პრო 14 - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
<language>ge</language>
<description>პრო 14 - Myrugby.ge - რაგბი საქართველო</description>
უელსის ნაკრების მესამეხაზელი შემოდგომის ტესტებს გამოტოვებს
<description><![CDATA[უელსის ნაკრების და "ოსპრისის" მესამეხაზელმა ჯასტინ ტიპურიკმა, შესაძლოა, 2021 წელს ვეღარ ითამაშოს. 
30 წლის მორკინალმა მხრის მძიმე ტრავმა 26 ივნისს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების და იაპონიის ნაკრების მატჩში მიიღო, რის გამოც "ლომების" სამხრეთაფრიკული ტურნის გამოტოვება მოუწია, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის ახალი "რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის" პირველ ნახევარს და შემდგომის ტესტებსაც გამოტოვებს.
უელსური პრესის ცნობით, ტიპურიკმა ყველაზე კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, დეკემბრის ბოლოს შეძლოს მოედანზე გასვლა. ჯასტინს უელსის ნაკრების რიგებში 85-ჯერ უთამაშია და 10 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო "ოსპრისის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 186 მატჩში 31 ლელო მიითვალა. ]]></turbo:content>
ედინბურგმა არგენტინის ნაკრების ორი უკანახაზელი დაიმატა
<description><![CDATA["ედინბურგმა" არგენტინის ნაკრების ორი მორაგბე დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია შოტლანდიური ფრენჩაიზის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
შოტლანდიელთა რიგებს ახალი "რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატისთვის" არგენტინელი უკანახაზელები 31 წლის რამირო მოჟანო (36 კეპი) და 26 წლის ემილიანო ბოფელი (31 კეპი) გააძლიერებენ. მათ ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ბოფელის შუამარბის, ფრთის და ფულბექის პოზიციებზე შეუძლია თამაში, ხოლო ბოფელი ფრთის და ფულბექის ამპლუაში ირჯება. ]]></turbo:content>
ოფიციალურად: აქვსენტი გიორგაძე სამხრეთაფრიკული შარქსის შერკინების მწვრთნელი გახდა
<description><![CDATA[საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კვაჭი აქვსენტი გიორგაძე სამხრეთაფრიკული "შარქსის" შერკინების მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.
45 წლის გიორგაძე, რომელსაც 1996-2011 წლებში "ბორჯღალოსნების" კვართით 62-ჯერ უთამაშია, მოთამაშის კარიერის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში დასაქმდა, სადაც 2012-2015 წლებში კვაჭებს ავარჯიშებდა, ხოლო 2015 წელს "ლა როშელს" შეუერთდა, რომლის შერკინებასაც 2020 წლამდე წვრთნიდა და კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გათვალისწინებულზე ორი წლით ადრე დატოვა.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მწვრთნელი უმაღლესი დონის სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდის მწვრთნელი იქნება. ]]></turbo:content>
იტალიური რაგბის ისტორიული წარმატება - ბენეტონი პრო 14-ის ცისარტყელას თასის გამარჯვებულია
<description><![CDATA[პრო 14-ის ცისარტყელას თასის ფინალში "ბენეტონმა" შინ სამხრეთაფრიკული "ბულზი" უშანსოდ 35:8 დაამარცხა და იტალიურ რაგბის ისტორიული წარმატება მოუტანა - პირველი ტიტული უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე.
იტალიელებმა პირველ ტაიმში 20:8 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და მოწინააღმდეგეს ორი უპასუხო ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანეს, მარცხით იმედგაცრუებულ აფრიკელთა კაპიტანს მარსელ კუციას კი ისღა დარჩენოდა, რომ მატჩის შემდგომ გულშემატკივრებისთვის ბოდიში მოეხადა და ტრევიზოელთათვის გამარჯვება მიელოცა. 
