იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT
ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
46
ირლანდიაირლანდია
14
19 ოქტ, 14:15
FT
უელსიუელსი
20
საფრანგეთისაფრანგეთი
19
20 ოქტ, 11:15
FT
იაპონიაიაპონია
3
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
26
20 ოქტ, 14:15
FT
ინგლისიინგლისი
19
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
7
26 ოქტ, 12:00
FT
უელსიუელსი
16
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
19
27 ოქტ, 13:00
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
40
უელსიუელსი
17
01 ნოე, 13:00
FT
ინგლისიინგლისი
12
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
32
02 ნოე, 13:00
FT
კარდიფ ბლუზიკარდიფ ბლუზი
16
დრაგონსიდრაგონსი
12
26 დეკ, 19:00
FT
სკარლეტსისკარლეტსი
44
ოსპრისიოსპრისი
0
26 დეკ, 21:15
FT
ალსტერიალსტერი
35
კონახტიკონახტი
3
27 დეკ, 23:35
FT
ბრისტოლიბრისტოლი
21
უოსპსიუოსპსი
26
27 დეკ, 23:45
FT
ლიონილიონი
-
ბაიონიბაიონი
-
28 დეკ, 17:00
NS
ბენეტონიბენეტონი
-
ძებრეძებრე
-
28 დეკ, 17:00
NS
ბრივიბრივი
-
რასინგ 92რასინგ 92
-
28 დეკ, 19:00
NS
ედინბურგიედინბურგი
-
გლაზგო უორიორსიგლაზგო უორიორსი
-
28 დეკ, 19:00
NS
მონპელიემონპელიე
-
სტად ფრანსესტად ფრანსე
-
28 დეკ, 21:00
NS
მანსტერიმანსტერი
-
ლენსტერილენსტერი
-
28 დეკ, 22:00
NS

ბაჩო ხურციძე: „შეგვიძლია, რომ 2021 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ“

ბაჩო ხურციძე: „შეგვიძლია, რომ 2021 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ“

30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქართული რაგბის გაძღოლის სურვილი აქვთ: ბაჩო ხურციძეს, ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს.

გუშინ ბაჩო ხურციძესთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუს პირველი და მეორე ნაწილი შემოგთავაზეთ, ხოლო ამჯერად დასკვნით, მესამე ნაწილს გთავაზობთ, რომელშიც ბაჩო ქალთა და ბავშვთა რაგბიზე, სამომავლოდ საქართველოში ჩასატარებელ შესაძლო ტურნირებზე და საკუთარი იდეების შესახებ საუბრობს, თუ როგორ აპირებს მუშაობას, გულშემატკივრებთან კომუნიკაციას და სხვა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. 

ინტერვიუს მეორე ნაწილი და ინტერვიუს პირველი ნაწილი. 

- ბავშვთა რაგბი არის ყველაფრის საწყისი.  რ არის მაინც და მაინც კარგი მდგომარეობა ამ კუთხით, ბევრ გუნდს სავარჯიშო მოედანი არ აქვს და ცუდ პირობებში უწევს ვარჯიში, განსაკუთრევით კი ეს პრობლემა რეგიონებს აწუხებს, ზოგგან სავარჯიშო სტადიონიც არ აქვთ. ა გეგმა გაქვ ამასთან დაკავშირებით?

- რაიონებში ვიყავი და ვიცი რა სიტუაციაც არის ამ მხრივ. არსებობს მუნიციპალური სტადიონები და ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, მუნიციპალიტეტებთან მუშაობა შეიძლება, რათა მინიმალური დანახარჯით გამოიყოს ადგილი და თუნდაც, ფეხბურთთან საზიაროდ მოხდეს ეს ყველაფერი. მე რაიონებში რაც ვნახე, ყველა რაიონს ჰქონდა ბუნებრივ საფარიანი სათამაშო მოედანი და  არ სჭირდება დიდი დრენაჟები და ა.შ. საჭიროა, მინიმალური გასახდელის მოწყობა, ცხელი შხაპი და ა.შ. ასე რომ, ეს სავსებით რეალურია, თუნდაც ფეხბურთთან დამეგობრებით და საზიაროდ. ამას მუშაობა სჭირდება.


ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ ფუნქციონირებს ბავშვთა რაგბი. ვფიქრობ, ბავშვთა რაგბი საერთოდ არ უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, თუ ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. აბსოლუტურად სხვა მექანიზმით უნდა ვლინდებოდეს გამარჯვებული. მაგალითად, ვინ უფრო სწორად ითამაშა და ამის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიც შეიძლება მოვიფიქროთ: ვინ რამდენი პასი გააკეთა ამაზე რომ ქულები იყოს, ვინ ჯარიმა მიიღო ამაზე რომ ქულები აკლდებოდეს, ვინ რამდენი ლელო გაიტანა ამაზე რომ 0.5 ქულა იყოს.  პირობითად ვამბობ ამას და ამის შესახებ ბევრი გვიმსჯელია. არ შეიძლება ბავშვთა რაგბი შედეგზე იყოს ორიენტირებული, რადგან მთელს მსოფლიოში არის პრაქტიკა, რომ ბავშვმა უნდა ითამაშოს სწორად, საბავშვო რაგბი უნდა იყოს სახალისო და აქცენტი უნდა კეთდებოდეს სარაგბო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ზოგიერთი ბავშვი ფიზიკურად უფრო დიდია, ზოგიერთი უფრო პატარა, არის შემთხვევები, როცა ფიზიკურად შედარებით ძლიერ ბავშვს დააყენებენ და მეტოქის გადათელვისა და ლელოს დადების იდეებით ზრდიან.  ეს აღზრდის ძალიან ცუდი მიდგომაა, რადგან ბავშვი არასწორად ვითარდება და გაზრდის შემდეგ, როდესაც ძალები გათანაბრდება და მეტოქე სიმაღლესა და ძალაში წამოეწევა, ამ გზით ფონს გასვლა ძალიან გაუჭირდება. ამიტომ სხვანაირი მეთოდი უნდა იყოს.

- ბოლო პერიოდში ქალთა რაგბის მიმართ პოპულარობა იზრდება, ნელ-ნელა ქალი მორაგბეების რაოდენობაც მატულობს, როგორ ფიქრობ არის თუ არა შესაძლებელი უახლოეს პერიოდში 15 ქალა რაგბის ნაკრების შექმნა?

- რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ქალი მორაგბეების რაოდენობა გაიზარდა, მაინც რთული იქნება. შეიძლება გააკეთო 15 ქალა ნაკრები, მაგრამ ქვეყნის შიგნით მათი ვინმესთან თამაში გაჭირდება, რადგან ამდენ ქალთა გუნდს ვერ შექმნი, შესაბამისად სპარინგ პარტნიორების მოძებნა მუდმივად ქვეყნის გარეთ მოგიწევს. ძალიან კარგია, რომ ქალთა რაგბიზე მკითხე, ჩვენ ხმების გადანაწილების სისტემაზე ვისაუბრეთ და შეიძლება წახალისების მიზნით იმ კლუბს, რომელსაც აქვს ქალთა გუნდი ჰქონდეს ერთი საარჩევნო ხმა. პირობითად ვამბობ, ეს იდეაა მხოლოდ და ხელს შეუწყობს ქალთა გუნდების განვითარებას, რადგან თუ ქალების გუნდებიც ეყოლებათ დამატებით ერთი ხმა ექნებოდათ, როგორც ნამდვილ წევრებს.

- „მსოფლიო რაგბიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოზე ჯგუფების განაწილების სისტემა იცვლება და ამით, გაცილებით რთულ ჯგუფში მოგვიწევს ყოფნა, ვიდრე აქამდე უნდა ვყოფილიყავით. ისე კი, სხვადასხვა წყაროებიდან ამის შესახებ ბევრმა ვიცოდით, თუმცა ოფიციალურ პირებს ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. როგორ ფიქრობთ, ამაზე რაგბის კავშირს რეაქცია არ უნდა ჰქონოდა და არ უნდა გაეპროტესტებინა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ეს ფორმატი არ აწყობდათ? ახალი ფორმატით, გაცილებით უფრო მეტ მეტოქეებთან ვართ და წარმატების შანსიც ნაკლებია...

