პრევიუები - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
წინათქმა: სამხრეთ აფრიკა VS საქართველო
სამხრეთ აფრიკა
"სპრინგბოკსის" სასტარტო თხუთმეტეულში ორი უკეპო მოთამაშეა და ორივე ფრთაა - როსკო სპეკმანი და აფელელე ფასი, ხოლო კიდევ ერთი დებიუტანტი მესამეხაზელი იასპერ ვიზე მარქაფაშია. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ჟაკ ნინაბერსაც. სხვადასხვა მიზეზების გამო, მსოფლიო ჩემპიონებს მოახლოებულ მატჩში ჩესლინ კოლბი, რაინარდ ელსტადტი, ფაფ დე კლერკი, არხი სნეიმანი, ლუდ დე იახერი, დუეინ ვერმულენი, ვინსენტ კოხი, სბუ ნკოსი და დამიან დე ალენდე არ ეყოლებათ.
საქართველოსთან მატჩისთვის დასახელებულ 23-კაციან განაცხადში 18 მსოფლიო ჩემპიონია, მათ შორის 12 ისეთი მორაგბეა, რომელთაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში მიიღეს მონაწილეობა. ამ 12 მორაგბიდან 6 ძირითად შემადგენლობაშია.
"ძნელია, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ 100%-ით კონცენტრირებულნი პარასკევს საღამოთი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენ ამ კვირაში მთელი ჩვენი ენერგია გვაქვს მომართული, მაგრამ გულის სიღრმეში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებთან მოახლოებულ სერიაზე გვეფიქრება. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორედ ლომების ტურნესთვის მზადებას ემსახურება", - განაცხადა აფრიკელთა მგეზავმა ანდრე პოლარდმა.
უკანა ხაზი
15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესი კრილი, 12. ფრანს სტეინი, 11. აფელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი;
შერკინება
1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთზებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი;
მარქაფა
16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ფრანს მალჰერბე, 19. მარვინ ორიე, 20. იასპერ ვიზე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან უილემსე.
საქართველო
ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" სასტარტო თხუთმეტეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა - ფრთაზე მირიან მოდებაძე დემურ თაფლაძემ ჩაანაცვლა, ხოლო შერკინებაში ოთხი ცვლილებაა - მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გურამ გოგიჩაშვილმა ნიკოლოზ ხატიაშვილი შეცვალა, მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი დავით გიგაურმა ჩაანაცვლა, ხოლო მესამე ხაზში ტრავმირებული მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად თორნიკე ჯალაღონია ითამაშებს, რომელმაც წინა მატჩში დაისვენა. ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო გიორგი ცუცქირიძე, თუმცა მან ბოლო მომენტში მცირე ტრავმა მიიღო და სასტარტოში კვლავ ილია სპანდერაშვილი იქნება, რომელსაც დებიუტი სწორედ ნიდერლანდებთან მატჩში ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ თადარიგში ექვსი მორკინალია და მათგან ორი მეორეხაზელია ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი ჯავახია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკა სწორედ ასეთი სქემით ასპარეზობდა და უმეტეს მატჩებში მარქაფაში ორი მხტომელი ჰყავდა. დებიუტი ექნება მარჯვენა ბურჯ ლუკა ჯაფარიძეს, ხოლო ხაზის მოთამაშეებიდან თადარიგში გელა აფრასიძე და გიორგი ბაბუნაშვილი არიან.
"მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბი დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ.
ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში ხაზის მოთამაშეები ყავთ" - განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
უკანა ხაზი
15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (34 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ. 77 კეპი, 60 ქულა), 11. დემურ თაფლაძე (9 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (25 კეპი, 162 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (58 კეპი, 50 ქულა);
შერკინება
1. გურამ გოგიჩაშვილი (22 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (66 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (28 კეპი, 15 ქულა), 4. დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (67 კეპი, 10 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა საღინაძე (21 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (9კეპი, 10 ქულა);
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (5 კეპი), 18. ლუკა ჯაფარიძე(უკეპო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (31 კეპი), 20. გიორგი ჯავახია (6 კეპი, 5 ქულა); 21. გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (3 კეპი, 9 ქულა); 23. ილია სპანდერაშვილი (1 კეპი).
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების გზები აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - 2003 წლის მსოფლიო თასის ჯფუფურ ეტაპზე 24 ოქტომბერს სიდნეიში გამართულ მატჩში სამხრეთ აფრიკამ 46:19 იმარჯვა. "სპრინგბოკსის" შვიდ ლელოს, დავით დადუნაშვილმა უპასუხა საპასუხო ლელოთი, რომელიც საქართველოსთვის პირველი ლელო გამოდგა მსოფლიო თასების ისტორიაში. გარდასახვა და სამი ჯარიმა პალიკო ჯიმშელაძემ გაიტანა, ხოლო ერთი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა ზუსტად. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა ლეგენდარულ სხალკ ბურგერს, რომელმაც ლელოს გატანაც მოახერხა.
ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ შარშანაც უნდა ეთამაშათ, თუმცა კორონავირუსის გამო ივლისის ტესტები გაუქმდა.
მსაჯები
შეხვედრის მთავარი მსაჯი 37 წლის შოტლანდიელი მაიკ ადამსონი იქნება, რომელიც პრო 14-ში 2016 წლიდან მსაჯობს, ხოლო 2021 წლიდან 6 ერის მატჩებს უძღვება. მას კიდეებიდან მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი ინგლისელი უეინ ბარნსი და სამხრეთაფრიკელი მარიუს ვან დერ ვესთეიზენი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ასევე სამხრეთაფრიკელი მარიუს იონკერი იქნება.
სად ვუყუროთ?
მატჩი 21 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანიას იმედის და რაგბი ტვ-ის ეთერში იხილავთ.
წინათქმა: საქართველო VS ნიდერლანდები
გამოკვეთილი ფავორიტი აშკარაა. რასაკვირველია, მატჩის დაწყებამდე გამარჯვებულს არ ასახელებენ, თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც გულშემატკივარი მოწინააღმდეგის პატივისცემის მიუხედავად, ფიქრობს იმაზე, თუ რა ანგარიშით გაიმარჯვებს საქართველო. დიახ, "ბორჯღალოსნები" რომ ამ მატჩს მოიგებენ, ამაში ალბათ ეჭვი არავის ეპარება, თუმცა საინტერესოა ის, თუ როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას, როგორ სტილში ითამაშებენ, რამდენ ლელოს გაიტანენ და ა.შ. ნიდერლანდებისგან კი, საინტერესო იქნება, თუ რამდენად შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას ბევრად მაღალი დონის მეტოქისთვის და შეძლებს თუ არა ლელოს დადებას.
ეს არის ზოგადი მოლოდინი გულშემატკივრებისგან, თორემ მატჩის დაწყებამდე ტაბლოზე ორივე გუნდს 0 უწერია და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.
საქართველო
"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამ მატჩს სამხრეთაფრიკული ტურნესთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.
"ბორჯღალოსნების" 23-კაციან განაცხადში ერთი უკეპო მოთამაშეა - 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია სპანდერაშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაშია და რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. ასევე აღსანიშნავია ნიკოლოზ ხატიაშვილის სასტარტოში ყოფნა, რომელმაც ბოლოს ნაკრების რიგებში 2017 წელს არგენტინის წინააღმდეგ ითამაშა. წლევანდელ რაგბი ევროპაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც გაზაფხულზე კორონავირუსის გამო არ უთამაშია.
გარდა ამისა, თავდაპირველად დასახელებული გაფართოებული 37-კაციანი შემადგენლობიდან სამი მორაგბე დაშავდა და სამივე უკანახაზელი - სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე და დავით მესხი. როგორც ირკვევა, თოდუა და ხმალაძე ზაფხულის ტესტებს მთლიანად გამოტოვებენ, ხოლო მესხმა, შესაძლოა, დასკვნით მატჩში 17 ივლისს შოტლანდიასთან საშინაო მატჩში ითამაშოს. მათ ნაცვლად გაფართოებულ შემადგენლობას ქუთაისის "აიას" შუამარბი ირაკლი სიმსივე დაემატა.
ლევან მაისაშვილი: "მივესალმები რაგბის კავშირის ინიციატივას, რომ რაგბი რეგიონებში გავიდეს და გულშემატკივრებს ამ ტიპის თამაშების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეს. კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა, რეგიონში რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კოვიდ-პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელთა მხოლოდ 30% დაიშვება და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან.
რაც შეეხება შემადგენლობას, სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე მიდის და სამატჩო რაზმი მათგან შეირჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეთა ნაწილმა კივიდ 19 გადაიტანა, სელექციისას ლიმიტირებული ვიყავით. 26 ივნისის შეხვედრას განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ. დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია და საჭიროა შეთამაშება.
ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და ამ თამაშს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოწინააღმდეგე დებიუტანტია. ბელგიის დამარცხებით მათ მიზანს მიაღწიეს და დასაკარგი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებენ, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვეცდებით სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ და მოვემზადოთ სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის."
მერაბ შარიქაძე: "მარტყოფში ორკვირიანი, პროდუქტიული მომზადება გავიარეთ. ნიდერლანდებთან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, რადგან ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრაა და მერე მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ორჯერ შევხვდებით. შესაბამისად, გარდა გამარჯვებისა მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო დიდი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ."
უკანა ხაზი
15. დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);
შერკინება
1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);
მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).
ნიდერლანდები
ნიდერლანდების ნაკრებს საქართველოს დონის გუნდის წინააღმდეგ ძალიან დიდი ხანია აღარ უთამაშია. როგორც იცით, "ნარინჯისფრებმა" 29 მაისს პლეი-აუტში ბელგია დაამარცხეს და 2002 წლის შემდეგ პირველად, რაგბი ევროპის ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვეს, 19 წლის განმავლობაში კი ქვედა დივიზიონებში გამოდიოდნენ.
23-კაციანი განაცხადიდან 15 მორაგბე ნიდერლანდების ჩემპიონატში ასპარეზობს, ხოლო რვა ლეგიონერია. ძირითად შემადგენლობაშია 23 წლის მეორეხაზელი კუნ ბლუმენი, რომელმაც გასულ სეზონში ფრანგულ "ბურგ-ეგ-ბრესის" რიგებში ნასიონალში 10 შეხვედრა ჩაატარა და პრო დ2-ში აღზევდა, "ბრივის" ესპუარებში ასპარეზობს 21 წლის რვა ნომერი დეივ კულმანი, რომელიც ასევე სასტარტოშია, ხოლო მარბიელი ფან დე ფენი ესპანურ "ალკობენდასში" ასპარეზობს, დანარჩენი ხუთი მორკინალი ადგილობრივ ჩემპიონატში ირჯება.
ლეგიონერები არიან შუამარბები, კაპიტანი დავიდ ვირსმა ესპანურ "აპარეხადორესში" თამაშობს, ხოლო ბარტ ვირენხა ნასიონალში დაქვეითებულ "ვალანს რომანსში". მარქაფაში კიდევ სამი ლეგიონერია: "ეალინგ ტრაილფინდერსის" კვაჭი მაიქ მბოდი, რომლის გუნდიც ჩემპიონშიპის ფინალში გავიდა, თუმცა "სარასენსთან" დიდი სხვაობით დამარცხდა, ფედერალ 3-ის "ლეჟევინუას" ჰავბექი უგო შიოლერი და პრო დ2-ში აღზევებული "ნარბონის" ესპუარების შუამარბი დეილი ოუენ ლიმენი.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშიათ. პირველი შეხვედრა 1995 წელს შედგა და მეტოქემ შინ 55:3 იმარჯვა, ამის შემდეგ კი სამივე მატჩში საქართველომ მოიგო - 2000-2002 წლებში "ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები ასეთი ანგარიშებით დაამარცხეს: 41:6, 32:3 და 88:0.