"ბენეტონმა" ფინალურ მატჩამდე "ცისარტყელას თასის" ევროპულ კონფერენციაში ორჯერ "ძებრეს" მოუგო, თითოჯერ "გლაზგო უორიორსი" და "კონახტი" დაამარცხა, ხოლო "ოსპრისთან" მატჩი კოვიდის გამო გაუქმდა. ]]></turbo:content>
ოფიციალურად: პრო 14 ახალი ტურნირით ჩანაცვლდება
<description><![CDATA[გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გინეს პრო 14, სექტემბრიდან ახალი ტურნირით "რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატით" ჩანაცვლდება, რომელშიც 5 ქვეყნის 16 ფრენჩაიზი მიიღებს მონაწილეობას. 
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს საბოლოოდ გადაწყდა, რომ პრო 14-ს სამხრეთაფრიკული "ჩიტასი" და "საუზერნ კინგსი" დატოვებდნენ, მათ ნაცვლად კი ოთხი ფრენჩაიზი დაემატებოდა. შესაბამისად, ტურნირი 16 გუნდამდე გაფართოვებდებოდა. პრო 14-ის ორგანიზებით 23 აპრილს დაიწყო "ცისარტყელას თასი", რომლის ფინალშიც ერთმანეთს იტალიური "ბენეტონი" და სამხრეთაფრიკული "ბულზი" შეერკინებიან. ეს ერთგვარი გასახურებელი შეჯიბრება გამოდგა. 
რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი სექტემბერ-ივნისში გაიმართება. ტურნირი დაყოფილი იქნება ოთხ ჯგუფად:
ირლანდიური ჯგუფი: კონახტი, ლენსტერი, მანსტერი, ალსტერი;
უელსური ჯგუფი: დრაგონსი, სკარლეტსი, კარდიფ ბლუზი, ოსპრისი;
სამხრეთაფრიკული ჯგუფი: ბულზი, სტორმერსი, ლაიონსი, შარქსი;
იტალიურ-შოტლანდიური ჯგუფი: გლაზგო უორიორსი, ედინბურგი, ბენეტონი, ძებრე;
რეგულარულ ჩემპიონატში სულ 18 ტური ჩატარდება. თითოეული გუნდი საკუთარი ჯგუფის წევრებს შინ და სტუმრად შეხვდებიან, ხოლო დანარჩენი გუნდების წინააღმდეგ თითოჯერ ითამაშებენ. პლეი-ოფში რეგულარული ჩემპიონატის რვა გუნდი საუკეთესო გუნდი გავა და ნაჩვენები შედეგების მიხედვით გუნდები შინ თამაშის უპირატესობას მიიღებენ. ტურნირის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ტურნირის ფორმატი აღარ შეიცვლება. ]]></turbo:content>
ვახო აბდალაძე 2019 წლის შემდეგ ლენსტერის ძირითად გუნდში პირველ შეხვედრას ჩაატარებს
<turbo:content><![CDATA[ 2019 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ვახო აბდალაძე "ლენსტერის" ძირითად გუნდში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. 
11 ივნისს "ლენსტერი" პრო 14-ის ცისარტყელას თასის ბოლო რაუნდში შინ "დრაგონსს" ეთამაშება, 25 წლის ბურჯი მარქაფაშია და შეცვლაზე ვიხილავთ. 
აბდალაძემ 2019 წლის შემოდგომაზე ტრავმა მიიღო, 2020 წლის მარტის დასაწყისში კი პანდემიის გამო პრო 14 შეწყდა, რომელიც მხოლოდ აგვისტოს ბოლოს განახლდა, რა დროსაც აბდალაძეს ზურგის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც თამაშს ამ დრომდე ვერ ახერხებდა. მან ვარჯიში აპრილში განაახლა და მეორე გუნდის რიგებში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.
აბდალაძეს "ლენსტერის" რიგებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 ლელოს გატანა მოახერხა. მას ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და 2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 2 მატჩი გამართა. 
