იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT
კარდიფ ბლუზიკარდიფ ბლუზი
16
დრაგონსიდრაგონსი
12
26 დეკ, 19:00
FT
სკარლეტსისკარლეტსი
44
ოსპრისიოსპრისი
0
26 დეკ, 21:15
FT
ალსტერიალსტერი
35
კონახტიკონახტი
3
27 დეკ, 23:35
FT
ბრისტოლიბრისტოლი
21
უოსპსიუოსპსი
26
27 დეკ, 23:45
FT
ლიონილიონი
-
ბაიონიბაიონი
-
28 დეკ, 17:00
NS
ბენეტონიბენეტონი
-
ძებრეძებრე
-
28 დეკ, 17:00
NS
ბრივიბრივი
-
რასინგ 92რასინგ 92
-
28 დეკ, 19:00
NS
ედინბურგიედინბურგი
-
გლაზგო უორიორსიგლაზგო უორიორსი
-
28 დეკ, 19:00
NS
მონპელიემონპელიე
-
სტად ფრანსესტად ფრანსე
-
28 დეკ, 21:00
NS
მანსტერიმანსტერი
-
ლენსტერილენსტერი
-
28 დეკ, 22:00
NS

ირაკლი აბუსერიძე: „წარუმატებლობისას, ერთ და ორ ადამიანზე ტყდება ხოლმე ჯოხი, ხოლო წარმატების შემთხვევაში, სხვა იწერს  შედეგს“

ირაკლი აბუსერიძე: „წარუმატებლობისას, ერთ და ორ ადამიანზე ტყდება ხოლმე ჯოხი, ხოლო წარმატების შემთხვევაში, სხვა იწერს  შედეგს“

30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ხსენებული პოსტის დასაკავებლად სამი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, „ბორჯღალოსნების“ ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე.

Myrugby.Ge ვეტერან „ბორჯღალოსანს“ ირაკლი აბუსერიძეს შეხვდა და მასთან საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა, ინტერვიუ ორ ნაწილად დავყავით. პირველ მონაკვეთში ქართული რაგბის 2016-2019 წლების მონაკვეთზე და ამ დროის განმავლობაში რაგბის კავშირის მუშაობაზე ვისაუბრეთ, თუ რა გაკეთდა დადებითი და რისი გაკეთება ვერ მოხერხდა, ვისაუბრეთ განვლილ მსოფლიო თასზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა დასახული მიზნის შესრულება ირაკლი აბუსერიძის აზრით და რა იყო მთავარი შეცდომები, რომლებმაც ტურნირზე იჩინა თავი.

აბუსერიძის თქმით, მას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასზე ნაკრების მიერ განცდილი წარუმატებლობა, ხელმძღვანელობის მხრიდან მილტონ ჰეიგს დაბრალდა. ნაკრების ყოფილი კაპიტნის აზრით, წარუმატებლობის შემთხვევაში, ერთ და ორ ადამიანის შეეხოცება ხოლმე ხელი და წარმატების შემთხვევაში, სხვა იწერს ამ წარმატებას. მისი თქმით, ასეთი მიდგომა უნდა დასრულდეს და იყოს ერთობლიობა, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად.

- რაგბის კავშირის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენ ბოლოს მოხსენით კანდიდატურა. ახლანდელი გადმოსახედიდან, სწორი იყო თუ არა ეს ნაბიჯი და რატომ?

- მართალია, 2015 წელს ერთხელ უკვე ვიყავი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი და ქართული რაგბის განვითარების კონკრეტული გეგმაც მქონდა,  თუმცა იმ პერიოდში  დაძაბულობამ პიკს მიაღწია და თანამდებობა არ მიღირდა იმად, რომ რაგბის დიდი ოჯახი გახლეჩილიყო.

დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი, ეს იყო ემოციური გადაწყვეტილება, რამდენადაც ყველამ დავინახეთ, რომ რაგბის განვითარება სერიოზულ რეგრესს განიცდის.  ქართული რაგბი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მას სჭირდება ფუნდამენტური და შედეგზე ორიენტირებული  ცვლილებები. სწორედ არსებულმა კრიზისმა და გამოწვევებმა მიბიძგა, კვლავ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა.

- რომ შეაფასოთ ქართული რაგბის 2016-2019 წლების პერიოდი. რა გაკეთდა ყველაზე კარგი ამ დროის განმავლობაში და უარყოფითზე რას იტყოდით?

-გამოვყოფდი ორ კომპონენტს, რომელთა მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული პროგრესი:20-წლამდე ნაკრები და მსაჯების მომზადების დონე. ქართველი მსაჯები ნამდვილად წინ წავიდნენ, იმსაჯეს ჩელენჯ თასზე, 20-წლამდელთა 6 ერზე, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და სხვამაღალი დონის ტურნირებზე,  რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული უნარებისა და საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლებისათვის.რაც შეეხება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ სამივე მწვრთნელი ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი პროფესიონალები არიან. ხუთი წლის განმავლობაში მათ შეძლეს და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოწინავე ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი, დაამარცხეს ბევრი ძლიერი გუნდი და მნიშვნელოვანი  უპირატესობა მოიპოვეს, რაც პირველ რიგში ამ მწვრთნელების დამსახურებაა, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პროფესიონალები არიან, აქვთ მაღალი დონის ლიცენზია, ეტაპობრივად ვითარდებიან, მიყვებიან თანამედროვე რაგბის და ყოველდღიურად სწავლების პროცესში არიან, შემდეგ კი მიღებულ ცოდნას 20-წლამდელთა ნაკრებს გადასცემენ.

რაც შეეხება უარყოფითს, ამას ალბათ პირველ რიგში გულშემატკივრები ხედავენ კარგად. ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალბათ წინასაარჩევნო პროგრამის მხოლოდ 20% თუ ექნება შესრულებული.

ქართული რაგბი აღარ ვითარდება, პირიქით, პროცესები უკუსვლით მიდის, რაც ნათლად აისახება ეროვნული ნაკრების შედეგებზე.პრობლემა ბევრი მიმართულებით არსებობს, რამდენიმე ძირეულ საკითხს გამოვყოფდი: აღსანიშნავია, რომ მმართველობასა და მენეჯმენტს აკლია ორგანიზებულობა, ფაქტობრივად ქაოსი სუფევს; რაგბის განვითარების ენთუზიაზმი ჩაანაცვლა კომერციულმა და მერკანტილურმა ინტერესებმა, რაც ჩემთვის, როგორც ყოფილი მორაგბისთვის და ეროვნული გუნდის კაპიტნისთვის, უდიდესი გულისტკივილია. სასკოლო, საუნივერსიტეტო, საკლუბო, 7-კაცა, ქალთა და რეგიონალური რაგბი - არაფერში წინსვლა არ გვაქვს. მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი, გუნდი უნდა იყოს პასუხისმგებელი, სისტემა უნდა იყოს აწყობილი.

მილტონ ჰეიგი მშრომელი ადამიანი იყო, ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავ მას, ოჯახით გადმოსახლდა საქართველოში და რვა წელი გაატარა აქ. ამიტომ, როდესაც ახლა ის ჩვენი ნაკრების მწვრთნელი აღარ არის, ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია, ნაკრების წარუმატებელი შედეგების მხოლოდ მასზე დაბრალება. პრეზიდენტი, ასევე ვისაც სანაკრებო მიმართულება ებარა, სამწვრთნელო შტაბი, მოთამაშეები - პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. თუ ყველაფერი მილტონ ჰეიგის ბრალი იყო, მაშინ ოთხი წლის განმავლობაში რატომ არ სთხოვდნენ პასუხს, როდესაც სათამაშო კუთხით ვერაფერში წინ ვერ წავედით, მაგრამ ამას მომთხოვნი სჭირდება.

უნდა შეიქმნას მწვრთნელთა საბჭო, რაც ასევე ჩემს პროგრამაშია გათვალისწინებული.მოგებისა და წაგების მიუხედავად, უნდა განიხილებოდეს  მატჩები,  ბარდებოდეს ანგარიში და თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ქართველი მწვრთნელებიც უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რითაც საჭირო გამოცდილებას მიიღებენ, თავადაც შეიძლება საინტერესო მოსაზრებები და იდეები გაუჩნდეთ , რომლებსაც მიაწოდებენ ნაკრების მწვრთნელებს.

- მსოფლიო თასის შემდეგ გულშემატკივარი რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან ანგარიშის ჩაბარებას, შემაჯამებელ გამოსვლას ელოდა, რომელშიც ქომაგი გაიგებდა, თუ რატომ ვერ მოხერხდა სასურველი შედეგის ჩვენება განვლილ ტურნირზე, თუმცა არანაირი შეხვედრა არ ყოფილა და საბოლოო ჯამში, გულშემატკივარს პრეზიდენტისგან მსოფლიო თასის შემაჯამებელი გამოსვლა არ მოუსმენია. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი არის თუ არა პასუხისმგებელი გულშემატკივრის წინაშე და უნდა ყოფილიყო თუ არა, ასეთი გამოსვლა ან შეხვედრა?

- რაც არ უნდა წარუმატებელი ყოფილიყო ნაკრების გამოსვლა მსოფლიო თასზე, შედეგები სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განხილულიყო და პრეზიდენტს პასუხისმგებლობა აეღო გულშემატკივრის წინაშე. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.  შედეგი სასურველი რომ ყოფილიყო, ალბათ ყველა თამამად და  ამაყად  ისაუბრებდა ამის შესახებ?ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, გაეკეთებინა განმარტება აღნიშნულ შედეგებთან დაკავშირებით, თუ რა იყო მიზეზი, სად დაიშვა შეცდომა და ასე შემდეგ.. მსგავსს შემთხვევაში, ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა გააჩნია.

- დიდი ხანია, რაც გულშემატკივრებსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა აღარ ყოფილა. ადრეც არ ხდებოდა ეს მაინცდამაინც ხშირად, თუმცა ასეთი შეხვედრები იყო ხოლმე. როგორ ფიქრობთ, რაგბის კავშირსა და გულშემატკივარს შორის კომუნიკაცია გაწყვეტილია? ასევე ბოლო პერიოდში ნაკრების თამაშზეც სტადიონიც ვეღარ ივსება, მათ შორის შოტლანდიასთან მატჩში.

- გულშემატკივარი ჩვენთვის არის მე-16 მოთამაშე, რაც უმნიშვნელოვანესია! ბევრი წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა, მათი გამხნევება, გვერდში დგომა და ენერგია, ყოველთვის დიდ სტიმულს გვაძლევს გამარჯვების მისაღწევად. ამიტომაც, აუცილებელია, რომ ეს კომუნიკაცია იყოს მჭიდრო. რა თქმა უნდა, ყველა საკითხიშეიძლება ერთად ვერ განიხილოთ, მაგალითად მწვრთნელთან მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები, მაგრამ საბოლოო ჯამში  რაგბის კავშირის საქმიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. რადგან თუ ვამბობთ, რომ „რაგბი არის ჩვენი თამაში“, მაშინ ის ყველას თამაშია და არა მხოლოდ ვიწრო ჯგუფის.

- თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხერხდა დასახული მიზნის შესრულება, ანუ ორი მატჩის მოგება მსოფლიო თასზე? რა იყო ამის მიზეზი?

