ინგლისიინგლისი
40
ავსტრალიაავსტრალია
16
19 ოქტ, 11:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
22
ირლანდიაირლანდია
0
19 ოქტ, 14:15
HT
უელსიუელსი
-
საფრანგეთისაფრანგეთი
-
20 ოქტ, 11:15
NS
იაპონიაიაპონია
-
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
-
20 ოქტ, 14:15
NS
იაპონიაიაპონია
30
რუსეთირუსეთი
10
20 სექ, 18:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
39
ფიჯიფიჯი
21
21 სექ, 12:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
არგენტინაარგენტინა
21
21 სექ, 15:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
23
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
13
21 სექ, 17:45
FT
იტალიაიტალია
47
ნამიბიანამიბია
22
22 სექ, 13:15
FT
ირლანდიაირლანდია
27
შოტლანდიაშოტლანდია
3
22 სექ, 15:45
FT
ინგლისიინგლისი
35
ტონგატონგა
3
22 სექ, 18:15
FT
უელსიუელსი
43
საქართველოსაქართველო
14
23 სექ, 18:15
FT
რუსეთირუსეთი
9
სამოასამოა
34
24 სექ, 18:15
FT
ფიჯიფიჯი
27
ურუგვაიურუგვაი
30
25 სექ, 13:15
FT
იტალიაიტალია
41
კანადაკანადა
7
26 სექ, 11:45
FT
ინგლისიინგლისი
45
აშშაშშ
7
26 სექ, 14:45
FT
არგენტინაარგენტინა
28
ტონგატონგა
12
28 სექ, 08:45
FT
იაპონიაიაპონია
19
ირლანდიაირლანდია
12
28 სექ, 11:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
57
ნამიბიანამიბია
3
28 სექ, 13:45
FT
საქართველოსაქართველო
33
ურუგვაიურუგვაი
7
29 სექ, 09:15
FT
ავსტრალიაავსტრალია
25
უელსიუელსი
29
29 სექ, 11:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
34
სამოასამოა
0
30 სექ, 14:15
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
33
აშშაშშ
9
02 ოქტ, 11:45
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
63
კანადაკანადა
0
02 ოქტ, 14:15
FT
საქართველოსაქართველო
10
ფიჯიფიჯი
45
03 ოქტ, 09:15
FT
ირლანდიაირლანდია
35
რუსეთირუსეთი
0
03 ოქტ, 14:15
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
49
იტალიაიტალია
3
04 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
45
ურუგვაიურუგვაი
10
05 ოქტ, 09:15
FT
ინგლისიინგლისი
39
არგენტინაარგენტინა
10
05 ოქტ, 12:00
FT
იაპონიაიაპონია
38
სამოასამოა
19
05 ოქტ, 14:30
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
71
ნამიბიანამიბია
9
06 ოქტ, 08:45
FT
საფრანგეთისაფრანგეთი
23
ტონგატონგა
21
06 ოქტ, 11:45
FT
სამხრეთ აფრიკასამხრეთ აფრიკა
66
კანადაკანადა
7
08 ოქტ, 14:15
FT
არგენტინაარგენტინა
47
აშშაშშ
17
09 ოქტ, 08:45
FT
შოტლანდიაშოტლანდია
61
რუსეთირუსეთი
0
09 ოქტ, 11:15
FT
უელსიუელსი
29
ფიჯიფიჯი
17
09 ოქტ, 13:45
FT
ავსტრალიაავსტრალია
27
საქართველოსაქართველო
8
11 ოქტ, 14:15
FT
ახალი ზელანდიაახალი ზელანდია
0
იტალიაიტალია
0
12 ოქტ, 08:45
FT
ინგლისიინგლისი
0
საფრანგეთისაფრანგეთი
0
12 ოქტ, 12:15
FT
ირლანდიაირლანდია
47
სამოასამოა
5
12 ოქტ, 14:45
FT
ნამიბიანამიბია
0
კანადაკანადა
0
13 ოქტ, 07:15
FT
აშშაშშ
19
ტონგატონგა
31
13 ოქტ, 09:45
FT
უელსიუელსი
35
ურუგვაიურუგვაი
13
13 ოქტ, 12:15
FT
იაპონიაიაპონია
28
შოტლანდიაშოტლანდია
21
13 ოქტ, 14:45
FT

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

"ბორჯღალოსნებმა" პირველად პლანეტის პირველობაზე 2003 წელს იასპარეზეს. მოდით, მოკლედ გადავავლოთ თვალი პირველი დონის გუნდთან ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

2003 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში ორი ტიერ 1-ის წარმომადგენელი გვყავდა. სადებიუტო შეხვედრა ინგლისთან ჩავატარეთ, რომელიც ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა და დიდი ანგარიშით 84:6 დავმარცხდით, ჩვენი გუნდიდან თითო ჯარიმა პალიკო ჯიმშელაძემ და მალხაზ ურჯუკაშვილმა გაიტანეს.

სამხრეთ აფრიკასთან კი გაცილებით მცირე სხვაობით, 19:46 დავმარცხდით და ამ მატჩში, მსოფლიო თასების ისტორიაში პირველი ქართული ლელო დაიდო, რომელიც დავით დადუნაშვილის ანგარიშზეა. გარდასახვა და სამი ჯარიმა პალიკო ჯიმშელაძემ გაიტანა, ერთი ჯარიმა კი მერაბ კვირიკაშვილმა.