ოფიციალურად: ლეონე ნაკარავას ალსტერში ტრანსფერი ჩაიშალა
<turbo:content><![CDATA[ ფიჯელი ვარსკვლავი ლეონე ნაკარავა "ალსტერში" აღარ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიური ფრენჩაიზის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 
33 წლის მეორეხაზელმა "ალსტერთან" წინასწარი ერთწლიანი კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გააფორმა, თუმცა გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, პრო 14-ის ბინადარმა ფიჯელი ვარსკვლავის დამატებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად მიღებული სამედიცინო დასკვნა დაასახელა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ითამაშებს გაისად ნაკარავა, რომელმაც 2020/2021 წლების სეზონში "გლაზგო უორიორსის" რიგებში 8 შეხვედრა ჩაატარა. ]]></turbo:content>
იტალიური ბენეტონი პრო 14-ის ცისარტყელას ფინალში გავიდა და სამხრეთაფრიკულ გუნდს შეერკინება
<description><![CDATA[იტალიურმა საკლუბო რაგბმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია - "ბენეტონი" პრო 14-ის ცისარტყელას თასის ფინალში ითამაშებს.
ტრევიზოში დაფუძნებულ ფრენჩაიზს მიმდინარე ტურნირზე ოთხიდან ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული და გადამწყვეტი მატჩი უელსურ "ოსპრისთან" ჰქონდა სათამაშო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, "ბენეტონი" გავიდოდა პირველ ადგილზე, თუ "გლაზგო უორიორსი", მაგრამ უელსელთა რიგებში კორონავირუსის დადებითი შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც მატჩი გაუქმდა, იტალიელებს გამარჯვება ჩაეთვალათ და შესაბამისად, ტურნირის ევროპული კონფერენცია პირველ ადგილზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფრიკული კონფერენციის გამარჯვებულს ფინალში შეერკინებიან.
ფინალური მატჩი 19 ივნისს ტრევიზოში გაიმართება, სადაც "ბენეტონი" სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერს დაუხვდება, რომელიც 12 ივნისს "ბულზსა" და "შარქსს" შორის გამოვლინდება. ]]></turbo:content>
იტალიურმა ბენეტონმა ნიჭიერი არგენტინელი მგეზავი დაიმატა
<turbo:content><![CDATA[ ნიჭიერი არგენტინელი მგეზავი ტომას ალბორნოზი კარიერას "ბენეტონში" განაგრძობს.
"ხაგუარეს XV"-ის 23 წლის მგეზავმა იტალიურ ფრენჩაიზთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და მომდევნო სეზონში პრო 14-ში იასპარეზებს.
ალბორნოზმა წლევანდელ სუპერ ლიგა ამერიკანაზე 9 შეხვედრა ჩაატარა, 6 ლელოს და 105 ქულის გატანა მოახერხა. მას საქართველოში გამართულ 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უთამაშია და 5 მატჩში 49 ქულა მოიხვეჭა. ]]></turbo:content>
შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა 32 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
<turbo:content><![CDATA[ შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა გარემარბმა ტომი სიმურმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ, "გლაზგო უორიორსის" მორაგბემ სოციალურ ქსელში დაპოსტა. 
მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო და რაგბის თამაში ძალიან მოენატრება, თუმცა ახალი ცხოვრების დასაწყებად სწორი დროა.
სიმურმა 2013-2019 წლებში შოტლანდიის ნაკრების კვართით 55 შეხვედრა ჩაატარა და 20 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე მიიღო მონაწილეობა და სანაკრებო კარიერა, სწორედ 2019 წლის პლანეტის პირველობის შემდეგ დაასრულა. ტომიმ 2017 წლის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიურ ტურნეშიც მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სიმურს ახალგაზრდულ დონეზე ირლანდიის ნაკრებში უთამაშია და 2007 წელს 19-წლამდელთა მსოფლიო თასზე ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავდა.
მან საკლუბო კარიერა ირლანდიურ "ალსტერში" დაიწყო და მაშინდელ პრო 12-ში ერთი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც "გლაზგო უორიორსს" შეუერთდა, სადაც 10 სეზონია ასპარეზობს და 150 მატჩში 48 ლელო მიითვალა. 