მსაჯები
შეხვედრას რუმინული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. მატჩს ალეკსანდრუ იონესკუ გაუძღვება, რომელსაც კიდეებიდან მიხაი ვეკარუ და ვლად იორდეკუსკუ დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი კრისტიან რედუცა იქნება.
სად ვუყუროთ?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
დღეს 17 საათზე "აია არენაზე" საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება - დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის ფინალურ მატჩში "აია" შინ "ბათუმს" დაუხვდება.
ფინალი ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან საქმე ტიტულს ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მატჩს კიდევ უფრო დიდი ფასი ადევს - ქუთაისში 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი პირველად ტარდება, ხოლო "აია" 1995 წლის შემდეგ ჩემპიონი აღარ გამხდარი და შანსი აქვს, რომ 26-წლიანი უიღბლო სერია საშინაო არენაზე შეწყვიტოს. მეორე მხრივ კი, "ბათუმი" მოქმედი ჩემპიონია და ყველანაირად შეეცდება, რომ ტიტული შეინარჩუნოს და ზედიზედ მეორედ იჩემპიონოს.
"აია" ფინალურ მატჩს ზუსტად იმ თხუთმეტეულით ითამაშებს, რომლითაც გასულ კვირას შინ "ყოჩები" 31:12 დაამარცხა. ქუთაისელთა ყველაზე დიდი დანაკლისი მირიან მოდებაძეა, რომელსაც პლეი-ოფში არ უთამაშია და შესაბამისად, ფინალური მატჩის მასპინძლები ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან.
"აკადემიასთან" მოგებული (28:13) ნახევარფინალის შემდეგ "ბათუმის" ძირითად შემადგენლობაში სამ ცვლილებას ვხედავთ: ორს პირველ ხაზში და ერთს ათი ნომრის პოზიციაზე. ალექსანდრე შამილიშვილის და ბექა მამრიკიშვილის ნაცვლად, სასტარტოში გოგა ქადარია და ვაჟა თაგაური იქნებიან, ხოლო მგეზავის პოზიციაზე გამოცდილს ბორჯღალოსანს ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ, რომელმაც ნახევარფინალში ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შესაბამისად, მამუკა ნინიძე ფულბექის პოზიციაზე გადაიწევს, სანდრო თოდუა ცენტრში დადგება, გურამ ქანდაურიშვილი - ფრთაზე, ხოლო დავით ტრაპაიძე თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. აჭარელთა ყველაზე სერიოზული დანაკლისი მესამეხაზელი საბა შუბითიძეა.
მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ: მეხუთე ტურში "აიამ" შინ 27:19 იმარჯვა, ხოლო მეათე ტურში "ბათუმმა" რევანში აიღო და მეტოქე 22:13 დაამარცხა.
ორივე გუნდს აქამდე სამ-სამჯერ უჩემპიონიათ და გამარჯვების შემთხვევაში ოქროს მედლებს მეოთხედ დაეუფლებიან.
წინათქმა: რუსეთი VS საქართველო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩში რუსეთის ნაკრები 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე კალინინგრადში საქართველოს მიიღებს.
რუსეთის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება გასაგები მიზეზების გამო რომ ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ამაზე თავს არ შეგაწყენთ. ვისაუბრებთ უშუალოდ სპორტულ მხარეზე. როგორც იცით, 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
მიმდინარე ტურნირი ორივე გუნდისთვის კარგად დაიწყო - საქართველომ გასვლაზე პორტუგალია (ბონუსით) და ესპანეთი (ბონუსის გარეშე) დაამარცხა და ორი მატჩის შემდეგ გათამაშებას 9 ქულით ლიდერობს, ხოლო რუსეთმა სოჭში მძიმე ბრძოლაში რუმინეთი 18:13 დაამარცხა და აქტივში 4 ქულა აქვს.
რუსეთი
"დათვებმა" იანვარში სამწვრთნელო შტაბში ორი მაღალი დონის მწვრთნელი კარლ ჰოგი და ბორის სტანკოვიჩი დაიმატეს. მათ 7 თებერვალს თბილისში გამართულ მატჩში თავი ღირსეულად წარმოაჩინეს და მცირე სხვაობით 7:16 დამარცხდნენ, რამაც ისინი ოპტიმისტურ განწყობაზე დააყენა და უფრო მეტი ამბიციები მოეძალათ, რაც მათ კომენტარებში ხშირად შეინიშნება.
რუსებმა კარგად დაიწყეს 2021 წლის რაგბი ევროპა და შესაბამისად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. ლინ ჯონსის შეგირდებმა ერთ-ერთი მთავარი მეტოქე რუმინეთი დაძაბულ ბრძოლაში 18:13 დაამარცხეს. მათი თამაშის გარკვეულ კომპონენტებში აშკარა წინსვლა შეინიშნებოდა და პირველ რიგში, შეიმჩნეოდა, რომ კარგად იმუშავა ბორის სტანკოვიჩმა, რომლის ხელშიც რუსების შერკინების სტატიკა აშკარად გაუმჯობესდა და წინა მატჩში რუმინეთის ნაკრებს აშკარად აჯობა და არაერთხელ დააჯარიმა.
თბილისური მატჩისგან განსხვავებით, რუსებს ეყოლებათ მათთვის გამორჩეული მორაგბეები, ინგლისური "სეილ შარქსის" 26 წლის მარცხენა ბურჯი ვალერი მოროზოვი და ფრანგული "გრენობლის" 33 წლის მეორეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი, რომელსაც იმავე "სეილ შარქსში" 130 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული. "ბორჯღალოსნებთან" მატჩში კაპიტანი სწორედ ოსტრიკოვი იქნება, რადგან წინა მატჩებში გუნდის კაპიტანი რვა ნომერი ვიქტორ გრესევი ტრავმირებულია, ისევე როგორც კიდევ ერთი მესამეხაზელი ვლადისლავ პერესტიაკი.
რუმინეთთან მატჩის შემდეგ, რუსეთის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა, სამივე შერკინებაში და სამივე იძულებითი, რომელთაგან ორი იძულებითია და ეს უკვე ვახსენეთ. მესამეხაზელებს გერმან სილენკო და ანტონ სიჩევი შეცვლიან, ხოლო ნიკიტა ვავილინი მარბიელის პოზიციიდან რვა ნომერზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება მესამე შეცვლას, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ტრავმირებულ კირილ გოტოვცევს ვლადიმირ პოდრეზოვი ჩაანაცვლებს. კვლავ ტრავმირებულია რუსეთის ერთ-ერთი ლიდერი მესამეხაზელი ტაგირ გაჯიევი, რომელსაც რუმინეთთანაც არ უთამაშია.
რუსეთის შემადგენლობა
უკანა ხაზი
15. ალექსანდრ ბუდიჩენკო, 14. ანდრეი კარზანოვი, 13. გერმან დავიდოვი, 12. კირილ გოლოსნიცკი, 11. ვასილი არტემიევი, 10. რამილ გაისინი, 9. კონსტანტინ უზუნოვი;
შერკინება
1. ვალერი მოროზოვი, 2. სტანისლავ სელსკი, 3. ვლადიმირ პოდრეზოვი, 4. ანდრეი ოსტრიკოვი (კაპ.), 5. ბოგდან ფედოტკო, 6. გერმან სილენკო, 7. ანტონ სიჩევი, 8. ნიკიტა ვავილინი;
მარქაფა
16. შამილ მაგომედოვი, 17. ევგენი მიშნეჩკინი, 18. სტეფან სერიაკოვი, 19. ალექსანდრ ილივი, 20. რომან ხოდინი, 21. დენის ბარაბანცევი, 22. იური კუშნარევი, 23. ხეთაგ ძაბელოვი;
საქართველო
"ბორჯღალოსნებმა" ტურნირი გეგმის მიხედვით დაიწყეს და ორივე მატჩში გამარჯვება მოახერხეს. პირველ მატჩში პორტუგალიას ბონუსით ვძლიეთ, შემდეგ კი უმთავრესი კონკურენტი ესპანეთი დავამარცხეთ მადრიდში, ოღონდ ბონუსის გარეშე. უნდა ითქვას, რომ ორივე მატჩი საკმაოდ რთული გამოვიდა და იდეალური, სასურველი ხარისხისგან შორს იყო. ორივე შემთხვევაში პირველი ტაიმის მოგება ვერ შევძელით, თუმცა მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებმა" მაინც მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა და ორივე თამაში სასურველი შედეგით დაასრულეს.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ "ბორჯღალოსნებმა" ორივე შეხვედრა საკმაოდ დანაკლისით ჩაატარეს და ამ მხრივ პრობლემები ახლაც მრავლადაა. როგორც ცნობილია, რუსეთთან მატჩში არ იქნებიან ვასილ ლობჟანიძე, ბექა საღინაძე, ნიკა აბულაძე, დემურ თაფლაძე, ხოლო თუ ძველ დანაკლისს მივყვებით, მაშინ ძალიან ვრცელი ჩამონათვალი გამოგვივა.
ლევან მაისაშვილმა, რუსეთთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო თხუთმეტეულში 4 ცვლილება განახორციელა. სამი ცვლილება შერკინებაში მოხდა, ხოლო ერთი - უკანა ხაზში. მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს გიორგი ჭყოიძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იქნება. ასევე სასტარტოდან დაიწყებს თამაშს მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელმაც მარქაფაში ადგილი გია ხარაიშვილს გაუცვალა, ისევე როგორც მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილმა ირაკლი ცხადაძეს. უკანახაზში კი, ტრავმირებულ დემურ თაფლაძეს გამოცდილი სანდრო თოდუა შეცვლის. ზედიზედ მესამე მატჩია მარქაფაშია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც წინა ორ შემთხვევაში მოედანზე შესვლის საშუალება არ მიეცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები კალინინგრადში პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
რუსეთთან გასამართი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. დავით ნინიაშვილი (4 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), 9. გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა);
შერკინება
1. ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (9 კეპი), 5. დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა);
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (2 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (2 კეპი); 21. მიხეილ ალანია (3 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა).
წინასამატჩო კომენტარები
ბორის სტანკოვიჩი (რუსეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელი): "საქართველოსთან მატჩი უკეთესად უნდა დავიწყოთ, ვიდრე ეს რუმინეთთან შევძელით. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში და ვითამაშოთ ისე, როგორც ეს გვსურს. ზოგჯერ უნდა ვიყოთ უფრო ზუსტები, რომ მოწინააღმდეგეს არ მივცეთ იმპულსი ჩვენი შეცდომების ან უდისციპლინობის ხარჯზე.
რუმინეთთან მატჩის დასაწყისში ჩვენ ნელები ვიყავით. რუმინელებმა სწრაფად შეძლეს ქულების მოპოვება და დაწინაურება, მაგრამ რუსეთის ნაკრებმა დიდი გამძლეობა და სიმშვიდე გამოავლინა, რომ გამარჯვებისთვის მიეღწია. ჩვენმა მორაგბეებმა გაუძლეს სირთულეებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რაგბიში წარმატების მისაღწევად."
ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წინასწარ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩისთვის, თამაშებს შორის 6-დღიანი სხვაობის და გადაფრენების გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით მცირე დრო გვექნებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. ფიზმომზადებისა და სამედიცინო შტაბმა ფასდაუდებელი სამუშაო გაწია, რათა რეაბილიტაცია და აღდგენა მომხდარიყო. კვირის განმავლობაში სულ ორი ვარჯიში გვქონდა – სამშაბათს დატვირთვის გარეშე და ოთხშაბათს დაბალი ინტენსივობის, რადგან ამდენი გადაფრენის ფონზე, დიდი იყო ტრავმის მიღების საფრთხე. სამაგიეროდ, ეს კვირა დატვირთული იყო ანალიტიკური კუთხით.
ვიცოდით, რომ დრო არ გვექნებოდა და ამიტომ, მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა ესპანეთთან მატჩის კვირაში გვქონდა. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ესაა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ტრავმების, თუ სხვა მიზეზით დანაკლისის გამო, ძირითადში დაწინაურებულ მორაგბეებს თავი გამოუჩენიათ და გუნდში ადგილი დაუმკვიდრებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები იბრძოლებენ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ.
რუსეთი მუდამ ცდილობს, რომ თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. თბილისში, თვენახევრის წინ, პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. ისინი შემადგენლობაში ახალ სახეებს ხედავენ და საკუთარ კედლებში თამაშს ოპტიმიზმით ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად ვართ იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ.
ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა კარგად ვართ შეთამაშებული. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების პარალელურად, ჩვენი მიზანი ახალი მოთამაშეების გამოცდაა. ამ ტურნირზე აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეებიც განსაკუთრებულად მონდომებული არიან პორტუგალიასა და ესპანეთისგან თითო ლელო გავუშვით.
რუსეთს მომატებული აქვს, განსაკუთრებით შერკინებაში, რაც ჩვენთანაც გამოჩნდა და რუმინეთთანაც. რაც შეეხება ამინდს, მას ჩვენ ვერ ვუკვეთავთ და ის ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება."
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 22 შემთხვევაში საქართველომ იმარჯვა, ერთხელ რუსეთმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. "დათვებმა" ერთადერთი მატჩი შორეულ 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) მოიგეს, როდესაც ეს ორი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს. 2002 წელს გამართული რკენა ფრედ დასრულდა, ხოლო ყველა სხვა მატჩში "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს და მათ შორის 19 გამარჯვება ზედიზედ მოდის. საქართველომ რუსეთს ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს "მიხეილ მესხზე" სძლია - 46:0.
მსაჯები
მატჩს იტალიური სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 28 წლის ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც პრო 14-ის და ჩელენჯ თასის მატჩებს ემსახურება. ის უცხო საქართველოს ნაკრებისთვისაც არ გახლავთ, რადგან შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიასთან და ფიჯისთან მატჩებში გვერდითი მსაჯი იყო. გვერდითი მსაჯები ბოტინო და ფრანკო იქნებიან, ხოლო ტელეეკრანებთან ლიპერინი იმუშავებს.
სად ვუყუროთ?
წინათქმა: პორტუგალია VS საქართველო
დღეს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელიც 2022 წლის ტურნირის მსგავსად, 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. იქიდან გამომდინარე, რომ პლეი-აუტის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბელგია და ნიდერლანდები უნდა დაუპირისპირდნენ, თებერვალში ვერ შედგა, ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რომელი ნაკრები იქნება უმაღლეს დივიზიონში, ამიტომაც ტურნირს ხუთი გუნდი დაიწყებს და მეექვსე ზაფხულში ჩაერთვება, რომელიც თავის მატჩებს ნოემბრამდე გამართავს.
2021 წლის შეჯიბრების პირველ სათამაშო დღეს თბილისის დროით 19 საათზე პორტუგალიის ნაკრები ლისაბონში საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო იქამდე 16 საათზე რუსეთი სოჭში რუმინეთს დაუხვდება.
პორტუგალია
პორტუგალიის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს კარგად დაუბრუნდა და "ბორჯღალოსნებს" გასულ წელს პარიზში გამართულ მატჩში პრობლემებიც შეუქმნა, თუმცა საქართველომ მეტოქე ბოლო 15 წუთში გატეხა და 39:24 იმარჯვა, თუმცა იმ მატჩში პორტუგალიელებმა არაერთი საინტერესო და ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზეს.
პორტუგალიელებს ძალიან კარგი თაობა მოსდით და არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბე ჰყავთ, რისი რასტურიც 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფაა, როდესაც პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრებმა ტონგა და კანადა დიდი ანგარიშით დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონიასთან მოსაგები მატჩი მხოლოდ დამრტყმელი უხეირობის გამო ვერ მოიგო და 1 ქულით 34:35 დამარცხდა.
"მგლებმა" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ბელგიასთან და რუმინეთთან მოგებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ სამი თამაში წააგეს და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულეს. უკანასკნელი მატჩი მათ თებერვალში გამართეს და მადრიდში ესპანეთთან 11:25 დამარცხდნენ. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, პორტუგალიელებმა ნოემბრის ტესტებზე ბრაზილიის წინააღმდეგ ორი საშინაო მატჩი გამართეს და ორივეში დამაჯერებლად იმარჯვეს.
პორტუგალიელები არ მალავენ, რომ მათი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაა: "ჩვენ გვყავს 40-45 კაციანი ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშონ და ასევე რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე, რომელთაც პირველად მიეცემათ თამაშის საშუალება.
ეს არის ძალიან საინტერესო, რომ რომ ჩვენ გვაქვს მრავალი ვარიანტი შემადგენლობის ასარჩევად და ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ გვყავს ძალიან სწრაფი და მობილური მოთამაშეები.
ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ შეჯიბრს ვიწყებთ საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის შესანიშნავი გუნდი ასეთივე მოთამაშეებით. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი შესრულების დონე და გამოვცადოთ საკუთარი თავი", - განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პატრის ლაჟისკემ.
პორტუგალიელთა შემადგენლობას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ სასტარტო თხუთმეტეულში ტოპ 14-ის "პოს" ორი მორაგბეა: 29 წლის მარცხენა ბურჯი ჟოფრი მოისე, რომელიც "პოს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 102 მატჩი აქვს ჩატარებული. მას ფრანგული ფესვები აქვს, პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი კი გასულ წელს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდა და მეორედაც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება სამუელ მარკეშს, 32 წლის ცხრა ნომერი ორი სეზონი "ბრივში" თამაშობდა და ქართველი მორაგბეები მას კარგად იცნობენ. მარკეში ძალიან გამოცდილი მორაგბეა და ტოპ 14-ში 80-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო პრო დ2-ში 150 მატჩამდე. მარკეშს ნაკრებში მხოლოდ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2013 წლის შემდეგ არ უთამაშია. ასე რომ, ის პორტუგალიას რვაწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
რაც შეეხება სხვა მორაგბეებს, ასევე ძალიან გამოცდილი მოთამაშეა 31 წლის კვაჭი მაიკ ტაჯერი, რომელმაც გასული სამი სეზონი ტოპ 14-ში გაატარა, მათ შორის გასულ სეზონში "კლერმონის" ღირსებას იცავდა, წელს კი "მონტობანს" შეუერთდა და პრო დ2-ში 19 შეხვედრა ჩაატარა. ასევე პრო დ2-ის "კარკასონში" ასპარეზობს შუამარბი ჟოზე ლიმა, რომელმაც წლევანდელ სეზონში გამართულ 10 მატჩში 2 ლელოს დადება შეძლო. პრო დ2-ის "გრენობლში" ირიცხება დებიუტანტი მესამეხაზელი ჟოზე მადეირა, თუმცა მას ჯერჯერობით "გრენობლის" ძირითად გუნდში არ უთამაშია და ესპუარებშია. საფრანგეთის ნასიონალ ლიგაში (მესამე დივიზიონი) თამაშობენ რვა ნომერი ლუიჯი დიასი ("დაქსი"), ფულბექი დანი არტუნეში ("მასი") და მარჯვენა ბურჯი დიეგო ჰასე ფერეირა ("დიჟონი"), ხოლო შვიდი მორაგბე პორტუგალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
შემადგენლობა
უკანა ხაზი
15. დანი არტუნეში, 14. რაფაელე სტორტი, 13. ჟოზე ლიმა, 12. ტომას აპლეტონი (კაპიტანი), 11. როდრიგო მარტა, 10. ჟერონიმო პორტელა, 9. სამუელ მარკეში;
შერკინება
1. ჟოფრი მოისე, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგო ჰასე ფერეირა, 4. რაფაელ შიმოესი, 5. ჟოზე რებელო დე ანდრადე, 6. ჟოაო გრანატე, 7. ჟოზე მადეირა, 8. ლუიჯი დიასი;
მარქაფა
16. დავიდ კოსტა, 17. ნუნო მასკარენჰასი, 18. ტიბო დე სოუზა, 19. ფრანცისკო სოუზა, 20. ერიკ დოს სანტოს მადეირა, 21. ტეო ენტრაიგეში, 22. ხორხე აბეკასიში, 23. ნუნო სოუზა გედეში.
საქართველო
პორტუგალიასთან გასამართი მატჩის 23-კაციან განაცხადში "ბორჯღალოსნების" რიგებში სამი დებიუტანტი იმყოფება: "რასინგ 92"-ის მარჯვენა ბურჯი გია ხარაიშვილი, "ბრივის" მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და ქუთაისის "აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. სამივე მათგანი მარქაფაში არიან.
მთლიანობაში რუსეთთან მატჩთან შედარებით, სასტარტო თხუთმეტეულში ათი ცვლილებაა განხორციელებული. შერკინებიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ლაშა ჯაიანმა, ბექა საღინაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო უკანა ხაზიდან - მერაბ შარიქაძემ და მირიან მოდებაძემ.
აღსანიშნავია, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მელიქიძის გამოჩენა, რომელიც უმეტესად მარქაფიდან ერთვება ხოლმე. მგეზავის პოზიციას დაუბრუნდა ლაშა ხმალაძე, რომელსაც ნაკრებში დიდი ხანია ამ პოზიციაზე აღარ უთამაშია და ფულბექის პოზიციაზე უწევდა თამაში. განაცხადში არაა ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც დასვენების საშუალება მიეცა, ხოლო გელა აფრასიძეს და მიხეილ ალანიას - თავის გამოჩენის შანსი.
სხვასხვა მიზეზების გამო, "ბორჯღალოსნებს" რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე აკლიათ.
ლევან მაისაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ტურნირი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა, პასუხისმგებლობა ორმაგდება.
"ნებისმიერ თამაშს ძალიან მონდომებით და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს და რა თქმა უნდა მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. ჩვენ ექსპერიმენტის დრო გვაქვს ყოველთვის ერთა თასზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტი იყოს ისეთი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს პროცესი. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა თამაშზე შეიძლება გვქონდეს ეს ცვლილებები. ნაწილობრივ ეს ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ ვთქვათ იძულებითი ცვლილებებია და არის პროცესი, სადაც ვცდილობთ მოთამაშეების სიღრმეები გავაჩინოთ კონკრეტულ პოზიციებზე. აქედან გამომდინარე, ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი და ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.