- კავშირს ერთია რა რეაქცია ექნებოდა, მეორეა რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას. ჩემი აზრით, მაინც არაფერს შეცვლიდნენ და ისე გააკეთებდნენ, როგორც სურდათ. ჩვენ გვყავს წევრი „მსოფლიო რაგბიში“,  ბატონი გია ნიჟარაძე და იყო ამაზე საუბარი, თუმცა ამ ყველაფერს ძირითადად ის ქვეყნები წყვეტენ, ვისაც მეტი ხმა აქვთ და ამ შემთხვევაში უპირატესობა Home Nation-ის (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია) ქვეყნებს გააჩნიათ, რომლებმაც ჩვენ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან საერთოდ მიგვატოვეს, როგორც კი მათზე მოგება დავიწყეთ. მათ ასეთი გადაწყვეტილებები სჩვევიათ და არგუმენტად მოიყვანეს ის ფაქტი, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებთან უფრო ხშირად თამაში სურდათ და ჯგუფების თანაბრად დაკომპლექტება მომხდარიყო. შესაბამისად, ჯერ გაიყო ქვეყნები ჩრდილო და სამხრეთ ჰემისფეროებად და მხოლოდ ამის შემდეგ რეიტინგის მიხედვით. ძალა აღმართს ხნავს ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ შემთხვევაში რაც არ უნდა ვიდაოთ, ისინი არაფერს შეცვლიან და ჯობს, რომ ტურნირისთვის კარგად მოვემზადოთ, შედეგი ახლაც ვაჩვენოთ და აღარანაირი არგუმენტი აღარ ჰქონდეთ იმის, რომ ნებისმიერი სახის ფორმატით, იქიდან როგორღაც გამოგვიშვან.

არაა გასაკვირი, რომ შოტლანდიის გავარდნის შემდეგ, ფორმატის ცვლილება მოხდა, რადგან ბრიტანული ქვეყნები ყველანაირად ეხმარებიან ერთმანეთს. 18-წლამდელებშიც იგივე მოხდა, ჩვენ და პორტუგალია მაღალ დონეზე ვთამაშობდით, მაშინაც შოტლანდია გამოვიდა წარუმატებლად და შედეგად, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი Home nation-ის ყველა ქვეყანამ მიატოვა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს ტურნირი მათთვის საინტერესო აღარ იყო.

- სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, თქვენი კანდიდატურა საკმაოდ პოპულარულია, ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა თქვენი და  თქვენი იდეების. რას ეტყოდით მათ, რატომ უნდა გახდეს ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის პრეზიდენტი?

- პირველ რიგში ვეტყვი დიდ მადლობას. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. სარაგბო ოჯახი არის ზუსტად გულშემატკივრები და არა ადამიანების ვიწრო ჯგუფი, რომლებსაც მაინცდამაინც რაგბი უნდა ჰქონდეთ ნათამაშები და კავშირში უნდა ისხდნენ. სარაგბო ოჯახად ვთვლი იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ნებისმიერ ამინდში მოდიან სტადიონზე და გვერდში უდგანან ნაკრებს.

რატომ ბაჩო ხურციძე? იმიტომ, რომ ბაჩო ხურციძე იბრძვის იდეისთვის და საქმისთვის და არა რაღაც თანამდებობისთვის. იმისთვის, რომ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა და მეტი დრო მქონოდა, დავტოვე ძალიან წარმატებული კომპანიის დირექტორის პოსტი, სადაც ანაზღაურებაც კარგი მქონდა და სამუშაო პირობებიც, მაგრამ იმ კომპანიაში მივედი და პირდაპირ დავწერე განცხადება, რომ 2017 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მქონდა ჩასატარებელი, რისთვისაც სერიოზული დრო, ძალისხმევა და ენერგია დამჭირდებოდა, რისთვისაც ვტოვებდი ამ თანამდებობას. ბაჩო ხურციძე იბრძვის იდეისთვის, არის ღია გულშემატკივართან სამუშაოდ, ღებულობს კრიტიკულ შენიშვნებს და არ ეშინია უფრო ჭკვიანური აზრების მოსმენის.

