პრემიერშიპი - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
<language>ge</language>
<description>პრემიერშიპი - Myrugby.ge - რაგბი საქართველო</description>
ფიჯის ნაკრების ცხრა ნომერი კარიერას პრემიერშიპში განაგრძობს
<turbo:content><![CDATA[ ფიჯის ნაკრების და ავსტრალიური "რებელსის" ცხრა ნომერი ფრანკ ლომანი კარიერას ინგლისის პრემიერშიპში განაგრძობს და 2021/2022 წლების სეზონს "ნორსჰემპტონ სეინტსის" რიგებში გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "წმინდანების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
"აღფრთოვანებული ვარ იმ შესაძლებლობით, რომელსაც "ნორსჰემპტონში" თამაში ჰქვია, სადაც ევროპული რაგბის უმაღლეს საფეხურზე ასპარეზობა შემეძლება. გუნდი სავსეა ნიჭიერი მორაგბეებით და "ნორსჰემპტონის" სტადიონზე, მოთამაშეებზე, კლუბის ისტორიაზე და შესანიშნავ გულშემატკივრებზე უკვე მსმენია ბევრი რამ ფიჯელი თანაგუნდელებისგან. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ჩემი უნარების გაუმჯობესებას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თამაშით და მოუთმენლად ველი საწვრთნელი პროცესის დაწყებას", - განაცხადა ლომანიმ.
25 წლის ჰავბექმა 2020-2021 წლებში "რებელსის" რიგებში 20 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო გაიტანა, ხოლო ფიჯის ნაკრების კვართით 17-ჯერ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზა. ]]></turbo:content>
ინგლისის ნაკრების დაცვის მწვრთნელი უოსპსის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა
<description><![CDATA[ინგლისის ნაკრების დაცვის მწვრთნელი ჯონ მიტჩელი "უოსპსის" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია "ბზიკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
57 წლის სპეციალისტმა ინგლისური კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა "უოსპსის" მთავარი მწვრთნელი ლი ბლეკეტი, რომელსაც იმედი აქვს, რომ მიტჩელის შთამბეჭდავი გამოცდილება "ბზიკებს" დიდ ცოდნას შესძენს და ეს ყველაფერი მათ თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ მიტჩელისთვის "უოსპსი" უცხო გუნდი არ გახლავთ, რადგან 1999-2000 წლებში ამ გუნდის რიგებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
მიტჩელმა სამწვრთნელო კარიერა 1994 წელს დაიწყო. ინგლისის ნაკრების გარდა, მას უმუშავია ირლანდიის ნაკრების მორკინალების მწვრთნელად (1996 წელს), 2001-2003 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მისი ხელმძღვანელობით "ოლ ბლექსმა" 2003 წლის მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2016-2017 წლებში აშშ-ის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. საკლუბო დონეზე კი ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიცაა: "ჩიფსი", "ვესტერნ ფორსი", "ლაიონსი", "სეილ შარქსი" და "ბულზი". ]]></turbo:content>
ბრწყინვალე ფინალი, 11 ლელო და 78 ქულა - ჰარლექუინსი ინგლისის ჩემპიონია! (VIDEO)
<description><![CDATA[პრემიერშიპის ფინალში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს "ექსტერ ჩიფსი" და "ჰარლექუინსი" დაუპირისპირდნენ. 
ფავორიტად შარშანდელი ჩემპიონი "ექსეტერ ჩიფსი" მოიაზრებოდა, ხოლო "ჰარლექუინსის" ფინალში გასვლაც გარკვეულწილად მოულოდნელი გახლდათ, რადგან ნახევარფინალში აშკარა ფავორიტი "ბრისტოლი" იყო, რომელიც თავიდან 28:0 იგებდა კიდეც, მაგრამ ლონდონელებმა საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზეს, დამატებით დროში იმარჯვეს და ფინალს ამაღლებულ განწყობაზე შეხვდნენ, სადაც "ბელადებს" არაფერი დაუთმეს და სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს.
ფინალური მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა - გულშემატკივრებმა 11 გატანილი ლელო და 78 ქულა იხილეს. "ექსტერ ჩიფსმა" ხუთი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო "ჰარლექუინსმა" ექვსჯერ აიღო მოწინააღმდეგის ლელო. ტაიმი 14:19 დასრულდა, მეორე ნახევარიც ლონდონელთა აქტიურობით დაიწყო და 12 ქულით გავიდნენ წინ, თუმცა ამის შემდეგ "ექსეტერიც" გამოცოცხლდა და 65-ე წუთამდე, 17-წუთიან მონაკვეთში 5 ქულით მოახერხა დაწინაურება. გადამწყვეტი გამოდგა 20 წლის გარემარბის ლუის ლინაგის დუბლი, რომელმაც მეტოქე 71-ე და 75-ე წუთებზე დაალელოვა და მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, "ჰარლექუინსი" 9 ქულით გავიდა წინ. დარჩენილ დროში სტიუარტ ჰოგმა ერთი ლელო დადო და სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება "ექსეტერმა" ვეღარ მოასწრო - 38:40.