2007 წლის მსოფლიო თასზე სამ გრანდს შევერკინეთ და მსოფლიო თასების ისტორიაში უდიდეს სენსაციასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ირლანდიის ნაკრებთან მხოლოდ 10:14 დავმარცხდით, გიორგი შკინინის ლეგენდარული ლელოთი ნახევარი საათის თავზე ვიგებდით კიდეც, თუმცა შემდეგ ლელო მივიღეთ. შეხვედრის ბოლო 10 წუთი მეტოქის 22-ში გავატარეთ, 5-მეტრიანშიც ვიყავით და მეტოქის ლელოშიც შევედით, თუმცა უენ ბარნსმა ვიდეორეფერთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინა, რომ ბურთი არ დამიწებულა და ლელო არ ჩაითვალა, შემდეგ კი ჩვენი შერკინება იყო 5-იანში, თუმცა საბოლოოდ ირლანდიამ თავი დაიცვა და მარცხს ძვლივს გადაურჩა.

არგენტინასთან მატჩში ტაიმი მხოლოდ 6:3 დავთმეთ, თუმცა მეორე ტაიმში ძლიერმა მეტოქემ გვაჯობა, ოთხი ლელო და ჯარიმა გაგვიტანა და 33:3 მოგვიგო. ჩვენგან ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის მსოფლიო თასზე არგენტინამ მესამე ადგილი დაიკავა.

დიდი ანგარიშით 64:7 დავმარცხდით საფრანგეთის ნაკრებთან, ერთადერთი ლელო კი ზვიად მაისურაძის ანგარიშზეა, გარდასახვა კი მალხაზ ურჯუკაშვილმა გაიტანა.

2011 წელსაც სამ პირველი ეშელონის გუნდს ვეთამაშეთ. შოტლანდიასთან მატჩში ლელოები არ გასულა, ორი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა, "ნარშავებმა" კი ოთხი საჯარიმო და არეკნი შეასრულეს ზუსტად. შესაბამისად, 15:6 იმარჯვეს.

ძალიან ღირსეული და მაღალი ხარისხის შეხვედრა ჩავატარეთ ინგლისთან, ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის, რომელიც ინგლისის გამარჯვებით 17:10 დასრულდა. "ბორჯღალოსანთაგან" ლელო დიმიტრი ბასილაიამ დადო. მეორე ნახევარში ინგლისმა თამაში დაალაგა, ჩვენი შეცდომები გამოიყენა და საბოლოო ჯამში 41:10 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მერაბ კვირიკაშვილმა ხუთი ჯარიმა ააცილა. შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ კი მამუკა გორგოძე დასახელდა.

არგენტინის ნაკრებს პირველი ტაიმი 7:5 მოვუგეთ, ლელო ლაშა ხმალაძემ დადო, რომელიც დღესაც ნაკრებშია და უელსთან მატჩში მარქაფაშია. "პუმებმა" მატჩის ბოლოს 15 წუთში შეძლეს უპირატესობის მოპოვება და 25:7 იმარჯვეს.

2015 წლის მსოფლიო თასზე იმავე არგენტინას, ზედიზედ მესამე მსოფლიო თასზე შევხვდით და ამჯერად ყველაზე დიდი სხვაობით დავმარცხდით. ტაიმის შემდეგ "პუმები" მხოლოდ 14:9 იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში მამუკა გორგოძის 10 წუთით გაძევებამ "ბორჯღალოსნები" არია და ამ დროში სამი ლელო გაუშვა, რამაც გუნდი გატეხა და არგენტინამაც არ დაგვინდო - 54:9.

ბოლო შეხვედრა, რომელიც პლანეტის პირველობაზე ტიერ 1-ის გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან დაპირისპირებაა. მართალია 43:!0 წავაგეთ, თუმცა თამაშის შემდეგ ქართველებს მხოლოდ აქებდნენ, რომლებმაც რიგ ეპიზოდებში ძალიან კარგად ითამაშეს, შერკინებაშიც აჯობეს მეტოქეს და ბექა წიკლაურმა მშვენიერი ლელოს გატანაც მოახერხა, რომელიც ლაშა მალაღურაძემ გაიტანა და ერთი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დასახელდა.

წლევანდელ მსოფლიო თასზე კვლავ ორ პირველი დონის გუნდს ვხვდებით: დღეს უელსს და ბოლო ტურში ავსტრალიას, რომელსაც პირველად ვეთამაშებით, უელსთან კი 2017 წელს ტესტ-მატჩი გვითამაშია.

კომენტარები

ინგლისი - ავსტრალი 40:16 [VIDEO]
ოუვენ ფარელი: "ავსტრალიამ ბრწყინვალედ ითამაშა"
ინგლისმა ავსტრალია დიდი სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]
გიორგი ნემსაძე მცირე ხნით "ვევეა პადმასკოვიეს" შეუერთდა
ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს
საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]
მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური, რომლიდანაც "ბორჯღალოსნები" ამოშალეს
ჯონა ლომუს პირველი ლელო მსოფლიო თასზე [VIDEO]
იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა