დიდი 10 - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
დიდი 10: ბათუმმა პირველი მარცხი განიცადა, თუმცა კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს
დიდი 10-ის მეექვსე ტურში გათამაშების გამოკვეთილმა ლიდერმა "ბათუმმა" პირველი მარცხი განიცადა.
აჭარლები საკუთარ მოედანზე "ყოჩებს" დაუხვდნენ და 20:26 დამარცხდნენ. ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა "ყოჩებმა" მოიპოვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის პირველი ლელო ბექა მამრიკიშვილმა გაიტანა, რომელსაც სტუმართაგან გიორგი მჭედლიშვილმა უპასუხა ანალოგიურად. თითო გარდასახვა და ორ-ორი ჯარიმა მამუკა ნინიძემ და ლაშა მალაღურაძემ შეასრულეს ზუსტად.
51-ე წუთზე "ყოჩები" ნიკა ბიწაძემ დააწინაურა ლელოთი, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა და ამ უკანასკნელმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. "ბათუმმა" კი ერთი ლელოს გატანა 78-ე წუთზე მოახერხა, რომელიც ანზორ სიჭინავას ანგარიშზეა, გარდასახვა კი კვლავ ნინიძემ გაიტანა. მასპინძლებმა ამ ლელოთი ნუგეშის ქულა მოიპოვეს. მარცხის მიუხედავად, "ბათუმი" 24 ქულით ლიდერია და "ხარებს" ხუთი ქულით უსწრებს, ხოლო "ყოჩები" 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.
გათამაშების დებიუტანტი "ყაზბეგი" ავჭალაში "აკადემიას" დაუხვდა და კვლავ დამარცხდა. ელოშვილის და დვალიშვილის ლელოებს, "მხატვრებმა" ხუთი ლელოთი უპასუხეს და ბონუს ქულაც აიღეს. ლელოები ჭუაძის, ზოიძის, გოგლიძის, შუბითიძის და საბა ილურიძის ანგარიშზეა - 17:36.
"ლელო სარასენსი" კი უხვქულიან მატჩში შინ "ხარებთან" 25:33 დამარცხდა. გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს, თუმცა მასპინძლებმა ერთი გარდასახვა გააცუდეს და ასევე, რუსთაველებმა ორი ჯარიმით მეტი გაიტანეს.
დიდი 10: არესმა ლოკომოტივი დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
დიდი 10-ის მეექვსე ტურის გახსნით მატჩში "არესი" ქუთაისში "ლოკომოტივს" დაუხვდა და 22:12 აჯობა.
"არესი" ამირან შვანგირაძის და ნოდარ სამხარაძის ლელოებით 12 ქულით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ირაკლი ქვათაძემ უპასუხა ერთი ლელო და პირველი ნახევარი 12:5 დასრულდა. 47-ე წუთზე "ლოკომოტივს" ბიძინა სამხარაძე წითელი ბარათით გაუძევეს, თუმცა სტუმრებმა სამ წუთში მაინც შეძლეს გათანაბრება - გაგა არაბულმა მეორე ლელო დადო, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა.
დარჩენილ დროში "ლოკომოტივს" გაგა არაბული და რამაზ ბენდელიანი გაუძევეს, რიცხობრივი უპირატესობით კი "არესმა" ისარგებლა და ჯერ საჯარიმო ლელო გაიფორმა, ბოლო წუთზე კი გიორგი თევდორაძემ ჯარიმა გაიტანა და ქუთაისელებმა 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
ქუთაისის აიას 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამავე წყაროს ცნობით, "აია" ერთკვირიან კარანტინში გადავიდა, ხოლო ყველა მოთამაშე თავს კარგად გრძნობს.
ცვლილებები თამაშის ტემპის ასაჩქარებლად - დიდი 10-ის წესებში ცვლილებებია
აღნიშული ცვლილებები 2022 წლის დასაწყისში (მიმდინარე სეზონის მეორე წრეში) ძალაში შევა პირველ და რეგიონალურ ლიგებში, რათა სეზონის ბოლოს ლიგებს შორის გადათამაშება და პლეიოფები განხორციელდეს თანაბარი წესებით. აღნიშული ცვლილებების გაცნობის მიზნით, მოხდება ინდივიდუალური შეხვედრები აღნიშნულ ლიგებში მონაწილე ყველა კლუბთან.
წესთა ცვლილებები 2021-2022
მიზანი: თამაშის ტემპის ასაჩქარებლად , შერკინებების რაოდენობის შემცირება იმგვარად,რომ შერკინებას ძალა არ დაეკარგოს.