ეცდებიან რა თქმა უნდა, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეთ და სწრაფად ითამაშონ, შარშანდელი თამაშიც პარიზში ხელოვნურსაფარიან სტადიონზე სწორედ ამას ემსახურებოდა, ეს ჰქონდათ მიზნად, რომ სწრაფი თამაში შემოეთავაზებინათ ჩვენთვის. პირველ ტაიმში შარშანდელ მატჩში ჩვენ გვქონდა შეცდომები, რაზედაც ჩვენს შეცდომებზე ისარგებლა პორტუგალიამ და ვიცით, რომ კონტრშეტევებზე საკმაოდ სახიფათონი არიან. ანალიზში გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რაც შარშან დავუშვით. ვეცდებით, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ, ვეცდებით, რომ ჩვენ ვმართოთ თამაში და დომინაცია მოვახდინოთ ორთაბრძოლებში და თუ ამას მოვახერხებთ და შეჯგუფებებში და ორთაბრძოლებში დომინაციას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, რომ თამაში საჩვენოდ შემოტრიალდება", - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
შემადგენლობა
უკანა ხაზი
15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),
შერკინება
1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);
მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).
ურთიერთშეხვედრები
ეს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 21-ჯერ დაპირისპირდებიან, საიდანაც 15 შემთხვევაში საქართველომ იმარჯვა, 4-ჯერ პორტუგალია დარჩა გამარჯვებული, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. პირველი რკენა 1997 წელს ლისაბონში შედგა და პორტუგალიამ 21:17 იმარჯვა. "ბორჯღალოსნებს" პორტუგალიის წინააღმდეგ ზედიზედ 8 მატჩი აქვთ მოგებული. 2009 წელს თბილისში გამართული მატჩი ფრედ 20:20 დასრულდა და მას შემდეგ, ამ გუნდების ყველა ჯახი ქართველების გამარჯვებით დასრულდა. პორტუგალიელებმა უკანასკნელად "ბორჯღალოსნებს" 2005 წელს ლისაბონში 18:14 სძლიეს.
მსაჯები
შეხვედრას იტალიელი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი იტალიელი ჯანლუკა გნეჩი იქნება, რომელიც 2020 წლიდან გინეს პრო 14-ის მატჩებს უძღვება. გვერდითი მსაჯები ვედოველი და ბერტელი იქნებიან, ხოლო ტელეეკრანებთან როჩინი უნდა იყოს გამწესებული. აღსანიშნავია, რომ დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვიდეორეფერი პირველად იქნება.
სად ვუყუროთ?
საქართველო რევანშისთვის იბრძოლებს, ფიჯი - ვერნ კოტერის წარმატებული დებიუტისთვის (პრევიუ)
ფიჯი
პარადოქსულია, რომ ტურნირი მთავრდება, ფიჯის კი თავის პირველ შეხვედრას მხოლოდ ახლა ატარებს. მიზეზი ყველამ ძალიან კარგად ვიცით - მათ ბანაკში 22 მორაგბე და 7 სტაფის წევრი გახლდათ კორონავირუსით დაინფიცირებული და ამის გამო, ჯგუფურ ეტაპზე მათი მონაწილეობით გასამართი ყველა მატჩი გაუქმდა, რომელშიც ფიჯელებს წაგება (0:28) ჩაეთვალათ.
რა იქნებოდა ეს მატჩები რომ ეთამაშათ, ცალკე მსჯელობის საკითხია, მაგრამ ამას რეალურად ვერასდროს გავიგებთ. რეალობა კი ის გახლავთ, რომ ფიჯელებს დაგეგმილი ოთხის ნაცვლად, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოუწევთ და მათი მაქსიმუმი მეშვიდე ადგილზე გასვლა იქნება, რისთვისაც საქართველოზე მოგება მართებთ.
ფიჯელები ორ კვირაზე მეტი იზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვარჯიში მხოლოდ კვირას განაახლეს. მათ მხოლოდ რამდენიმე სრულფასოვანი ვარჯიში მოასწრეს, ამიტომაც, ბუნებრივი იქნება, თუ "მფრინავ ფიჯელებს" შეთამაშების და ფიზიკური კონდიციების მხრივ პრობლემები ექნებათ.
დღევანდელ მატჩში ფიჯის ნაკრებს ოფიციალურ მატჩში პირველად უხელმძღვანელებს ვერნ კოტერი, რომელიც კუნძულელთა მთავარ მწვრთნელად მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ დაინიშნა, მაგრამ პანდემიის გამო, მისი დებიუტი აქამდე ვერ შედგა. კოტერი პირველ რიგში იმით გამოირჩევა, რომ სადაც მუშაობს ყველგან მაქსიმალურად ცდილობს დისციპლინის დამყარებას, რაც ფიჯისთვის ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოტერმა შემოდგომის ერთა თასისთვის სამწვრთნელო შტაბში ცნობილი ვეტერანი მსაჯი გლენ ჯექსონი დაიმატა, იმისთვის, რომ გამოცდილმა რეფერიმ სამსაჯო ხრიკები გაუზიაროს ფიჯელებს და მიღებული ჯარიმების რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ.
შემადგენლობას რომ გადავხედოთ, მაშინვე აღმოვაჩენთ იმას, რომ ფიჯელები დღეს "მარიფილდზე" მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უკანა ხაზს გაიყვანენ. ფრთებზე ჯოშუა ტუისოვას და ნემანი ნადოლოს ვიხილავთ, რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ნაკრებს, შუამარბები ლევანი ბოტია და ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე სემი რადრადრა იქნებიან, ხოლო ფულბექის პოზიციაზე კინი მურიმურივალუ გაირჯება, რომელიც 11 წლის განმავლობაში ტოპ 14-ში ასპარეზობდა, ხოლო ზაფხულში ინგლისს მიაშურა და "ლესტერ ტაიგერსს" შეუერთდა. ფიჯელებს ღერძიც ძირითადი ეყოლებათ, "რებელსის" ჰავბექი ფრანკ ლომანი და მგეზავი ბენ ვოლავოლა.
მოკლედ, უკანა ხაზი ფიჯელებს უძლიერესი ჰყავთ, მაგრამ შერკინებაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. მათ მესამე ხაზში პესელი იატო, ვილიამე მატა და სემი კუნატანი არ ეყოლებათ, ხოლო მეორე ხაზში ლეონე ნაკარავა, აპი რატუნიარავა და ტევიტა კავუბატი არ ეყოლებათ. ფიჯელთა შერკინებიდან გამოსარჩევია "კლერმონის" ბურჯი პენი რავაი, რომელიც შერკინებაშიც კარგია და ღია თამაშში კიდევ უფრო უკეთესია, კვაჭის პოზიციაზე სემ მატავესის ვიხილავთ, რომელიც "ნორსჰემპტონში" ასპარეზობს, მეორე ხაზში უელსური "სკარლეტსის" მორაგბეს ტევიტა რატუვას ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში "ლონდონ აირიშის" მორკინალი ალბერტ ტუისუეს ითამასებს. დებიუტი ექნება "ედინბურგის" მესამეხაზელ მესულამე კუნავულას, ისევე როგორც ტემო მაიანავანუს, ხოლო მარქაფაში ექვსი დებიუტანტია.
ფიჯელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. სემი რადრადრა (კაპიტანი), 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრანკ ლომანი;
შერკინება
1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე;
მარქაფა
16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. სამუელა ტავაკე, 19. კრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიათალევუ.
საქართველო
ფიჯისგან განსხვავებით, "ბორჯღალოსნებმა" შემოდგომაზე ოთხი მაღალი დონის ტესტი გამართეს და ფიჯისთან მატჩს ფორმის პიკში ხვდებიან. შოტლანდიიდან ირლანდიამდე საქართველოს ნაკრებმა თამაში აშკარად გააუმჯობესა და ეს წინა მატჩში ნათლად გამოჩნდა. "ბორჯღალოსნების" კარგმა თამაშმა უცხოელი გულშემატკივარი აალაპარაკა და კვლავ წავიდა 6 ერში მიღებაზე ლაპარაკი, ხოლო გიორგი კვესელაძის თამაშით და ლელოთი ყველა აღფრთოვანდა და ქართველი შუამარბი ჯერ ტურის სიმბოლურში მოხვდა, შემდეგ ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ამის მერე კი მისი ლელო ტურის საუკეთესო ლელოდ აღიარეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნები" დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან და ყველაფერს გაიღებენ იმისთვის, რომ დღევანდელ მატჩში მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღონ, ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვონ და პროგრესი უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინონ.
ფიჯისთან მატჩში "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა. ფრთაზე თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება, რვა ნომრის პოზიციაზე ტრავმირებული ბექა გორგაძის ადგილს თორნიკე ჯალაღონია დაიკავებს, რომელიც წინა მატჩში ფლანკერად ასპარეზობდა, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება ოთარ გიორგაძე, რომელიც ირლანდიასთან მატჩში განაცხადში არ ყოფილა. ტრავმა მოიშუშა და სასტარტოში იქნება კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელმაც ნოდარ ჭეიშვილი შეცვალა. ასევე მცირე ტრავმა აწუხებთ ლექსო ყაულაშვილს და გიორგი თხილაიშვილს, რომლებიც თამაშს ვერ შეძლებენ.
მარქაფაში დაბრუნდენ ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და გელა აფრასიძე. ასევე თადარიგშია გრიგორ ქერდიყოშვილი, რომელსაც ირლანდიასთან არ უთამაშია, წინა მატჩებში კი სასტარტოში იყო.
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);
შერკინება
მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).
წინასამატჩო კომენტარები
ვერნ კოტერი (ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რაც ჩვენ გამოვიარეთ რთული იყო, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ადამიანები იზრდებიან და უკეთესები ხდებიან. ვფიქრობ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, როგორც ინდივიდუალურად, ისევე გუნდურად.
ახლა უფრო ძლიერები ვართ, 10 დღე გაგვიცდა, მაგრამ ახლა, როცა ერთმანეთს ვუყურებთ ერთმანეთის თვალებში ამოიკითხავთ მესიჯს, რომ რაღაც რთული გამოვიარეთ და ჩვენი მოთამაშეების ჯანმრთელობა თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
ვფიქრობ, უნდე გვესმოდეს, რომ ეს არ იყო მორაგბეებისთვის ადვილი, თუ კი გავლენ შაბათს მოედანზე და ითამაშებენ თავისთავად უკვე მიღწევა იქნება.
სიმართლე, რომ ვთქვათ ამას მოთამაშეები დიდად არ შეუწუხებია. ისინი მომართულნი არიან, რომ ითამაშონ მფრინავი ფიჯელებისთვის და ჩაიცვან თეთრი მაისური, რომელშიც ერთად ძალიან ამაყები არიან, რომ თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ. გვაქვს საინტერესო ნაზავი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების, რომელთაც ნაკრებში თავის დამკვიდრება სურთ.
ჩვენ გვყავს ჩამოყალიბებული უკანა ხაზი, რომელსაც ერთად ბევრი ტესტ-მატჩი აქვს ნათამაშები და ბურთის ფლობის შემთხვევაში მოველი, რომ ისინი ლეტალურები იქნებიან.
ვიცით, რომ საქართველო რთული მეტოქეა, რომელიც პროგრესირებს, რადგან კარგ ტურნირზე მონაწილეობს."
ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები, სტატიკური მდგომარეობა, ვაკვირდებოდით ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. არის სამწვრთნელო ალღოც, რომელსაც უნდა დაეყრდნო და ვეცადე მაქსიმალურად ძლიერი და გამოცდილი გუნდი დამეყენებინა. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა და ეს ძალიან კარგია.
ფიჯისთან საბრძოლველად კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, დაგვაკლდება ბექა გორგაძე, რომელსაც ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული. სამწუხაროდ, ის საოპერაციოა, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში ასეთი რამ ხშირია და ვერაფერს ვიზამთ.
სრულფასოვანი შეცვლები გვყავს და ანალიზს უკეთ ვაკეთებთ. გარდა ამისა, ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტში შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. დახვეწის პროცესშია ჩვენი თამაშის მართვა.
