამ არის უამრავი პრობლემა - ჩემპიონატიდან მოთამაშეების გადინებას რომ შევეშვათ, ორგანიზების კუთხით უამრავი რამ არის გამოსასწორებელი. მაგალითად, არის გუნდების ეკიპირების პრობლემა, მატჩებზე არ დგას სასწრაფო დახმარების მანქანები, ყოფილა შემთხვევები, რომ საკაცეც არ ყოფილა მინდორზე და შედეგად, ყველას კარგად გვახსოვს შემთხვევები, როგორც წელს, ასევე შარშან, როდესაც ტრავმირებული მოთამაშე მოედნიდან ვერ გაყავდათ და ამის გამო, თამაში 20-30 წუთით იქნა შეწყვეტილი. როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოსწორება?

- დიახ, ნამდვილად არის ორგანიზების კუთხით სერიოზული პრობლემები. ერთსაც დავამატებ, მაგალითად, შარშანდელი დიდი 10-ის ბოლო ტურში, წესების სერიოზულ დარღვევას ჰქონდა ადგილი მაგალითისთვის როდესაც ყველა მატჩი ერთდროულად უნდა დაწყებულიყო, ასე არ მოხდა და „აკადემია“ – „ლელო სარასენსის“ თამაში სხვებზე 20 წუთით გვიან დაიწყო.მსგავს შემთხვევაში როცა  მატჩის ადრე დაწყება ვერ ხერხდებოდა,  სხვა მატჩების დროც  უნდა გადაწეულიყო 20 წუთით, რადგან ბოლო, გადამწყვეტი ტური იყო და უნდა გარკვეულიყო თუ ვინ დატოვებდა დიდი 10-ის შემადგენლობას - „არმია“, „ვეფხვები“ თუ  „აკადემია“

თუ გვსურს  პროფესიონალური ჩემპიონატის ჩატარება,ორგანიზაციული საკითხები უნდა იყოს მოწესრიგებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესატყვისი. ყველა გუნდი უზრუნველყოფილი  უნდა იყოს შესაბამისი ეკიპირებით, მსაჯები აბსოლუტურ მზადყოფნაში უნდა გვყავდეს, დღესდღეობით  საათის დაკავშირებაც კი ვერ ხერხდება მონიტორთან,რაც ელემენტარული და მარტივად მოგვარებადია. გამოწვევები და პრობლემებია ჯანდაცვის მიმართულებით, ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მობილიზებული უნდა იყოს მოედანზე ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.  აღნიშნული პრობლემების მოგვარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და მათთვის დაფინანსების გაზრდა ჩემს სამოქმედო გეგმაში ასახულია. ასევე მწვრთნელები, ვიდეოანალიზი და ფიზმომზადება ყველა გუნდისთვის სავალდებულო იქნება, ჩვენ კი ხელს შევუწყობთ მათ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

- ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ქართული საკლუბო რაგბის ყველაზე დიდ პრობლემად რა მიგაჩნიათ? შიდა ჩემპიონატებს თუ გადავხედავთ ყველა ლიგას თავისი პრობლემები აქვს, მაგალითად პირველ ლიგაში გუნდების დონეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და ხშირად ასტრონომიური ანგარიშები ფიქსირდება.

- ინტენსიურად ხდება მოთამაშეების გადინება ისეთ ქვეყნებში სადაც სარაგბო კულტურა ნაკლებად განვითარებულია, მაგალითად რუსეთში. მათი მატერიალური ინტერესი და საჭიროება კარგად მესმის,   მიდიან იქ, სადაც უკეთეს პირობებს სთავაზობენ., მაგრამ ჩვენ უნდა  შევუქმნათ მათ ისეთი გარემო და პირობები, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართულ რაგბს მოახმარონ.


დიდხანს ვთამაშობდი საფრანგეთში, იქ ყველა გუნდს ჰყავს დუბლები და ყველა თამაშობს ჩემპიონატს, მაგრამ ეს ყველასთვის სავალდებულოა.ასე რომ, თუ ეს ტურნირი არსებობს, მასში მონაწილეობა სავალდებულო უნდა იყოს ყველა გუნდისთვის.

დღევანდელი მდგომარეობით სხვადასხვა ლიგებში არიან გუნდები, რომლებიც რეკორდული ანგარიშებით აგებენ. ისინი ხელოვნურად, არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის გამო არიან შექმნილნი და განვითარებაზე ორიენტირებულნი არ არიან. ზოგიერთი გუნდი თამაშისთვის 15 მოთამაშესაც ვერ კრებს და 12 მოთამაშით გამოყავს, შედეგად დიდი ანგარიშებით აგებს.ასეთ სიტუაციაში განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. მიუღებელია აგრეთვე, რომ საქართველოში მრავალწლიანი სარაგბო ტრადიციის მქონე გუნდებს, რომლებიც საკმაოდ წარმატებულნი არიან, ორი წლის შექმნილ გუნდებზე ნაკლები ან თანაბარი საარჩევნო ხმის უფლება აქვთ.