- როგორც ყველამ ვიცით, დაგეგმილი იყო ორი მატჩის მოგება. შეიძლება ვერ მოგვეგო ორი თამაში, მაგრამ რაზეც ყველაზე მეტად გული დამწყდა: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, თითით საჩვენებელი შერკინება გვყავს და ამ კომპონენტში ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით. ასევე სისუსტე შეინიშნებოდა აუტში, მოლში, რაც ყოველთვის ჩვენი ძლიერი მხარე იყო.  რეალობა ასეთია, რომ თუ შერკინება ძლიერად გამოიყურება, შემდეგ ხაზი ცდილობს, მათ მიერ შექმნილი უპირატესობა გამოიყენონ და დააგვირგვინონ. ჩვენი ნაკრები შერკინების სიძლიერეზეა აწყობილი და როდესაც, სხვა გუნდებმა ამ კომპონენტში თამაში გაგვითანაბრეს, მაშინვე ძალიან გაგვიჭირდა. შერკინების კარგი თამაშის გარეშე უფრო სუსტ გუნდებთან, მაგალითად ესპანეთთანაც კი გვიჭირს ხოლმე.

ვფიქრობ, რომ არასწორი სელექციაც იყო. ისეთ ჯგუფში ვიყავით, რომლებიც დინამიურ რაგბის თამაშობენ. ამიტომაც, მოძრავი, დინამიური მოთამაშეები უნდა წაგვეყვანა იაპონიაში, ეს ჩემი შეხედულებაა. ასევე ფიზიკურადაც სუსტად გამოვიყურებოდით, რაც ფიზმომზადების მწვრთნელების კვალიფიკაციის დონის დამსახურებაა. სამ მსოფლიო თასზე მაქვს ნათამაშები და ვიცი, რომ ყოველთვის ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობოდა ფიზიკურ მომზადებას. მე კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენს მოთამაშეებთან მქონდა საუბარიდა ვიცი, რომ გამოფიტულები იყვნენ. სწორედ უნდა წარმართულიყო  მოსამზადებელი ეტაპი. ვემზადებით ოთხი კონკრეტული თამაშისთვის და ისე უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავით, თუმცა იყო კონკრეტული შეცდომები დაშვებული, რის გამოც ეს ვერ მოხდა.

როდესაც ერთი კონკრეტული მეთოდი არ მუშაობს, მწვრთნელებმა მიდგომა უნდა შეცვალონ და მოარგონ არსებულ ვითარებას. შერკინებაზე იყო ყველაფერი აწყობილი, თუმცა გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა, ხოლო სათადარიგო ვარიანტი ნაკრებს არ ჰქონდა, რაც მილტონ ჰეიგის და სამწვრთნელო შტაბის შეცდომაა. ასეთ გამოცდილ მწვრთნელს, „ბ“ გეგმა უნდა ჰქონოდა.

- კონკრეტული მოთამაშეების შესახებ რას იტყვით, რომლებიც მსოფლიო თასზე ვერ ვიხილეთ, მაგალითად: ჟვანია, ასიეშვილი, კვირიკაშვილი, გაჩეჩილაძე და ა.შ.

- უკვე აღვნიშნე, რომ ისეთ ჯგუფში ვიყავით, სადაც დინამიური მოთამაშეების ყოლა საჭირო იყო. კახა ასიეშვილი ერთ-ერთი გამორჩეული და სასარგებლო მოთამაშეა, დიდი გამოცდილების მქონე, „ბრივში“ ძალიან კარგად თამაშობს და სანამ მსოფლიო თასამდე, შემადგენლობის არჩევამდე მივიდოდით, რაიმე ნაკლი, სისუსტეც არ ჰქონია მას. ასევე ჟვანია, რომელიც არის ძალიან დინამიური, მოძრავი მოთამაშე და აქვს უამრავი სასარგებლო თვისება. თამაშობს ინგლისის ჩემპიონატში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა და იქ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ზურას ყველა ის მონაცემი აქვს, რაც ქართული რაგბის და ჩვენს ნაკრებს სჭირდება.