უმნიშვნელოვანესია ფიზ.მომზადება, სადაც გუნდი უნაკლოდაა მომზადებული. ამ მხრივ უფრო კარგად ვართ, ვიდრე 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიყავით, წინ მივდივართ და ეს აბსოლიტურად ქართველებით დაკომპლექტებული ფიზ.მომზადების ჯგუფის – ირაკლი ჭყონიას, დავით ნემსაძისა და ნიკა პინაიშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.
ეს მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის. მთლიანობაში, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე, ახლა ყოველმხრივ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე იყო და თამაშობდა თუ არა, ყველა მათგანი სრულად იყო ჩართული მზადების პროცესში."
მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ
სემი რადრადრა (ფიჯის ნაკრების შუამარბი): ფიჯელთა რიგებში რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ მთავარი ძალა მაინც სემი რადრადრაა, რომლის თამაშზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მისი ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით, პანდემიის დაწყებამდე "ბორდო" ტოპ 14-ს ლიდერობდა, ხოლო ზაფხულში "ბრისტოლში" გადასვლის შემდეგ, უმალ ახალი გუნდის ლიდერად იქცა და ჩელენჯ თასის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იმ გულშემატკივრებს კი, რომლებიც საკლუბო რაგბის ნაკლებად ადევნებენ თვალს, რადრადრა კარგად ემახსოვრებათ 2019 წლის მსოფლიო თასის მატჩიდან, რომელშიც ფიჯელებმა 45:10 მოგვიგეს და სემის ნამდვილი ბენეფისი ჰქონდა.
გიორგი კვესელაძე (საქართველოს ნაკრების შუამარბი): რადრადრას პირისპირ დღეს გიორგი კვესელაძე ითამაშებს, რომელმაც გასულ კვირას ირლანდიასთან ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით და ჩინებული ლელოთი სარაგბო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. უდავოა, რომ 23 წლის კვესელაძის თამაშს დღეს ყურადღებით დააკვირდებიან არამარტო გულშემატკივრები, არამედ უცხოური კლუბების სკაუტები და თუ გიორგი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, რომელსაც სემი რადრადრას წინააღმდეგ თამაში ჰქვია, მაშინ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების გზები აქამდე ოთხჯერ გადაიკვეთა. სამ შემთხვევაში ფიჯიმ იმარჯვა, ხოლო ერთხელ საქართველომ მოიგო. პირველი მატჩი 2012 წელს შედგა და თბილისში ფიჯიმ 24:19 იმარჯვა. 2016 წელს "ბორჯღალოსნებმა" რევანში აიღეს და სუვაში 14:3 მოიგეს, ხოლო ბოლო ორ მატჩში კუნძულელებმა იმარჯვეს: 2018 წლის წყნარი ოკეანეთის თასზე 37:15 და მსოფლიო თასზე 45:10.
მსაჯები
მატჩის მთავარი მსაჯი 36 წლის შოტლანდიელი მაიკ ადამსონი იქნება, რომელმაც თბილისში გამართულ 2017 წლის მსოფლიო 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იმსაჯა და აქედან გამომდინარე, მას საქართველოსთან გარკვეული მოგონებები აკავშირებს. კიდედან იმსაჯებენ ასევე შოტლანდიელი სემ გროუ-ვაითი და იტალიელი ანდრეა პიარდი, ხოლო ვიდეორეფერი ირლანდიელი ბრაიან მაკნეისი იქნება.
სად ვუყუროთ?
წინათქმა: უელსი VS საქართველო
უელსი
უელსის ნაკრები საქართველოსთან მატჩს ძალიან ცუდი სერიით ხვდება. "დრაკონებს" ზედიზედ ექვსი მატჩი აქვთ წაგებული. მათ უკანასკნელად 1 თებერვალს იმარჯვეს, როდესაც 6 ერის მატჩში "ფრინსიფალითი სთედიუმზე" იტალია 42:0 გაანადგურეს, მას შემდგომ კი, შინ შოტლანდიასთან (10:14) და საფრანგეთთან (23:27), გასვლაზე კი ირლანდიასთან (14:24), ინგლისთან (30:33), საფრანგეთთან (21:38) და ირლანდიასთან (9:32) დამარცხდნენ.
ბუნებრივია, რომ უეინ პივაკის გუნდის ერთადერთი მიზანი ამ საშინელი სერიის შეწყვეტა იქნება, თან რაც შეიძლება კარგი თამაშით და სოლიდური ანგარიშით, მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა საკმაოდ შეცვლილია და გადახალისებულია.
პივაკმა ირლანდიასთან წაგებული (9:32) შეხვედრის შემდეგ სასტარტო თხუთმეტეულში 13 ცვლილება განახორციელა. შერკინებაში ჯასტინ ტიპურიკი დატოვა ძირითადში, რომელიც ამ მატჩში უელსს უკაპიტნებს, ხოლო უკანა ხაზში ლიამ უილიასმა შეინარჩუნა ადგილი, ოღონდ ამჯერად ფრთის ნაცვლად, ფულბექის პოზიციაზე იასპარეზებს.
ჯორჯ ნორსი მიმდინარე კვირაში "ოსპრისს" დაუბრუნდება და საკუთარ გუნდს პრო 14-ში "ბენეტონთან" მატჩში დაეხმარება, ხოლო სხვა ვარსკვლავები დაისვენებენ.
დებიუტი ექნება ოთხ მორაგბეს: მესამეხაზელი ჯეიმს ბოთამი, ცხრა ნომერი ქირან ჰარდი და შუამარბი ჯონი უილიამსი ძირითადში არიან, ხოლო მგეზავი იოან ლოიდი შეცვალაზე შევა.
უელსელთა რაზმი ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ლიამ უილიამსი (65 კეპი), 14. ჯონი მაკნიკოლი (4), 13. ნიკ ტომპკინსი (6), 12. ჯონი უილიამსი (*უკეპო), 11. ლუის რის-ზემიტი (1), 10. კალუმ შიდი (1), 9. ქირან ჰარდი (*უკეპო)
შერკინება
1. უინ ჯონსი (27), 2. ელიოტ დი (30), 3. სამსონ ლი (43), 4. ჯეიკ ბოლი (47), 5. სებ დევისი (8), 6. ჯეიმს ბოთამი (*უკეპო), 7. ჯასტინ ტიპურიკი (78, კაპ.), 8. აარონ უეინვრაითი (24)
მარქაფა:
16. სემ პერი (2), 17. ნიკი სმიტი (36), 18. ლეონ ბრაუნი (10), 19. კორი ჰილი (27), 20. ჯეიმს დევისი (9), 21. რის ვები (34), 22. იოან ლოიდი (*უკეპო), 23. იოჰან ჰოლმსი (3)
საქართველო
საქართველოს ნაკრებმა შემოდგომაზე უმაღლესი დონის მეტოქეებთან ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორივეში უშანსოდ დამარცხდა: 23 ოქტომბერს გასახურებელ ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48, ხოლო შემოდგომის ერთა თასის პირველ ტურში ინგლისთან - 0:40.
ინგლისთან მატჩში გარკვეულ ასპექტებში, პირველ რიგში კი დაცვაში თამაშში უკეთესობა შეინიშნებოდა. "ბორჯღალოსნების" უმთავრესი მიზანი უელსთან მატჩში სწორედ ის გახლავთ, რომ გუნდმა იმაზე კარგი თამაში აჩვენოს, ვიდრე ეს საწყის ორ მატჩში მოახერხა.
ინგლისთან შეხვედრის შემდგომ ლევან მაისაშვილმა სასტარტო თხუთმეტეულში ხუთი ცვლილება განახორციელა: სამი შერკინებაში და ორი უკანა ხაზში. შერკინებაში კვაჭის პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძე დაიწყებს თამაშს, რომელმაც შალვა მამუკაშვილი შეცვალა, მეორე ხაზში "ბორჯღალოსნებს" კონსტანტინე მიქაუტაძე დაემატა, რომელიც ამ პოზიციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძემ ძირითადში გადაინაცვლა, გიორგი თხილაიშვილმა კი მარქაფაში.
რაც შეეხება უკანა ხაზს, ცხრა ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე ვასილ ლობჟანიძემ ჩაანაცვლა, ხოლო ფრთაზე სასტარტოში სანდრო სვანიძის ნაცვლად, სანდრო თოდუა დაბრუნდა. გარდა ამისა, მარქაფაში გამოჩნდნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, რომელსაც შემოდგომის სერიებზე ჯერ არ უთამაშია და თამაზ მჭედლიძე, რომელიც ინგლისთან მატჩში განაცხადში არ იყო.
საქართველოს შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანახაზი
15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი), 14. აკაკი ტაბუცაძე (4), 13. გიორგი კვესელაძე (26), 12. მერაბ შარიქაძე (68, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87), 10. თედო აბჟანდაძე (17), 9. ვასილ ლობჟანიძე (53);
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი (63), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60), 3. ბექა გიგაშვილი (15), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3), 5. კოტე მიქაუტაძე (64), 6. ოთარ გიორგაძე (27), 7. ბექა საღინაძე (14), 8. ბექა გორგაძე (29);
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე (11), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16), 18. ლექსო ყაულაშვილი (2), 19. ლაშა ჯაიანი (3), 20. გიორგი თხილაიშვილი (59); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (3), 23. თამაზ მჭედლიძე (58).
წინასამატჩო კომენტარები
უეინ პივაკი (უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შაბათი დიდი შესაძლებლობაა, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენთვის, გუნდისთვის, რომელიც მომავლისკენ, 2023 წლის მსოფლიო თასისკენ იყურება.
როგორც უკვე ვთქვით, შემოდგომის ერთა თასი ჩვენთვის შესანიშნავი პლატფორმაა, რომ მორაგბეებს მივცეთ თავის წარმოჩენის შესაძლებლობები, მიიღონ მათ გამოცდილება და შევქმნათ სიღრმეები.
ეს არის დიდი პატივი ახალბედა მორაგბეებისთვის, რომლებსაც სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ექნებათ და პირველ კეპებს მოიხვეჭენ. მათ ვარჯიშებზე კარგად წარმოაჩინეს თავი და იმსახურებენ შესაძლებლობას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ჰქვია."
ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ის ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ."
მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "უელსში წვიანი და ქარიანი ამინდია, გარეთ არც გავსულვართ. დღევანდელი დღე ძირითადად დასვენება არის და კაპიტნის მოკლე ვარჯიში. თამაშს რაც შეეხება, ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 6 მატჩი წაგებული აქვთ. შესაბამისად, უელსელთათვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იციან, რომ ამ მატჩის მოგება შეუძლიათ და ახალგაზრდა, შედარებით გამოუცდილი მოთამაშეები დააყენეს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოტოვირებულნი იქნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩში გეგმავენ, რომ ეს წარუმატებელი სერია შეწყვიტონ. ასე რომ, წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.
შეიძლება ეს მოთამაშეები ამ მომენტისთვის თავიანთ პოზიციებზე პირველი არჩევანი არ არიან, თუმცა ისინი ამომავალი ვარსკვლავები არიან, თუ უკვე არა ვარსკვლავები. ეს მორაგბეები თავიანთ გუნდებში წამყვანი მოთამაშეები არიან. შანსებზე ლაპარაკი ძალიან რთული არის. მე ვიტყოდი, რომ ამაზე ფოკუზირება ნაკლებად უნდა გაკეთდეს და ძირითადად ჩვენს თავებზე და ჩვენს გუნდზე უფრო ვიფიქროთ მეტი.