"ჰარლექუინსი" ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა. მათ აქამდე პრემიერშიპი 2011/2012 წლების სეზონში ჰქონდათ მოგებული. ]]></turbo:content>
სეილ შარქსმა რუსეთის ნაკრების ბურჯი სამშობლოში გაუშვა
<turbo:content><![CDATA[ რუსეთის ნაკრების მარცხენა ბურჯი ვალერი მოროზოვი მომდევნო სეზონიდან ინგლისის პრემიერშიპში აღარ ითამაშებს. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 26 წლის პირველხაზელი "სეილ შარქსს" დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება, კონკრეტულად კი მოსკოვის ცსკას ღირსებას დაიცავს.
"სეილ შარქსი" რუს მორაგბეს თბილად დაემშვიდობა, აღნიშნა, რომ მათთვის მისი შეცვლა იოლი არ იქნება და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. ვალერიმ 2019 წლიდან მოყოლებული ინგლისური კლუბის რიგებში 36 შეხვედრა ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა.
მოროზოვს რუსეთის ნაკრების რიგებში 28-ჯერ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზეც მიიღო მონაწილეობა. 
ოფიციალურად: ერთწლიანი შესვენების შემდეგ, სარასენსი პრემიერშიპში დაბრუნდა
<description><![CDATA["სარასენსმა" ინგლისის ჩემპიონშიპის ორმატჩიან ფინალში "ეალინგ ტრაილფაინდერსი" ჯამში 117:15 გაანადგურა და ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პრემიერშიპს დაუბრუნდა.
ინგლისის 5-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა პირველ მატჩში მეტოქე გასვლაზე 60:0 გაანადგურა, ხოლო გუშინ შინ 57:15 სძლია და გაისად კვლავ ელიტაში ვიხილავთ.
როგორც მოგეხსენებათ, "სარასენსი" ერთი წლის წინ სახელფასო ჭერის უხეშად დარღვევისთვის უმკაცრესად დასაჯეს, პრემიერშიპიდან დააქვეითეს და 5.36 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. 
უნდა ითქვას, რომ "სარასენსმა" ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და შემადგენლობიდან გამომდინარე, კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. ]]></turbo:content>
VIDEO: ექსეტერ ჩიფსმა სეილ შარქსი დაამარცხა და პრემიერშიპის ფინალში გავიდა
VIDEO: ჰარლექუინსმა ბრისტოლს 28-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და პრემიერშიპის ფინალში გავიდა
<description><![CDATA[პრემიერშიპის პირველი ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც "ბრისტოლი" "ეშტონ გეითზე" "ჰარლექუინსს" დაუხვდა, საოცარი სანახავი გამოდგა! 
38-ე წუთამდე "ბრისტოლი" 28:0 ამარცხებდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი ლელო გაქვითეს, ხოლო მეორე ნახევარში ჩამორჩენა საერთოდ გააბათილეს და ძირითადი დრო ფრედ 31:31 დასრულდა, რის შემდეგაც ორი ათ-ათწუთიანი დამატებითი ტაიმი დაინიშნა, სადაც "ჰარლექუინსმა" იმძლავრა და მატჩი 36:43 დასრულდა.
"ჰარლექუინსი" პრემიერშიპის ფინალში 26 ივნისს "თვიქნემზე" "ექსეტერ ჩიფსს" შეერკინება. ]]></turbo:content>
ექსეტერ ჩიფსისთვის სარეკორდო გამარჯვება პრემიერშიპში ნიუკასლ ფალკონსის წინააღმდეგ (VIDEO)
<description><![CDATA[პრემიერშიპის მე-20 ტურში მოქმედი ჩემპიონი "ექსეტერ ჩიფსი" "სანდი პარკზე" "ნიუკასლ ფალკონსს" დაუხვდა და 71-ქულიანი სხვაობით 74:3 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ "ექსეტერ ჩიფსთვის" ეს გამარჯვება სარეკორდო იყო პრემიერშიპში. მათ ამხელა სხვაობით აქამდე არასდროს მოეგოთ ინგლისის ჩემპიონატში. მასპინძლებმა 12 უპასუხო ლელო გაიტანეს. ჰენრი სლეიდმა და ჟაკ ვერმულენმა დუბლი გაიფორმეს, ხოლო დანარჩენი რვა ლელო სხვადასხვა მორაგბეებმა დადეს. 