სწორედ ამ მიზეზების გამო ბაჩო ხურციძე, თორემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობა ჩემთვის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო და საშიშია, ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობა, რადგან პრეზიდენტი ხდება პასუხისმგებელი ხდება ამდენი გულშემატკივრის წინაშე, რომელთათვის რაგბი საყვარელი სპორტია. ეს არის უდიდესი გამოწვევა, რადგან პრეზიდენტია პასუხისმგებელი ნაკრებზე, ბავშვთა რაგბიზე და ა.შ. ეს არ არის ჩემთვის კომფორტი და თანამდებობისთვის ბრძოლა. ეს არის იმ საქმისთვის ბრძოლა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს - ქართული რაგბი.

- ბოლო პერიოდში პრეზიდენტს მედიასთან და გულშემატკივრებთან შეხვედრები აღარ ჰქონია. ადრეც არ ხდებოდა ეს მაინცდამაინც ხშირად, რა იქნება ამ მხრივ თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში?

- თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა იყოს ასეთი შეხვედრები, როგორც მედიასთან, ასევე გულშემატკივრებთან. ეს შეხვედრა უნდა იყოს ღია, ვისაც აქვს სურვილი უნდა დაესწრო და დასვას ის შეკითხვა, რაც სურს. რაგბის კავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, თუ რას აკეთებენ და რატომ.

რაც ჩემს მიერ შედგენილი საპროგრამო ბროშურა გამოვეცი და დავარიგე, ძალიან ბევრი კარგი აზრი მოვისმინე გულშემატკივრისგან, რომელთაგან ბევრზე ნაფიქრდი გვქონდა და სასიხარულოა, რომ ასეა ჩართული სარაგბო გულშემატკივარი, ნაფიქრი აქვს ამაზე და გააჩნია ჯანსაღი იდეები რაგბის განვითარების კუთხით. ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანს არ უნდა შეეშინდეს ჭკვიანი ხალხის აზრის მოსმენის. კომუნიკაცია საერთოდ მოშლილია რაგბის კავშირსა და გულშემატკივარს შორის.

გარდა ამისა, ბოლო სამი წელია არ ჩაგვიტარებია ჩემპიონატის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც ახალ წლამდე იმართებოდა ხოლმე. ასევე არავის გახსენებია, რომ შარშან ქართული რაგბის 60 წლის იუბილე იყო.

- გამოცდება გაქვთ ძალიან კარგი ტურნირის ჩატარების, 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ყველაფერზე მეტყველებს, რომელმაც ორგანიზების კუთხით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რომელი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობისთვის იბრძოლებთ?

- სანამ ჯერ კიდევ რაგბის კავშირში ვმუშაობდი, დაახლოებით 7-8 თვის წინ ჩემი მეგობრული გზებით მივწერე „მსოფლიო რაგბის“ ტურნირების მენეჯერს მივწერე, შეიძლებოდა თუ არა, რომ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის კიდევ გვემასპინძლა. ვთხოვე, რომ გამოეგზავნა წერილი, რომელიც იქნებოდა ტენდერში მონაწილეობის წერილი და ეს მოგვივიდა დეკემბერში, რომ თუ გვაქვს სურვილი, 2021 ან 2022 წლების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს შესაძლებელია ვუმასპინძლოთ. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მითუმეტეს, რომ „მსოფლიო რაგბიმ“ გაზარდა დაფინანსება ტურნირის ორგანიზებისთვის და შესაბამისად, თუ ადგილობრივი ხარჯი 2017 წლის მსოფლიოს ჩასატარებლად 5 მილიონი ლარი იყო, ახლა „მსოფლიო რაგბიმ“ დაფინანსება 450 000 გირვანქა სტერლინგით გაზარდა, რაც დაახლოებით 2 მილიონი ლარია.

2021 წელს თუ ამ ტურნირს ვუმასპინძლებთ ბევრად იაფი, შესაძლოა, 2 მილიონი ლარი დაგვიჯდეს, რადგან წინა მსოფლიოს შემდგომ უფრო მეტი სტადიონი გვაქვს, უფრო მეტი სასტუმრო საქართველოში და ა.შ. ამ ტურნირის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ალბათ ჩვენი განვითარებისთვის ყველაზე მაგარი ტურნირია.