რა თქმა უნდა ამ მატჩებისგან ბევრი ვისწავლეთ. ვისწავლეთ როგორც მინიმუმ რაც თეორიულად შეიძლება ვიცოდით, ის პრაქტიკაში კიდევ ერთხელ ვნახეთ. ასეთი გაკვეთილები ბევრჯერ არის საჭირო, მხოლოდ ერთხელ და ორჯერ არ კმარა. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ და იმედი მაქვს, რომ ვისწავლეთ წნეხთან გამკლავება. თუ კონდიციები შეგვიწყობს ხელს, ვიმედოვნებ, რომ უფრო თამამად ვითამაშებთ ხელით. თუ შევადარებთ შოტლანდიასთან და შემდგომ ინგლისთან მატჩს, ამ მხრივ მცირედი გაუმჯობესება გვქონდა და ვიმედოვნებთ, რომ ინგლისთან შეხვედრის შემდგომ, უელსთან კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება გვექნება. იმედი მაქვს, რომ ეს სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება უკვე მესამე თამაშზე კარგად წამოგვეწევა.
დაგვიბრუნდა კოტე მიქაუტაძეც, რაც ძალიან სასიხარულოა და ვიმედოვნებ, რომ მისი მოედანზე ყოფნა გაგვაძლიერებს. თუ არ ჩავთვლით ტრავმებს, ალბათ, ამ მომენტისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება უელსთან მატჩში. ვიმედოვნებ, რომ ამ ორი მატჩის პრაქტიკას და გამოცდილებას კარგად გამოვიყენებთ და დასამახსოვრებელ თამაშს ჩავატარებთ."
მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ
კალუმ შიდი (უელსის ნაკრების მგეზავი) - გარეთ ენსკომბის და რის პაჩელის არყოფნაში, უეინ პივაკმა დენ ბიგარი დაასვენა, ხოლო ძირითად შემადგენლობაში "ბრისტოლის" მგეზავი კალუმ შიდი დააყენა, რომელმაც 2019/2020 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და "ბრისტოლთან" ერთად ჩელენჯ თასი მოიგო, ხოლო პრემიერშიპში ნახევარფინალში გავიდა. მან კი ყველა ტურნირზე 30 თამაში ჩაატარა და 291 ქულის გატანა მოახერხა. 25 წლის მორაგბე უელსის ნაკრებში მხოლოდ მეორე კეპს მოიხვეჭს, მას დებიუტი ირლანდიასთან მატჩში ჰქონდა და მოედანზე ბოლო 13 წუთი გაატარა. ამჯერად კი, თამაშს სასტარტოში იწყებს და მისი ასპარეზობა საინტერესო იქნება.
კონსტანტინე მიქაუტაძე (საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი) - მიქაუტაძეს აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო რვა თვე გაუცდა, ზაფხულში "მონპელიედანაც" წამოვიდა და ახალ კლუბში, ასევე ტოპ 14-ის "ბაიონში" დაახლოებით 1 თვის წინ ჩაირიცხა, სადაც 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და ფორმა გარკვეულწილად აღიდგინა. ორშაბათს კი "ბორჯღალოსნებს" შეუერთდა და დარჩენილ მატჩებში დაეხმარება. მიქაუტაძე წლებია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მეორეხაზელია, გიორგი ნემსაძის და შალვა სუთიაშვილის წასვლის შემდგომ კი, მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა და მისი გამოცდილება და კლასი ფასდაუდებელია საქართველოს ნაკრების მეორე ხაზისთვის. წინა მატჩებში "ბორჯღალოსნებს" მოლში ძალიან გაუჭირდათ და ორივე მეტოქემ მოლიდან სამ-სამი ლელო დადეს. მიქაუტაძის დამატებით კი, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კომპონენტში თამაში გაუმჯობესდება. მისი დაბრუნება კარგი იქნება შერკინებისთვისაც, რადგან მისი გაბარიტების მქონე მოთამაშის მიერ ბურჯებისთვის კარგი ბიძგის მიცემაში ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, 29 წლის მხტომელის თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების გზები აქამდე ორჯერ გადაიკვეთა. 2017 წლის ნოემბრის ტესტებზე "ფრინსიფალითი სთედიუმზე" უელსმა დიდი გაჭრივებით 13:6 იმარჯვა. ამ შეხვედრის უკანასკნელ 15 წუთში "ბორჯღალოსნებს" დიდი უპირატესობა ჰქონდათ და 5-მეტრიანში ძალიან დიდი დრო გაატარეს, მათ შორის გაწითლებულ დროშიც ლელოსთან ძალიან ახლოს იყვნენ, როდესაც უელსელებმა წესები დაარღვიეს და მოედნიდან მარჯვენა ბურჯის ტომას ფრანცისი გაასინბინეს, შემცვლელ ბურჯზე კი უელსელებმა მოიმიზეზეს, რომ ტრავმირებული ჰყავდათ და შერკინებაში არ დაგვიდგნენ, აუტიდან დაწყებული შეტევა კი გაჭირვებით მოიგერიეს, უფრო სწორად კი, როდესაც ლელოდან 2-3 მეტრში ვიყავით, მსაჯმა მატიო რეინალმა ჩავარდნის გამო დაგვაჯარიმა და უელსი დიდ უსიამოვნებას გადაურჩა.
რაც შეეხება მეორე მატჩს, 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში უელსმა პრობლემების გარეშე 43:14 იმარჯვა.
მსაჯები
შეხვედრის მთავარი მსაჯი ორივე ნაკრებისთვის კარგად ნაცნობი 33 წლის ლუკ პირსი იქნება, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ამ გუნდების მატჩში იმსაჯა. აღსანიშნავია, რომ პირსი უელსში, პონტიპულშია დაბადებული, თუმცა ინგლისში ადრეულ ასაკში გადავიდა საცხოვრებლად და ექსეტერში გაიზარდა.
პირსი 21 წლის იყო, როდესაც ინგლისის ჩემპიონშიპში ანუ მეორე დივიზიონში იმსაჯა, ხოლო 2011 წლიდან უმაღლეს დონეზე მსაჯობს, როდესაც ის მხოლოდ 24 წლის იყო, პრემიერშიპში და ჩელენჯ თასზე მსაჯობა ანდეს, ორი წლის შემდეგ კი ანუ 2013 წელს ჩემპიონთა თასზე იმსაჯა, ასევე 2013 წლიდან უძღვება ტესტ-მატჩებსაც.
პირსმა პირველი დონის ნაკრების მატჩი პირველად 2017 წლის ზაფხულის ტესტებზე განსაჯა: არგენტინის ნაკრებმა შინ საქართველო 45:29 დაამარცხა. 2018 წელს უკვე ტიერ 1-ის გუნდების ჯახი ანდეს, ხოლო 2019 წელს მსოფლიო თასზე იმსაჯა.
დანარჩენი მსაჯები ირლანდიელები იქნებიან: კიდეებიდან ანდრიუ ბრეისი და ფრანკ მერფი, ხოლო ვიდეორეფერი ქალბატონი ჯოი ნევილი.
სად ვუყუროთ?
წინათქმა: ინგლისი VS საქართველო
ინგლისი
ედი ჯონსი და მისი შეგირდები შემოდგომის ერთა თასს შესანიშნავი განწყობით ხვდებიან. გასულ ტურში მათ იტალია გასვლაზე 34:5 დაამარცხეს, კონკურენტებმაც ისე ითამაშეს, როგორც მათ სურდათ და 2020 წლის 6 ერის საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვეს. ინგლისმა წელს სულ 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო და საფრანგეთის წინააღმდეგ სტუმრად 17:24 დამარცხდა.
ინგლისელთა შემადგენლობაში ორი დებიუტანტია, მათ შორის მესამეხაზელი ჯეკ ვილისი ძირითად შემადგენლობაში იქნება, რომელიც პრემიერშიპის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო მაქს მეილინზი მარქაფადან გააძლიერებს გუნდს. საერთო ჯამში ედი ჯოუნსის რაზმში იტალიასთან თამაშის შემდეგ 7 ცვლილებაა.
თავდაპირველად ედი ჯონსი საუბრობდა, რომ შესაძლებელი იყო, სასტარტო თხუთმეტეულში 9 მორკინალი დაეყენებინა, თუმცა საბოლოო ჯამში ასე არ გადაწყვიტა. მან უკანა ხაზში ერთი ექსპერიმენტი მაინც შემოგვთავაზა და შუამარბი ჯონათან ჯოზეფი ფრთაზე გაამწესა. სხვა მხრივ, "წითელი ვარდები" გამოცდილი და ნაცადი უკანა ხაზით დაგვიპირისპირდებიან, ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ელიოტ დეილი. ერთადერთი ახალი სახე ცენტრში ვუსტერელი ოლი ლაურენსი იქნება, რომელიც მეორე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
იტალიასთან მატჩთან შედარებით ინგლისელები განსხვავებული პირველი ხაზით ითამაშებენ, მაკო ვუნიპოლას ნაცვლად სასტარტო თხუთმეტეულში ელის გენჯი იქნება, ხოლო მასთან ერთად მარქაფაში კაილ სინკლერმაც გადაინაცვლა და მის ადგილას ვილ სტიუარტი იასპარეზებს. მესამე ხაზში გადაინაცვლა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მარო იტოჟემ, მეორე ხაზში კი ერთმანეთს ჯო ლონჩბრი და ჩარლი იუელსი შეუწყვილდებიან.
გუნდს ამჯერადაც მგეზავი ოუენ ფარელი უკაპიტნებს, პასებით კი მას ბენ იანგსი მოამარაგებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა ინგლისის ნაკრებში 101-ე იქნება.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა
უკანა ხაზი
15. ელიოტ დეილი, 14. ჯონათან ჯოზეფი, 13. ოლი ლაურენსი, 12. ჰენრი სლეიდი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი (კაპ), 9. ბენ იანგსი;
შერკინება
1. ელის გენჯი, 2. ჯეიმი ჯორჯი, 3. ვილ სტიუარტი, 4. ჩარლი იუელსი, 5. ჯო ლონჩბრი, 6. მარო იტოჯე, 7. ჯეკ ვილისი, 8. ბილი ვუნიპოლა;
მარქაფა
16. ტომ დანი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ბენ ერლი , 20. ტომ ქარი, 21. დენ რობსონი, 22. მაქს მეილინზი, 23. ჯო მარშანი;
საქართველო
23 ოქტომბერს "მარიფილდზე" შოტლანდიასთან წაგებული (7:48) ტესტ-მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში რვა ცვლილება განხორციელდა: ოთხი შერკინებაში და ოთხი უკანა ხაზში.
პირველ ხაზში ორი ცვლილება განხორციელდა: შალვა მამუკაშვილი ძირითადში იქნება, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ მარქაფაში გადაინაცვლა. "ბორჯღალოსნებს" დაუბრუნდა ბექა გიგაშვილი, რომელიც სასტარტო მარჯვენა ბურჯი იქნება, მას ლექსო ყაულაშვილი ჩაანაცვლებს. მეორე ხაზში ტრავმირებულ ნოდარ ჭეიშვილს ლაშა ჯაიანი შეცვლის, ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძე გიორგი თხილაშვილმა შეცვალა.
რაც შეეხება უკანა ხაზს, გელა აფრასიძე, რომელიც შოტლანდიასთან მატჩში შეცვლაზე ვიხილეთ, ამჯერად ძირითადში იქნება, ვასილ ლობჟანიძე კი თადარიგში. დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელმაც ფრთაზე სანდრო თოდუა შეცვალა, შუამარბის პოზიცია დემურ თაფლაძე გიორგი კვესელაძემ ჩაანაცვლა, ხოლო ფულბექის ამპლუაზე სოსო მათიაშვილს ლაშა ხმალაძე შეცვლის.