-ისევ საარჩევნო ხმებს რომ შევეხოთ, საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “ბათუმს” აქვს ორი ხმა, ხოლო ზოგიერთ რეგიონალური ლიგის გუნდს კი 3 ხმა. ამაზე რას ფიქრობთ, ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს კლუბის წარმატების მიხედვით?

- უსამართლობაა, როცა დიდი ხნის სარაგბო ტრადიციების მქონე გუნდზე მეტი ხმა,ორი-სამი წლის შექმნილ გუნდს აქვს. არ მინდა ერთპიროვნულად ჩემი ვერსია გავაჟღერო, მაგრამ უნდა შეიქმნას რაიმე მექანიზმი ან რეგულაცია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და ახალგაზრდა კლუბებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ენიჭებოდეთ ხმის უფლება. კვლავ აღვნიშნავ, რომ ზოგიერთი გუნდი 15 კაცსაც ვერ აგროვებს და სარეკორდო ანგარიშებით აგებს, რაც მოტივაციას უკარგავს მოზარდებს და აფერხებს მათ განვითარებას.

ერთ-ერთი გუნდი საერთოდ სამად გაიყო და ბუნებრივია, რომ ასეთი გუნდები ხმების გამოა შექმნილი. მსგავსი უსამართლო ქმედებები და თაღლითური სქემები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენი ამოსავალი წერტილი რაგბის განვითარებაა იქნება ეს საბავშვო რაგბი, საკლუბო თუ ეროვნული ნაკრები. საქმეზე ორიენტირებულ და კეთილ სინდისიერ ხელმძღვანელობას კი ხალხი ყოველთვის აირჩევს და ასეთი ხერხებით ხმების მოპოვება არ დასჭირდება. წინა არჩევნებზე ერთ-ერთიგუნდი არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ საერთოდ გაქრა ასპარეზიდან. აშკარაა, რომ, ეს გუნდი არჩევნების გამო იყო შექმნილი და მსგავსს, არათანაბარ სიტუაციაში ვიმყოფებით ახლაც.

- რას ფიქრობთ, ქალთა რაგბის წახალისების მიზნით, იმ კლუბებს, რომლებიც ქალთა გუნდს შექმნიან, არჩევნებში უნდა ენიჭებოდეთ თუ არა დამატებით ერთი ხმა?

- ჩემი აზრით საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ჩატარებულ პირველობებში  მონაწილე ესპუართა ლიგა და ასევე 7 ქალა უნდა იყოს სავალდებულო, რათა მათ მიენიჭოს ხმის უფლება. რაც შეეხება არჩევნების საკითხს აუცილებელია რეალური ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. არჩევნები უნდა ასახავდეს ობიექტურ მდგომარეობას და უზრუნველყოფდეს თანაბარ პირობებს თითოეული კანდიდატისთვის და გარკვეული საეჭვო ქმედებების საფუძველზე  არ აყენებდეს უპირატეს მდგომარეობაში ვიწრო ჯგუფის ინტერსებს.


- როგორ ფიქრობთ, უახლოეს წლებში არის იმის პერსპექტივა, რომ საქართველოში 15-ქალა ნაკრები ჩამოყალიბდეს?

- ასე პირდაპირ რთულია იმის თქმა, რომ ერთ ან ორ წელში ესგუნდი შეიქმნება. მუშაობაა ამისთვის საჭირო, ქალბატონების რაგბში მოსაზიდად უნდა განხორციელდეს წამახალისებელი ღონისძიებები, კერძოდ სკოლებში და ინსტიტუტებში ადაპტირებული რაგბის დანერგვის პარალელურად რეგიონალურ ფედერაციებს უნდა დაევალოთ ქალთა გუნდების შექმნა.

შესაძლოა, ნაკრები ჩამოაყალიბო, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად არსებობა საკმარისი არ არის, ამისთვის საჭიროა, რომ სპორტული თვალსაზრისით პრეტენზიები გქონდეს და ტურნირებში მიიღო მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ქალთა რაგბის კუთხით მუშაობას ვაპირებთ და ამ თვალსაზრისით ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.

აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონები ყურადღების მიღმაა დარჩენილი. სამუშაო შეხვედრის ფორმატში მოვინახულე რეგიონები და არსებულ ვითარებას გავეცანი, სამწუხაროდ ზოგიერთ მათგანში სავალალო მდგომარეობაა როგორც ინფრასტრუქტურის ასევე სარაგბო ინვენტარისა და მწვრთნელების მცირე რაოდენობის თვალსაზრისით.  როგორც აღმოჩნდა ბოლო 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირის წარმომადგენლები ზოგიერთ რეგიონში  სულ რამდენჯერმე იმყოფებოდნენ და არც კი დაინტერესებულან პრობლემებით. აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა საჭიროადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან,  რომ ელემენტარული პირობები შევუქმნათ სარაგბო სკოლებს და არსებული რესურსიც მაქსიმალურად ავითვისოთ.

- როგორ გესახებათ 7-კაცა ნაკრების განვითარება? ვიცით, რომ საკმაოდ ნორმალური ბიუჯეტი აქვთ, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

- 2008 წლის შემდეგ 7-კაცა ნაკრებს ფაქტობრივად არც ერთი ტურნირი არ მოუგია. მსოფლიოს სერიაზე წარმატებით თამაშზე აღარ მაქვს საუბარი.  7-კაცა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2001 მიიღო მონაწილეობა და წლების განმავლობაში აღმავლობის ეტაპს განიცდიდა. სწორედ 7კაცა ნაკრების დამსახურებაა, რომ 2001 წელს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მოვიპოვეთ ევროპის ერთა თასი. საერთო ჯამში 7-კაცას მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ მაქვს ნათამაშები და შემიძლია ვთქვა, რომ 7-კაცა რაგბი, მორაგბის ინდივიდუალური განვითარებისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც მოთამაშეს უვითარებს ერთი-ერთზე დუელს, სხარტ აზროვნებას, სივრცის აღქმას, ბურთის ფლობას და ფიზიკური მომზადებისთვის არისბრწყინვალე საშუალება. კლოდ სორელს სამოყვარულო ტურნირებზე დავყავდით, რომ სერიისთვის ყველა ეტაპი გაგვევლო. 2008 წლის შემდეგ 7-კაცა ნაკრებს არანაირი შედეგი არ აქვს და მინდა აღვნიშნო, რომ ამ დარგში ფინანსები საკმაო რაოდენობით იხარჯება. სერიოზული მუშაობაა 7-კაცას მიმართულებით საჭირო და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორია თქვენი ხედვა ბავშვთა რაგბის განვითარების შესახებ?

- ბავშვთა რაგბის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია ჩემს პროგრამაში. მიმაჩნია, რომ რეფორმა სასკოლო რაგბიდან უნდა დავიწყოთ, რადგან საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი სკოლაა და აქედან მხოლოდ 60 სკოლაშია ათვისებული.მსგავსს სიტუაციაში შეუძლებელია საკმარისი ინტერესის გამოწვევა რაგბის, როგორც სპორტის სახეობის მიმართ და შესაბამისად რთულდება ბავშვთა შესაბამისი ასაკაობრივი გუნდების დაკომპლექტება. ბუნებრივია, საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველა ითამაშებს პროფესიონალურ რაგბს მაგრამ ჯანსაღ თაობებს აღვზრდით. ამკუთხითგანათლების სამინისტროსთანაც უნდა ვითანამშრომლოთ,  ასევე  მაქსიმალურად ბევრ სკოლაში უნდა დაინერგოს რაგბის სწავლება დაუზრუნველვყოთ მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.

აგრეთვე უნდა შევქმნათ სასკოლო და საუნივერსიტეტო ჯგუფები თავისი დაფინანსებით და ანაზღაურებით,  ეს ორი ჯგუფი კონცენტრირებული იქნება მხოლოდ ამ ორ მიმართულებაზე.

- საქართველომ 2017 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ვიცით, რომ შეტანილი გვქონდა განაცხადი აგრეთვე 2020 წლის ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალის მასპინძლობაზეც, თუმცა ბოლო ეტაპზე მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ. რამდენად პრიორიტეტული იქნება თქვენთვის მსგავსი ტურნირების მასპინძლობა?

მსგავსი ტურნირების მასპინძლობისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული და სხვამოთხოვნების დაკმაყოფილება. მივესალმები,რომ დაბრუნდა 7-კაცას რაგბი ევროპის ტურნირი საქართველოში, რომელიც ჩემი აზრით არუნდა გაუქმებულიყო. ასეთი ტურნირების მასპინძლობა თუნდაც იმიტომ არის კარგი, რომ ხელს უწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას და იწვევს სპონსორების და სხვათა მხრიდან დაინტერესებას.