რაგბი ევროპის 7-კაცას სერია ძალიან კარგია, მაგრამ ხარჯია და არ ვიცი რამდენად გვიღირს, თუმცა პოპულარიზაციისთვის ცხადია, კარგია. გარდა ამისა, ჩვენ შეტანილი გვქონდა და ტენდერში მონაწილეობა მივიღეთ ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის ტურნირების ფინალების მასპინძლობაზე. კონკრეტულად, გვსურდა, რომ 2020 წელს თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩაგვეტარებინა ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ თასის ფინალური მატჩები.  ყველა ეტაპი გავიარეთ ტენდერის, მაგრამ იმის გამო, რომ შესაბამისი მიმოსვლა არ გვაქვს ავიარეისების, EPCR-მა დაგვირეკა, ტენდერში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგვიხადა და უარის მიზეზად ეს გვითხრა.

ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც რენტაბელურად ჩავთვლით და ფინანსურად გავწვდებით,  უნდა ვცადოთ, რომ ჩვენთნ ჩავატაროთ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩემთვის პრიორიტეტი 2021 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაა. ასევე შეიძლება ფიქრი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზეც, რომელიც ორი წელია კალინინგრადში ტარდება, ჩვენ კი ამ ტურნირისთვის არ გვიმასპინძლია და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდესაც უკეთესი სავარჯიშო პირობები ექნებათ და თამაშებზეც გულშემატკივარი უფრო მეტი მოვა.

- ანუ იმის პერსპექტივაც არსებობს, რომ მომავალში, შესაძლოა, ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ თასის ფინალებსაც ვუმასპინძლოთ?

- როგორც ვთქვი, 2020 წლის ტურნირების ფინალების თბილისში ჩატარება გვსურდა, ამასთან დაკავშირებით 2018 წელს შევიტანეთ განცხადება, ტენდერში მეორე ეტაპზეც გადავედით და ყველაფერი დავაკმაყოფილეთ, გარდა ავიამიმოსვლებისა. როგორც ტურნირის ორგანიზატორებმა გვითხრეს, ყველაზე მეტი გულშემატკივარი ბრიტანული ქვეყნებიდან ჩამოვიდოდა, მათთვის კი ეს ცოტა შორი გზაა და საკმარისი ავიამიმოსვლები არ არის, თუმცა გვითხრეს, რომ თუ მომავალში გამოსწორდება ავიამიმოსვლები, აუცილებლად მოგვეცემა  ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ თასის თბილისში ჩატარების შანსი. 

- და ბოლოს, მიმართეთ იმ ხალხს ვისაც თქვენი სჯერა და ეიმედება. უთხარით, რას ჰპირდებით მათ.

- ამ ხალხს ვპირდები იმას, რომ მოვიქცევი ისე, როგორც სწორია, როგორც უმჯობესია ქართული რაგბისთვის, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, ასევე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. ვიტყვი იმას, რაც მიმაჩნია სწორად, ღიად ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რაც არსებობს და გამარჯვების შემთხვევაში ძალიან რთული სამუშაო მექნება, მაგრამ ყველაფერზე კომუნიკაცია გვექნება გულშემატკივართან, თუ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ. ვიქნებით ტრანსფარანტულები, როგორც კამპანიის დროს, ასევე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

ბაჩო ხურციძის 2020-2023 წლებში რაგბის განვითარების სტრადეგიული ხედვა

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ლივერპულს" აჯობა და წლის გუნდად დასახელდა
სონი ბილ უილიამსის ბრწყინვალე დაბრუნება რაგბი ლიგაში [VIDEO]
ტოპ 14-ის მე-15 ტურის საუკეთსო ლელოები [VIDEO]
ჩესლინ კოლბი 10 ნომერზეც ბრწყინვალეა [VIDEO]
ქუთაისის "აიას" და მისი სპონსორის სამაგალითო ინოვაცია დიდ 10-ში
ინგლისის პრემიერშიპის მე-10 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]
პრო დ2-ის მეოცე ტურის სიმბოლურში ქართველი ბურჯები მოხვდნენ
საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა
დიდი 10 - მეთორმეტე ტურის სტატისტიკა
სუპერ რაგბის მე-3 ტურის ტოპ 5 ლელო [VIDEO]