თადარიგში ერთადერთი მორაგბე, რომელსაც შოტლანდიასთან არ უთამაშია, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონიაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
უკანა ხაზი
15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო სვანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. სანდრო თოდუა;
წინასამატჩო კომენტარები
ედი ჯონსი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "კარგი სავარჯიშო კვირა ჩავატარეთ. ვიცით, რომ დიდი მოლოდინები არსებობს ჩვენზე და ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს მოახლოებულ თამაშში.
საქართველო რთული მეტოქე იქნება, მაგრამ ჩვენ გვყავს ნამდვილად ძლიერი გუნდი ძლიერი ნახევარდაცვით. გვაქვს ახალგარდების და გამოცდილი მორაგბეების კარგი ბალანსი, რომლებიც მიმართულნი არიან იმისკენ, რომ შაბათს კარგი თამაში აჩვენონ.
ველოდებით პაუზის შემდეგ "თვიქნემზე" დაბრუნებას, ამ შესაძლებლობით ძალიან გახარებულები ვართ და ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში გვინდა, რომ ხალხს ღიმილის მიზეზი მივცეთ."
ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ეს ტურნირი მთლიანი პროცესია, სადაც ხდება გუნდის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა მოთამაშეების ეტაპობრივი შემოდინება. ამას ჭირდება ბალანსი და გონივრული სინთეზი, მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია“.
შემადგენლობის შერჩევისას იძულებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რადგან ტრავმირებული გვყავს ორი მეორეხაზელი – ჯავახიას მხარი, ხოლო ჭეიშვილს ფეხი აწუხებს. გვიან შემოგვიერთდა გაჩეჩილაძე, რომელსაც კარანტინის გავლა მოუწია. მხარი აწუხებს მათიაშვილს, ხოლო ალანიას თავის ტრავმა ჰქონდა და წინდაწინ ვიცოდით, რომ ინგლისთან ვერ ითამაშებდა.
სანდრო სვანიძე პერსპექტიული და გონიერი მოთამაშეა. მან ნაკრებთან ერთად დიდი გზა გამოიარა და მისი ერთადერთი პრობლემა დიდი ხნის უთამაშებლობაა. ინგლისთან დებიუტი არის ერთგვარი წნეხი და პასუხისმგებლობა, თუმცა, მეორეს მხრივ, არის უდიდესი შესაძლებლობა. ასეთ შეხვედრებში მორაგბე უფრო დიდ გამოცდილებას იღებს.
ვეცდებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, ვიდრე შოტლანდიასთან და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისმა ჩვენთან სათამაშოდ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, რაც დიდი პატივია. არის რამდენიმე შედარებით ახალი სახე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. პირობითად მეორე ნომრები არანაკლები მოტივაციით და შემართებით ითამაშებენ, რადგან მათ სურთ, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ.
არიან გამოცდილი მოთამაშეებიც და განსაკუთრებით ძლიერია მათი სათადარიგო სკამი, რომლებიც მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ეცდებიან. იტოჯე მესამე ხაზშიც ისეთივე წარმატებით თამაშობს, როგორც მეორეში და ეს გადაადგილება მეტოქეს დერეფანში მეტ არჩევანს მისცემს."
მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ
ჯეკ ვილისი - 23 წლის მესამეხაზელს ინგლისის ნაკრების რიგებში დებიუტი ექნება. ჯეკმა 2019/2020 წლების პრემიერშიპი ბრწყინვალედ ჩაატარა, ნამდვილად აღმოჩენად იქცა და ტურნირის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ის განსაკუთრებით ძლიერი რაქებში თამაშშია და ბურთის ბრწყინვალე მღლეტელია. ვილისმა განვლილ სეზონში (ყველა ტურნირზე) 26 სეზონი ჩაატარა და 13 ლელო გაიტანა. ვილისმა 2019/2020 წლების სეზონში ბურთი 46-ჯერ (!) მოღლიტა, ხოლო მეორე ადგილოსანმა ბლერ ქოუანმა მხოლოდ 19-ჯერ.
აკაკი ტაბუცაძე - 23 წლის ფრთა ძალიან მაღალი სისწრაფით გამოირჩევა და სწორედ ამის ხარჯზე, წინა მატჩში შოტლანდიის დალელოვება მოახერხა. გარდა ამისა, არც დაცვაში უთამაშია ცუდად და რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგი თამაში შემოგვთავაზა. ტაბუცაძეს "ბორჯღალოსნების" კვართით 3-ჯერ უთამაშია და 6 ლელო აქვს გატანილი. მას აქამდე მოედანი ულელოვოდ არ დაუტოვებია.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს და ინგლისის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ და ორივეჯერ ინგლისმა იმარჯვა. 2003 წლის მსოფლიო თასზე დიდი ანგარიშით 84:6 იმარჯვეს, ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასზე 41:10 მოიგეს. ამ მატჩში "ბორჯღალოსნებმა" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, სათამაშო უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს (მერაბ კვირიკაშვილმა 5 ჯარიმა ააცილა), ხოლო კლასით გაცილებით მაღალი დონის მეტოქემ ფაქტობრივად ყველა შანსი გამოიყენა. ქართველთაგან ერთადერთი ლელო დიმიტრი ბასილაიამ დადო, ხოლო მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა.
მსაჯები
შეხვედრის მთავარ მსაჯს ბევრი წარდგენა არ სჭირდება - მსოფლიო რაგბის ცოცხალი ლეგენდა ნაიჯელ ოუენსი, რომელიც გასულ კვირას გახდა პირველი მსაჯი, ვინც საერთაშორისო რაგბიში 100 მატჩს გაუძღვა. 49 წლის მსაჯისთვის ინგლისი - საქართველოს მატჩი 101-ე ტესტი იქნება. გვერდითი მსაჯები და ვიდეორეფერი ასევე უელსები იქნებიან: კიდეებიდან გრეიგ ევანსი და ადამ ჯონსი, ტელეეკრანებთან კი - ბენ უაითჰაუსი.
სად ვუყუროთ?
მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანიას "იმედის" და რაგბი ტვ-ის ეთერში იხილავთ.
ექსეტერი და უოსპსი პრემიერშიპის ფინალისთვის დაირაზმნენ
ექსეტერელები თამაშს შესანიშნავ განწყობაზე ხვდებიან, გასულ შაბათს მათ კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხეს ჩემპიონთა თასის მოგება და ხვალინდელ შეხვედრაში შანსი ექნებათ ტიტულების დუბლი შეასრულონ. შემადგენლობის თვალსაზრისით წინა კვირასთან შედარებით 4 ცვლილებაა, მეორე ხაზში ჯონი გრეის ნაცვლად სემ სკინერი ითამასებს, მესამე ხაზში ჟალ ვერმიულენს იანის კირსტენი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება უკანა ხაზს ტომ ო'ფლაერთის ნაცვლად სასტარტო თხუთმეტეულში ოლი ვუდბურნი იქნება გამწესებული, ვეტერანი იან ვაითენი კი ოლი დევოტომ შეცვალა.
ფინალს განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდება ზურაბ ჟვანიას "უოსპსი", პრემიერშიპის განახლების შემდეგ ლი ბლეკეტის გუნდი ბრწყინვალედ ასპარეზობს და ფინალამდე გზა ერთი ამოსუნთქვით გაიარა, თუმცა შემადგენლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო იყო შანსი, რომ "ბზიკები" ფინალიდან მოეხსნათ და მათ ნაცვლად "ბრისტოლს" ეთამაშა. საბოლოო ტესტირებამ მათთვის სახარბიელო შედეგები აჩვენა და ხვალ "უოსპსი" ფინალურ მატჩს გამართავს. ვირუსის გამო გუნდს საერთო ჯამში 11 მორაგბე გამოაკლდა, ლი ბლეკეტის განცხადებით კი მათ შორის 4 ისეთი მოთამასეა, რომელიც 23 კაციან განაცხადში რეგულარულად ხვდება. "უოსპსისთვი" დიდი დანაკლისი იქნება მალაკაი ფეკიტოას, კირან ბრუკსის და ბრედ შილდსის არყოფნა, კვლავ არ ჩანს ზურაბ ჟვანია. თუმცა ძირითად შემადგენლობაშია ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჯეკ ვილისი, რომლის კარგად თამაშზეც "უოსპსისთვის" ხვალ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ექსეტერ ჩიფსი
15. სტუარტ ჰოგი, 14. ჯეკ ნოუელი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. ოლი დევოტო, 11. ოლი ვუდბურნი, 10. ჯო საიმონდსი (კაპ), 9. ჯეკ მოანდა, 8. სემ საიმონდსი, 7. იანის კირსტენი, 6. დეივ იუერსი, 5. ჯონი ჰილი, 4. სემ სკინერი, 3. ჰარი უილიამსი, 2. ლუკ ქოვან-დიქი, 1. ალექ ჰეპბერნი
მარქაფა
16. ჯეკ იენდელი, 17. ბენ მუნი, 18. ტომას ფრანცისი, 19. ჯონი გრეი, 20. ჟაკ ვერმიულენი, 21. სემ იდალგო-კლაინი, 22. გარეთ სტიინსონი, 23. იან ვაითენი.
უოსპსი
15. მატეო მინოძი, 14. ზაკ კიბირიგი, 13. ჟუან დე იონგი, 12. ჯიმი გოპერთი, 11. ჯოშ ბასეტი, 10. ჯეიკობ უმაგა, 9. დენ რობსონი, 8. ტომ ვილისი, 7. ტომას იანგი, 6. ჯეკ ვილისი, 5. ვილ როვლენდსი, 4. ჯო ლონჩბრი (კაპ), 3. ჯეფ ტუმაგა-ალენი, 2. ტომი ტეილორი, 1. ტომ ვესტი,
მარქაფა
16. გაბრიელ ლგრე, 17. ბენ ჰარის, 18. ბიი ალო, 19. ჯეიმს გასკელი, 20. ბენ მორისი, 21. ბენ ველაკოტი, 22. ლიმა სოპოაგა, 23. მიქაელ ლე ბორგუა.
წინათქმა: შოტლანდია VS საქართველო
შოტლანდია
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოტლანდიის ნაკრები საქართველოსთან ტესტ-მატჩს ძალიან კარგ მდგომარეობაში ხვდება. საკლუბო დონეზე "ნარშავებს" პრობლემები არ აქვთ, რადგან გინეს პრო 14 აგვისტოს ბოლოს შეკვეცილი ფორმატით განახლდა და ჯერ 2019/2020 წლების სეზონი დასრულდა, 3 ოქტომბერს კი ახალი 2020/2021 წლების სეზონიც დაიწყო. მას შემდგომ, რაც პანდემიისგან გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პრო 14 დაბრუნდა, "ედინბურგმა" 5 შეხვედრა ჩაატარა, "გლაზგო უორიორსმა" კი - 4, რაც მორაგბეების ფორმაში შესასვლელად საკმარისი დროა. როგორც იცით, შოტლანდიის ნაკრების ბირთვი სწორედ ამ 2 ფრენჩაიზში ასპარეზობს და შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკის მხრივ "ნარშავებს" არანაირი პრობლემა არ აქვთ.