პრემიერშიპის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "ექსეტერ ჩიფსი" 73 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბრისტოლს" 3 ქულით ჩამორჩება. "ბელადებს" პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვთ. ]]></turbo:content>
ინგლისში გულშემატკივრები დაბრუნდნენ (ფოტოკოლაჟი)
<turbo:content><![CDATA[ © Harry Trump
პრემიერშიპის მე-19 ტურში ღირშესანიშნავი რამ მოხდა - სტადიონზე გულშემატკივრები დაბრუნდნენ. 
ინგლისში სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივრების დაშვება 17 მაისიდან გახდა ნებადართული, ოღონდ შეზღუდული რაოდენობით, იმის მიხედვით, თუ რამდენ გულშემატკივარს იტევს კონკრეტული სტადიონი. 
პრემიერშიპის განვლილ ტურში ერთი მატჩი 14 მაისს გაიმართა, ხოლო ორი 15-ში. შესაბამისად, ამ მატჩებმა კვლავ ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაიარა, ხოლო 17 მაისს გამართულ ორივე მატჩში და 18-ში ტურის დასკვნით შეხვედრაში სტადიონზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქომაგები გამოჩნდნენ.
17 მაისს "ნიუკასლ ფალკონსმა" "კინგსტონ პარკზე" "ნორსჰემპტონი" 18:10 დაამარცხა. აღნიშნული სტადიონი 10 200 გულშემატკივარს იტევს და ამ მატჩს 1750 ქომაგი დაესწრო, ხოლო პარალელურ მატჩში, რომელშიც "ეშტონ გეითზე" "ბრისტოლმა" "გლოსტერი" 39:7 დაამარცხა 3183 ფანმა მოიყარა თავი. ამ არენის ტევადობა 27 000 გახლავთ.
გუშინ კი "ლონდონ აირიში" "კომუნითი სთედიუმზე" "ექსეტერ ჩიფსს" დაუხვდა და 12:31 დამარცხდა. 17 250 ტევადობის სტადიონზე 4000 გულშემატკივარი მივიდა. 
<content:encoded><![CDATA[ © Harry Trump
გიორგი კვესელაძის ბოჭვამ გლოსტერი გაშვებული ლელოსგან გადაარჩინა (VIDEO)
<description><![CDATA[პრემიერშიპის მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ბრისტოლი" "ეშტონ გეითზე" "გლოსტერს" დაუხვდა და დიდი სხვაობით 39:7 აჯობა.
შეხვედრის ბედი დიდწილად მატჩის მე-15 წუთზე გადაწყდა, როდესაც "გლოსტერის" არგენტინელი მეორეხაზელი მატიას ალემანო შუბური ბოჭვის გამო წითელი ბარათით გააძევეს. გარდა ამისა, 21-ე წუთზე სტუმრებს მარცხენა ბურჯი ვალ რაფავა-რასკინი გაუსინბინეს და "გლოსტერი" 10 წუთის განმავლობაში 13 კაცით დარჩა, რა დროსაც მაქს მალინსისგან პირველი ლელო გაუშვა. ტაიმის მიწურულს არგენტინელმა ფრთამ საპასუხო ლელო დადო, რომელიც ბილი თველვთრისმა გარდასახა და ტაიმი 13:7 დასრულდა.
მეორე ნახევარში "ბრისტოლის" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ოთხი უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, რომლებიც ჩარლზ პიუტაუს, ბენ ერლის, ნეითან ჰიუზის და სემი რადრადრას ანგარიშზეა, სამი გარდასახვა კალუმ შიდმა გაიტანა. 
"გლოსტერის" ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი კვესელაძე, რომელიც 21-ე წუთზე იმის გამო შეცვალეს, რომ მარცხენა ბურჯი რაფავა-რასკინი გასინბინებული იყო და სარეზერვო ბურჯი უნდა შესულიყო მინდორზე. გიორგი მინდორს 31-ე წუთზე დაუბრუნდა და 58-ე წუთამდე ითამაშა. 
 მატჩის 34-ე წუთზე "ბრისტოლმა" ლამაზი ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა გრეიგ მაქსველ-ქეისმა ეჭვი შეიტანა, რომ შეტევის დასაწყისში წინ თამაში იყო და ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადაამოწმა, რა დროსაც გამოჩნდა, რომ "ბრისტოლის" მორაგბე გიორგი კვესელაძემ შებოჭა და ბურთი წინ გააგდებინა, რის გამოც მასპინძელთა ლელო არ ჩაითვალა. ]]></turbo:content>