გარდა ამისა, პოპულარიზაცია ხდება როგორც ქვეყნის, ისე თავად რაგბის. ამიტომ მე ყველანაირად მივესალმები მსგავსი ტურნირების საქართველოში მასპინძლობას და როგორც ვიცი, 2017 წელს საქართველოში ჩატარებული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატით კმაყოფილები არიან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ტურნირს სხვა და სხვა მოთხოვნა აქვს და სწორი დაგეგმარებაა საჭირო.

- თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, რამდენად გამჭვირვალე იქნება რაგბის კავშირი და რამდენად ხშირად იქნება გულშემატკივრებთან შეხვედრა?

- ჩემი გამარჯვების შემთხვევაში რაგბის კავშირი იქნება ერთ-ერთი გამჭვირვალე, ღია ორგანო,შეხვედრები გაიმართება ხშირად მაგალითად თვეში ერთხელ ან ორჯერ საჭიროებების მიხედვით.  მატჩების წაგების შემთხვევაშიც, პასუხისმგებლობას არ გავექცევი,მოვისმენ გულშემატკივრების კრიტიკულ შეფასებებსაც. ჯანსაღი კრიტიკა საჭიროა, ეს უფრო გვაცოცხლებს და მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი ხარვეზებიუკეთ დავინახოთ. გულშემატკივარმა გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, სულ სხვა თვალით დაინახოს დასაჭირო რჩევა მოგვცეს, აზრების, საინტერესო იდეებისა და ინიციატივების მოსმენა, გაცვლა და თანამშრომლობააუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად.

სარაგბო ოჯახის გახლეჩვა უნდა დასრულდეს. როგორც მოედანზე, ერთიანობით ვაღწევდით და ვაღწევთ შედეგებს, ასეთი ერთიანობით უნდა მოხდეს ქართული რაგბის უფრო მაღალ ეტაპზე აყვანა. ერთობლივი ძალებით უნდა ვიზრუნოთ ქართული რაგბის წინსვლასა და განვითარებაზე.

- პირველ რიგში რას გააკეთებდით ქართული რაგბისთვის? ერთი კონკრეტული პრობლემა რომ გამოყოთ.

- პირველ რიგში, გახლეჩილ სარაგბო ოჯახს გავაერთიანებდი, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან ერთიანობის გარეშე წარმატება არ მიიღწევა.

- რას ეტყოდით იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს გიჭერენ?

- რაგბიში 24 წელია ვმოღვაწეობ, 13 წელი საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი, ჩემს მეგობრებთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ  ქართული რაგბი რეგრესს განიცდის. არადა, ინფრასტრუქტურაც და მოთამაშეების სიძლიერეც ხელს გვიწყობს, რომ გაცილებით წინ ვიყოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ  გულშემატკივარს, ვისაც სჯერა ჩემი, როდესაც მოთამაშე ვიყავი მათი მხურვალე ტაში და ოვაციები, უდიდეს სტიმულს გვაძლევდა და საოცარი რამ იყო ჩვენთვის, ახლა კი, კვლავ ვგრძობ, მათ გვერდში დგომას, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. სრულად გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა და თუ მომეცემა იმის საშუალება, რომ ჩემთვის საყვარელ სფეროს ვუხელმძღვანელო, ეს ძალიან დიდი პატივი იქნება.თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებას ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ და   ხელს შევუწყობთ  ქართული რაგბის წინსვლას და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმატებების   ღირსეულად წარმოჩენას. არჩევნები ბრძოლაა და გამარჯვების მისაღწევად ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ.

ირაკლის აბუსერიძის იდეები და პროგრამა სრულად იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბროშურაში.

ავტორები: ირაკლი ალიმბარაშვილი და გიორგი ჩარბაძე.

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ლივერპულს" აჯობა და წლის გუნდად დასახელდა
სონი ბილ უილიამსის ბრწყინვალე დაბრუნება რაგბი ლიგაში [VIDEO]
ტოპ 14-ის მე-15 ტურის საუკეთსო ლელოები [VIDEO]
ჩესლინ კოლბი 10 ნომერზეც ბრწყინვალეა [VIDEO]
ქუთაისის "აიას" და მისი სპონსორის სამაგალითო ინოვაცია დიდ 10-ში
ინგლისის პრემიერშიპის მე-10 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]
პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლურში ქართველი ბურჯები მოხვდნენ
საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა
დიდი 10 - მეთორმეტე ტურის სტატისტიკა
სუპერ რაგბის მე-3 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]