შემადგენლობის მხრივაც მხოლოდ მინიმალური პრობლემები აქვთ, ისიც იმიტომ, რომ "ექსეტერ ჩიფსს" პრემიერშიპის ფინალი აქვს სათამაშო და ამის გამო, "ბორჯღალოსნებთან" მატჩში ფულბექი სტიუარტ ჰოგი, მხტომეტი ჯონი გრეი და მესამეხაზელი სემ სკინერი. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს ფინ რასელი, რომელიც დისციპლინური კოდექსის დარღვევის გამო დასაჯეს და 6 ერში არ გამოიძახეს. "რასინგ 92"-ის ვარსკვლავი თადარიგშია და შეცვლიდან ვიხილავთ.
"ნარშავების" რიგებში ორ ნატურალიზებულ სამხრეთაფრიკელ მორაგბეს ექნება დებიუტი: ძირითადში იქნება 25 წლის გარემარბ დუჰან ვან დერ მერვე, რომელმაც თავი "ედინბურგის" შემადგენლობაში ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა, ხოლო მარქაფაში იქნება და შეცვლაზე შემოვა "გლაზგო უორიორსის" 28 წლის ბურჯი ოლი კებლი.
ღერძს "გლაზგო უორიორსის" მორაგბეები ალი პრაისი და ადამ ჰესტინგსი გაამაგრებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელთა თადარიგში ხუთის ნაცვლად, ექვსი მორკინალია. უკანახაზელთაგან მარქაფაში მხოლოდ ჯორჯ ჰორნი და ფინ რასელი არიან.
"ნარშავებს" "გლაზგო უორიორსის" კვაჭი ფრეიზერ ბრაუნი უკაპიტნებს, რომელიც 50-ე საიუბილეო კეპს მოიხვეჭს.
შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა
შერკინება
1. რორი სათერლენდი, 2. ფრეიზერ ბრაუნი (კაპ), 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. ბენ ტულისი, 5. სკოტ ქამინგსი, 6. ჯეიმი რიჩი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. მეთ ფეგერსონი;
უკანა ხაზი
9. ალი პრაისი, 10. ადამ ჰესტინსი, 11. დუჰან ვან დერ მერვე, 12. ჯეიმს ლენგი, 13. კრის ჰარისი, 14. დარსი გრემი, 15. ბლეარ კინგჰორნი;
მარქაფა
16. სტუარტ მაკინალი, 17. ოლი კებლი, 18. საიმონ ბერგენი, 19. რობ ჰარლი, 20. ნიკ ჰეინინგი, 21. კორნელ დუ პრეზი, 22. ჯორჯ ჰორნი, 23. ფინ რასელი.
საქართველო
სათამაშო პრაქტიკის კუთხით აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს ნაკრებში. როგორც იცით, დიდი 10-ის განახლება მხოლოდ 7 ოქტომბერს მოხერხდა, მაშინ, როდესაც "ბორჯღალოსნები" შევარდენის ბაზაზე იზოლირებულად გადიოდნენ შეკრებას. შესაბამისად, ნაკრების წევრებს ეროვნულ ჩემპიონატში თამაში არ მოუწიათ და 23-კაციან განაცხადში 10 ისეთი მორაგბე, რომლებსაც პანდემიის დაწყების შემდეგ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშიათ. ამ 10 მორაგბიდან მერაბ შარიქაძეს საერთოდ 2019 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია. "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ბოლო მატჩი მსოფლიო თასზე ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ივნისის ბოლოს "ორიაკი" დატოვა.
ძირითად შემადგენლობაში რვა ისეთი მორაგბეა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ერთი წუთიც კი არ უთამაშია, ხოლო მარქაფაში ორი ასეთია. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჩემპიონატში და უკლუბოდ მყოფი მორაგბეები მაისის ბოლოდან ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ და ფიზიკურად კარგ ფორმაში იმყოფებიან, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მაინც სულ სხვაა და ეს სერიოზული პრობლემაა.
რაც შეეხება დანარჩენ 13 მორაგბეს, ექვს მოთამაშეს 100 წუთზე ნაკლები აქვს ნათამაშები. სათამაშო პრაქტიკის კუთხით ყველაზე კარგად საქმე მიხეილ ნარიაშვილს, ლექსო ყაულაშვილს, ბექა საღინაძეს, ბექა გორგაძეს, ვასილ ლობჟანიძეს, გიორგი ჯავახიას და გიორგი მელიქიძეს აქვთ. მათგან ყველაზე მეტი სათამაშო პრაქტიკა ბექა საღინაძეს აქვს, რომელსაც წლევანდელ პრო დ2-ში 279 წუთი აქვს ნათამაშები. შემდეგ მოდის გიორგი ჯავახია, რომელიც "ნარშავებთან" თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. მან მიმდინარე სეზონში "ორიაკის" მაისურით 232 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო ვასილ ლობჟანიძე "ბრივის" ოთხივე მატჩში სასტარტოში გახლდათ და წლევანდელ ტოპ 14-ში 228 წუთი ითამაშა.
"ბორჯღალოსნების" რიგებში პირველ კეპს მოიხვეჭს "ბორდოს" ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დაიწყებს. ნაკრების კვართით მეორედ ითამაშებენ მეორეხაზელები გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ჯავახია. ქერდიყოშვილი ძირითადშია, ხოლო ჯავახია - მარქაფაში. მესამე კეპს მოიხვეჭენ ფრთა აკაკი ტაბუცაძე და შუამარაბი დემე თაფლაძე, რომლებიც სასტარტო თხუთმეტეულში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ტაბუცაძემ ამ ორ მატჩში ხუთი ლელოს დადება მოახერხა. ყველაზე გამოცდილი მორაგბე კი სანდრო თოდუაა, რომლის ანგარიშზეც 85 სანაკრებო კეპია.
რაც შეეხება ტრავმებს, გასულ პარასკევს ბექა გიგაშვილმა მტკივანი ფეხით ითამაშა და ფეხი ახლაც აწუხებს. როგორც ლევან მაისაშვილმა თქვა, ის საკუთარი მოთამაშეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებს. შესაბამისად, ბექა ამ მატჩს გამოტოვებს. ამავე მიზეზის გამო, "ნარშავების" წინააღმდეგ არ იქნებიან ვანო კარკაძე, გიორგი ცუცქირიძე, ლევან ჩილაჩავა და ლაშა ხმალაძე, ხოლო კონსტანტინე მიქაუტაძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი ახლახანს დაასრულა და ახალ კლუბს "ბაიონს" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
23-კაციან განაცხადში 12 მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს, 9 ტოპ 14-ში, ხოლო 3 - პრო დ2-ში. შალვა მამუკაშვილი ინგლისის პრემიერშიპში ასპარეზობს, რვა მოთამაშე დიდი 10-ის კლუბებში ირჯება, ხოლო მერაბ შარიქაძე და ჯაბა ბრეგვაძე ამჟამად უკლუბოდ იმყოფებიან. ძირითად შემადგენლობაში შვიდი ლეგიონერია: ბურჯები, მესამეხაზელები და ღერძი.
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;
უკანა ხაზი
9. ვასილ ლობჟანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 13. დემე თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. სოსო მათიაშვილი;
მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე;
წინასამატჩო კომენტარები
გრეგორ თაუნსენსი (შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შესანიშნავია, რომ მორაგბეები, სანაკრებო შეკრებას დაუბრუნდნენ. ჩვენთვის მწვრთნელებისთვის ნამდვილად სასიამოვნოა, რომ იძულებითი შესვენების შემდეგ, რომელიც Covid 19-მა გამოიწვია, კვლავ მათთან ერთად გვიწევს მუშაობა.
შემოდგომის სერიებს საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ. ეს ტესტი გვაძლევს ნამდვილ შესაძლებლობას, რომ ვნახოთ სად არიან ამჟამად ჩვენი მორაგბეები, როგორ ფორმაში იმყოფებიან, როგორ კონდიციებში.
ეს არის პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის დასტური, რომელიც ფრეიზერ ბრაუნმა ბოლო წლებში შოტლანდიის ნაკრებისთვის გაიღო. ის საქართველოსთან მატჩისთვის კაპიტნად ავირჩიეთ, ხოლო ვიცე-კაპიტნები ჯეიმი რიტჩი და ალი პრაისი იქნებიან, რომლებიც ბოლო რამდენიმე სეზონების განმავლობაში ლიდერებად იქცნენ.
საქართველოს ნაკრებს ჰყავს მწვრთნელთა ახალი ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ საკუთარი ხელწერა დაატყონ ამ მატჩებისას. ასე რომ, ჩვენ შევარჩიეთ რაც შეიძლება ძლიერი გუნდი ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ."
ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს.
გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა."
მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ
დ'არსი გრემი - ერთადერთი მორაგბე, რომელმაც 2019 წელს საქართველოსთან ჩატარებულ ორივე ტესტ-მატჩში შეძლო ლელოების გატანა. 23 წლის მორაგბე შესანიშნავი სისწრაფით გამოირჩევა.
ბექა გორგაძე - 2019 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე, რომელმაც წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებს უკაპიტნა. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი მორაგბეა, აქვს კარგი კონტაქტი და არც სალელოვე ალღო დაეწუნება.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია. პირველად ამ გუნდების გზები 2011 წლის მსოფლიო თასზე გადაიკვეთა, რომელშიც ულელოო მატჩში "ნარშავებმა" 15:6 იმარჯვეს. მომდევნო მატჩი 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე კილმარნოკში შედგა: შოტლანდიამ 43:16 იმარჯვა, საქართველოს ნაკრების რიგებიდან კი ორივე ლელო ვასილ ლობჟანიძემ გაიტანა. 2019 წელს კი ამ გუნდებმა ზედიზედ ორი ტესტ-მატჩი გამართეს: 31 აგვისტოს თბილისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პირველი დონის ქვეყანა ესტუმრა. შოტლანდიამ 43:10 მოიგო, ქართველთაგან ერთადერთი ლელო კახა ასიეშვილმა დადო. ამ მატჩიდან 1 კვირაში შოტლანდიამ "მარიფილდზე" 36:9 მოგვიგო.
ამ ოთხ მატჩში შოტლანდიელებმა ჯამში 138 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო ქართველებმა 41 ქულის მოპოვება შეძლეს.
მსაჯები
შეხვედრას 33 წლის ფრანგი მსაჯი ალექსანდრე რუისი განსჯის, რომელიც ტესტ-მატჩებს 2014 წლიდან უძღვება. ის ტოპ 14-ში 2013 წლიდან მსაჯობს, ხოლო ჩემპიონთა თასის მატჩები 2016 წლიდან ანდეს. ასევე მსაჯობდა 7-კაცას მსოფლიო სერიებს და 2016 წლის რიო დე ჟანდეიროს ოლიმპიადაზე იმუშავა, რომელშიც რაგბი 7-კაცათი გახლდათ წარმოდგენილი. რუისი საქართველოს ნაკრებისთვის უცხო მსაჯი არ გახლავთ - ფრანგმა მსაჯმა საერთაშორისო 15-კაცა რაგბიში პირველად 2014 წელს იმსაჯა, როდესაც საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში რუსეთი 36:10 დაამარცხა. 2015 წელს მადრიდში ესპანეთი-საქართველოს მატჩი განსაჯა, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" 26:13 გაიმარჯვეს, ხოლო 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე საქართველოს და სამოას დაპირისპირებას გაუძღვა, რომელშიც სამოას 20:16 ვძლიეთ.
გვერდითი მსაჯები ფრანგი მატიო რეინალი და ბენ უაითჰაუსი იქნებიან, ხოლო ვიდეორეფერი იტალიელი მარიუს მიტრეა იქნება.
სად ვუყუროთ?