დერეფანი და შერკინება ზედმეტად იწელება – დერეფნის დროს არ შეიძლება შეკრება და მოლაპარაკება. ითვალისწინებს სანქციასთავისუფალი დარტყმის სახით. დერეფნის მოსაწყობათ მოცემულია 30 წამი;
შერკინების მოსაწყობად მოცემულია 30 წამი. დარღვევა ითვალისწინებს სანქციას თავისუფალი დარტყმის სახით;
თუ შერკინება ერთხელ გადაეწყო, მეორედ აღარ გადაეწყობა. მსაჯი გამოიყენებს სანქციას;
შერკინებაში მოპოვებული თავისუფალი დარტყმის ან ჯარიმის ნაცვლად, შემტევ გუნდს მხოლოდ ერთხელ შეუძლია კვლავ შერკინების მოთხოვნა;
თუ ბურთი წინთამაშის შემდეგ აუტში გადაგორდა, დაინიშნება დერეფანი (შერკინების შეთავაზება ამოვარდა);
მსაჯებმა ნაკლებად უნდა გააჩერონ დრო ტრამვების დროს (მაგ: თუ ერთ მხარეს 15 ნომერი წევს და მეორე მხარეს დერეფანია. ამ შემთხვევაში თამაში უნდა გაგრძელდეს);
ყურადღება გამახვილდება უფრო მკაცრად მსაჯის ძახილზე – (რაქიდან 5 წამიანი) „გამოიყენე/გაიტანე“. დარღვევა ითვალისწინებს სანქციას თავისუფალი დარტყმის სახით;
მოლში ბურთის ვერ გამოვიყენების შემთხვევაში, ინიშნება სანქცია თავისუფალი დარტყმის სახით;
დიდი 10-ის მატჩებზე გულშემატკივრებს დასწრება შეეძლებათ
"2021 წლის 19 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 („იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ დიდი 10-ის (უმაღლესი ლიგა) მატჩ(ებ)ზე დასწრების მსურველ(ებ)მა უნდა წარადგინოს:
შესაბამის მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.
აღნიშნული წესის შესრულება/კონტროლი დაევალოს მასპინძელ გუნდს" - წერია განცხადებაში.
დიდი 10: ბათუმმა ბონუსით იმარჯვა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა
დიდი 10-ის მეხუთე ტურში ლიდერმა "ბათუმმა" "ხვამლი არენაზე" "იუნკერები" ბონუსით 49:7 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
აჭარლებმა მოწინააღმდეგე შვიდჯერ დაალელოვეს, თავად კი ერთი გაუშვეს. ჰეთ-თრიკი გაიფორმა კვაჭმა გიორგი მენაბდემ, ხოლო თითო ლელო სანდრო ქოიავამ, ზურაბ ძნელაძემ, კობა ჯიმშელეიშვილმა და ზურა თუთბერიძემ გაიფორმეს, შვიდივე გარდასახვა კი მამუკა ნინიძემ შეასრულა ზუსტად. მასპინძელთაგან პრესტიჟის ლელო ნიკოლოზ მარჯანიშვილმა დადო, რომელიც გიორგი ჯღამაიამ გარდასახა.
ცუდი სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო შარშანდელმა მესამე ადგილოსანმა "აკადემიამ", რომელმაც "ყოჩები" დაძაბულ ბრძოლაში 21:25 დაამარცხა. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, რასაც "მხატვრებმა" ორი ჯარიმაც შემატეს და შესაბამისად, გამარჯვებაც მათ დარჩათ. "ყოჩების" მხრიდან დუბლი გაიფორმა კვაჭმა ლევან გენებაშვილმა, ერთი ლელო კი მესამეხაზელმა ლაშა ფოფხაძემ დადო. ლევან ობოლაძის გუნდიდან თავის გამოჩენა საბა ილურიძემ, გიორგი მიქანაძემ და მიხეილ ახობაძემ მოახერხეს.
"ლელო სარასენსმა" კი აუტსაიდერი "ყაზბეგი" შინ 27:7 დაამარცხა. მარგალიტაძის, ყორიაულის და პაპიძის ლელოებს, პრესტიჟის ლელოთი მირიან ჩქარეულმა უპასუხა.
დიდი 10: ხარები არესთან დამარცხდა
დიდი 10-ის მეხუთე ტურის გახსნით მატჩში "ხარები" რუსთავში "არესს" დაუხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა.
"არესმა" თამაში აქტიურად დაიწყო და ტაიმის ბოლომდე, რეზო არჩვაძის ლელოთი და გიორგი თევდორაძის გარდასახვით და ორი ზუსტი ჯარიმით 0:13 იგებდა, თუმცა ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში "ხარებმა" ორი გარდასახული ლელო გაიტანა და პირველი ნახევარი 14:13 დასრულდა. ლელოები გიორგი კოშაძემ და დემურ ეფრემიძემ დადეს, ხოლო ორივე გარდასახვა გიორგი პეტრიაშვილმა გაიტანა.
მეორე ნახევრის დასაწყისში "არესის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი დანგაძემ გამოიჩინა თავი ლელოთი და ქუთაისელები კვლავ დააწინაურა, რასაც მასპინძელთაგან ერეკლე მაჭარაშვილმა უპასუხა ლელოთი და მასპინძლები სამი ქულით გავიდნენ წინ. 64-ე წუთზე "არესი" ლელოთი ჯაბა ჩეჩელაშვილმა დააწინაურა, რომელიც თევდორაძემ გარდასახა და ამ უკანასკნელმა მალევე ორი ზუსტი ჯარიმა გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს ფაქტობრივად გამარჯვება გაუფორმა, რადგან მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი და სხვაობა ათი ქულა გახლდათ. რუსთაველებმა ერთადერთი რაც შეძლეს, ეს კიდევ ერთი ლელოს გატანა და შესაბამისად, ნუგეშის ქულის აღებაა - გიორგი კოშაძემ დუბლი გაიფორმა, გიორგი ბასილაიამ კი გარდასახვა გაიტანა - 28:31.