ასევე, მინდა ვისაუბრო მერაბ კვირიკაშვილზე. სულ სამი მოთამაშეა მსოფლიო თასების ისტორიაში, რომლებსაც ხუთ მსოფლიო თასზე აქვთ ნათამაშები და „მეკო“ მეოთხე იქნებოდა, ქართული რაგბისთვის ეს ისტორიული მოვლენა იქნებოდა. გარდა ამისა, სათამაშო ფორმითაც რომ ვიმსჯელოთ, ნამდვილად ვერ ვხვდები რა დაუწუნეს „მეკოს“. ნუ ეწყინებათ ბიჭებს, მაგრამ სხვაზე მეტს თუ არა, ნაკლებს ნამდვილად არ გააკეთებდა. კვირიკაშვილს უზარმაზარი გამოცდილების გარდა, ბევრი საჭირო თვისება აქვს, რის გამოც ნაკრებს მსოფლიო თასზე გამოადგებოდა.

მიხეილ გაჩეჩილაძის გამოძახებასაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ელოდა და მოითხოვდა. ძალიან კარგი მოთამაშეა, რომელსაც წარმატებული სეზონები აქვს კლუბში და მხოლოდ ახლა გამოიძახეს ნაკრებში.

სელექციასთან დაკავშირებით რისი თქმაც კიდევ მსურს ის არის, რომ როდესაც მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ციკლს იწყებ, თამაშობ ორი-სამი წელი ერთი შემადგენლობით და შემდეგ სხვა მოთამაშეები მიგყავს, სწორი არ მგონია. როდესაც უკვე ბოლო ეტაპია და ამ დროს ახალ ახალგაზრდა მოთამაშეს იმატებ, რომელსაც იქამდე ნაკრებში არ უთამაშია, ასეთი გამოცდილება არ ჰქონია და მიგყავს მსოფლიოზე,  მართებულად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, ასეთი პერსპექტიული მორაგბეები მომდევნო ციკლისთვის უნდა იყვნენ გათვალისწინებულნი, თუმცა რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეები ყოველთვის ჩნდებიან, ახალი სისხლიც საჭიროა და 1-2 ასეთი გამონაკლისიც შესაძლებელია, თუმცა როდესაც მსოფლიოსთვის მზადებას იწყებ, საბოლოო ჯამში იმ მოთამაშეებზე უნდა იქნას აქცენტი გაკეთებული, რომლებიც ამ ორი-სამი წლის განმავლობაში იყვნენ გუნდში.

- როგორც ჩანდა, მილტონ ჰეიგის და მისი სამწვრთნელო შტაბის საქმიანობაში არავინ ერეოდა, თითქოს ავტონომიასავით ჰქონდათ შექმნილი. როგორ ფიქრობთ, უნდა აბარებდეს თუ არა მწვრთნელი ნაკრების ხელმძღვანელობას ანგარიშს გარკვეული პერიოდის განმავლობაში?

- თითოეული მატჩის შემდეგ უნდა განიხილებოდეს და შეფასდეს შედეგები, ეს არ ეხებამხოლოდ ეროვნულ ნაკრებს, არამედ ახალგაზრდულ ნაკრებებსაც.  მწვრთნელები პასუხისმგებლები უნდა იყვნენ როგორცსარაგბო ოჯახის, ისემწვრთნელთა საბჭოს, გამგეობის და  გულშემატკივრების წინაშე.უკლებლივ ყველა უნდა იყოს ინფორმირებული.ეს მენეჯმენტის პრობლემაა, რადგან სწორედ ხელმძღვანელობა უნდა ინტერესდებოდეს აღნიშნული საკითხით. როდესაც მიშვებულია მწვრთნელი თავის ნებაზე, არ იდება სასურველი შედეგი და ბოლოს მწვრთნელს, ამ შემთხვევაში მილტონ ჰეიგს ბრალდება ყველაფერი, ეს მართებული არ არის. თუმცა, სწორი პოლიტიკის განხორციელებას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. კომუნიკაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. მე არ ვამბობ, რომ სელექციაში ჩარევა უნდა მოხდეს, თუმცა მწვრთნელებისთვისგამოცდილების გაზიარება აუცილებელია,რადგან წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, როგორც მწვრთნელი, ასევე ხელმძღვანელობაა პასუხისმგებელი.

