ქარის თასი - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
<language>ge</language>
<description>ქარის თასი - Myrugby.ge - რაგბი საქართველო</description>
ჩიტასის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ კონტინენტის ფარზე თამაში სურთ
<turbo:content><![CDATA[ სამხრეთაფრიკული "ჩიტასის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მათ სურვილი აქვთ ითამაშონ მესამე დონის ევროტურნირზე, კონტინენტის ფარზე, რომლის განახლებაც 2021 წლის ოქტომბრიდან განსხვავებული ფორმატით იგეგმება.
როგორც იცით, "ჩიტასმა" პრო 14-ში გამოსვლა შეწყვიტა, რადგან სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით მათი და "საუზერნ კინგსის" ჩანაცვლება, "შარქსით", "სტორმერსით", "ლაიონსით" და "ბულზით" უნდა მოხდეს. შესაბამისად, ტურნირი პრო 16 გახდება. 
"ჩიტასის" თავმჯდომარის რინო ოპერმენის თქმით, ამჟამად მათ გუნდს რთული პერიოდი უდგას, რადგან ჯერ კიდევ არ იციან, თუ რომელ ტურნირზე განაგრძობენ ასპარეზობას, თუმცა ამაზე აქტიურად მუშაობენ.
"ამჟამად რთული პერიოდი გვიდგას, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და ახალი ტურნირი მალე მოვნახოთ.
ალბათ გაიგებდით, რომ ჩვენ უკვე შევიტანეთ განაცხადი საერთაშორისო ევროპულ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში დაიწყება. გარდა ამისა, ჩვენ კვლავ ვითამაშებთ ქარის თასზე, ისევე როგორც კიდევ ერთ საშინაო ტურნირზე", - განაცხადა მან.
გადაწყვეტილია, რომ განახლებულ კონტინენტის ფარზე ითამაშებენ რუსული, გერმანული და ესპანური გუნდები. დიდი ალბათობით, მათ შეუერთდებიან რუმინელებიც, ხოლო საქართველოზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა. როგორც იწერება, კონტინენტის ფარის გამარჯვებული ჩელენჯ თასის მომდევნო სეზონის საგზურს მოიპოვებს. ]]></turbo:content>
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბე რაგბიდან 4 წლით მოკვეთეს
<turbo:content><![CDATA[ სამხრეთ აფრიკის ნაკრების გარემარბი აფივე დიანტი აკრძალული პრეპარატების მიღების გამო რაგბიდან 4 წლით, 2023 წლის აპრილამდე მოკვეთეს.
26 წლის მორაგბე აკრძალული პრეპარატების მიღებაში 2019 წლის ივლისში გამოიჭირეს და მისი საქმის განხილვა კორონავირუსის გავრცელების გამო, რამდენიმეჯერ გადაიდო, საბოლოოდ ის 5 ნოემბერს დასრულდა და ვერდიქტი მსოფლიო რაგბის 21-ე რეგულაციის შესაბამისად მიიღეს. 
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა დისკვალიფიკაციის შესახებ მორაგბის მხარეს უკვე აცნობეს. 
აფივე დიანტი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 2018-2019 წლებში თამაშობდა, რა დროსაც "სპრინგბოკსის" რიგებში 13 შეხვედრის ჩატარება და 6 ლელოს დადება მოახერხა. ]]></turbo:content>