დიდი 10: ბათუმი დამაჯერებლად ლიდერობს
ოთხი ტურის შემდეგ, დიდ 10-ის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ლიდერობს.
"ბათუმი" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" დაუხვდა და დამაჯერებლად 38:17 სძლია. აჭარლებმა მეტოქე ექვსჯერ დაალელოვეს, თავად სამი ლელო მიიღეს და შესაბამისად, ბონუს ქულით იმარჯვეს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, გუნდებმა ორ-ორი ლელოს გატანა მოახერხეს და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 14:12 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ზღვისპირელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. დუბლით გამოირჩა ანზორ სიჭინავა, რომელსაც უკვე ხუთი ლელო აქვს გატანილი. ირაკლი ნინიძის გუნდს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და გათამაშებას 18 ქულით ლიდერობს.
წარუმატებელი სტარტი აქვს მოქმედ ჩემპიონს. "აია" "ხარებთან" 14:20 დამარცხდა და შესაბამისად, მეოთხე მატჩიდან მესამე მარცხი განიცადა. ლაშა შალიკაშვილის ერთ ლელოს, ლაშა ჭავჭავაძემ ჰეთ-თრიკით უპასუხა.
დამარცხდა მეორე ქუთაისური გუნდიც - "არესმა" შინ "ლელო სარასენსთან" 22:37 წააგო. შარშანდელმა მესამე ადგილოსანმა "აკადემიამ" პირველი გამარჯვება გაიფორმა და საკუთარ მოედანზე "იუნკერებს" ბონუსით 42:12 აჯობა, ხოლო დებიუტანტმა "ყაზბეგმა" მეოთხე მარცხი განიცადა და საშინაო მარცხი "ყოჩებთან" 12:43 დათმო.
დიდი 10: ბათუმი სამიდან სამი მოგებით ლიდერობს
სამი ტურის შემდეგ, დიდ 10-ს სამიდან სამი გამარჯვებით შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი და შარშანწინანდელი ჩემპიონი "ბათუმი" ლიდერობს.
"ბათუმს" ძალიან მძიმე მატჩი გამოუვიდა. აჭარლები რუსთავში "ხარებს" ესტუმრნენ, რომელიც ორიდან ორი მოგებით იწონებდა თავს. ტაიმი 5:6 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში მასპინძლებმა ჯარიმა და საჯარიმო ლელო მიითვალეს, რის შემდეგაც 15:9 დაწინაურდნენ. "ბათუმმა" მატჩის შემოტრიალება ბოლო წუთებში მოახერხა - 74-ე წუთზე ნუკრი ფერსელიძემ დადო ლელო, თუმცა გარდასახვის გატანა ვერ შეძლეს და "ხარები" ერთი ქულით წინ იყო. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ვერ გაძლეს და 79-ე წუთზე კობა ჯიმშელეიშვილმა გამარჯვების ლელო მიითვალა, რომელიც მამუკა ნინიძემ გარდასახა და მატჩი 15:21 დასრულდა.
"ლოკომოტივმა" გორში შარშანდელი მესამე ადგილოსანი "აკადემია" ბონუსით 38:13 დაამარცხა. ლევან ობოლაძის შეგირდებმა სეზონი წარუმატებლად დაიწყეს და სამიდან სამი წაგება აქვთ. "ყოჩებმა" გასვლაზე "იუნკერებს" 36:24 სძლიეს, ხოლო ქუთაისის "არესმა" დებიუტანტი "ყაზბეგი" დიდი სხვაობით 43:0 დაამარცხა.
ლელო სარასენსმა მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხა
დიდი 10-ის მესამე ტურის გახსნით მატჩში "ლელო სარასენსი" საკუთარ მოედანზე "აიას" დაუხვდა და დამაჯერებლად 31:13 დაამარცხა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძელთაგან სამი ჯარიმა ბექა მამუკაშვილმა გაიტანა, ხოლო ქუთაისელთაგან ლელო გიგა ჯულუხაძემ დადო, ბონდო აბაშიძემ კი ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 9:8 დასრულდა.
მეორე ნახევარში უპირატესობა "ლელო სარასენსმა" მოიპოვა. ორი ლელო გაგა ქევხიშვილმა დადო, ხოლო ბექა მამუკაშვილმა ერთი ლელოთი გამოიჩინა თავი. მოქმედი ჩემპიონის რიგებიდან კი ლელო სანდრო ფურცხვანიძემ მიითვალა - 31:13. ისიც აღსანიშნავია, რომ ნიკა ბაგაშვილმა 58-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა 20 წუთზე მეტი 14 კაცით გაატარეს.