სამწუხაროდ წარუმატებლობის შემთხვევაში ჯოხი ერთ ან ორ ადამიანზე ტყდება,ხოლო წარმატებას ხშირად სხვა იწერს,  რაც უსამართლოდ მიმაჩნია, რადგან ორივე შემთხვევაში, შედეგის მიუხედავად პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

- გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნაკრებს სამხრეთ აფრიკელი სვის დე ბრუინი ჩაიბარებს. თქვენი ხედვა როგორია ამ მხრივ, სადაურ სპეციალისტს მოიაზრებთ მთავარი მწვრთნელის პოსტზე და კონკრეტულად რომელიმე მწვრთნელზე ხომ არ ფიქრობთ? ასევე რას ფიქრობთ ლევან მაისაშვილის შანსებზე?

- შანსი ყველას უნდა მიეცეს, ლევან მაისაშვილსაც აქვს გამოცდილება, რამდენჯერმე საქართველოს ჩემპიონი ყოფილა. ასევე, ვფიქრობ, რომ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი და ვინ ასისტენტი გადამწყვეტი არაა, თუნდაც ჩვენი 20-წლამდელების მაგალითს რომ გადავხედოთ. ჩემი აზრით, სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტებული უნდა იყოს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწვრთნელებისგან.

- მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით, ასევე ვფიქრობ ფრანგ სპეციალისტზე, რადგან ჩვენი ლეგიონერების 90% სწორედ საფრანგეთში თამაშობს. იმას ვერავინ იტყვის, რომ ფრანგული რაგბი არ ვარგა, ცუდი მწვრთნელები ჰყავს და რომელიმე სხვა ქვეყანას ჩამოუვარდება. ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი აქვთ, ნაკრებიც ძალიან ძლიერი ჰყავთ და შესაბამისად, შეუძლებელია, რომ კარგი მწვრთნელები არ ჰყავდეთ.

კონკრეტულ გვარებს ჯერ ვერ ვიტყვი და ვფიქრობ არც არის საჭირო, რადგან ვიცით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, მარტის ბოლომდე ნაკრების მწვრთნელები ქართველები უნდა იყვნენ - ლევან მაისაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე, გიორგი ჩხაიძე. ასეთ დროს სწორად არ მიმაჩნია, ახალ მწვრთნელზე და კონკრეტულ გვარებზე საუბარი. ვინც პრეზიდენტი გახდება, იმან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და სიჩქარე არაა საჭირო, რადგან ჯერ მსოფლიო თასამდე შორია, ხოლო იქამდე კონკრეტულ მწვრთნელებზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო, რაც გოჩა სვანიძემ გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში სამხრეთ აფრიკელ სვის დე ბრუინს დანიშნავს. ეს არჩევნების დასრულებამდე არ უნდა მომხდარიყო.

ირაკლის აბუსერიძის იდეები და პროგრამა სრულად იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბროშურაში.

ავტორები: ირაკლი ალიმბარაშვილი და გიორგი ჩარბაძე

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ლივერპულს" აჯობა და წლის გუნდად დასახელდა
სონი ბილ უილიამსის ბრწყინვალე დაბრუნება რაგბი ლიგაში [VIDEO]
ტოპ 14-ის მე-15 ტურის საუკეთსო ლელოები [VIDEO]
ჩესლინ კოლბი 10 ნომერზეც ბრწყინვალეა [VIDEO]
ქუთაისის "აიას" და მისი სპონსორის სამაგალითო ინოვაცია დიდ 10-ში
ინგლისის პრემიერშიპის მე-10 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]
პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლურში ქართველი ბურჯები მოხვდნენ
საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა
დიდი 10 - მეთორმეტე ტურის სტატისტიკა
სუპერ რაგბის მე-3 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]