7-კაცა - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
აკადემიამ რაგბი ევროპის 7-კაცას საკლუბო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა
ლევან ობოლაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ინგლისურ "სამურაისთან", პოლონურ "პოზნანთან" და რუსულ "ზასტავასთან" ერთად მოხვდა. გახსნითი მატჩი "აკადემიისთვის" პრობლემური იყო. კლუბს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანებით მოუწია მისვლა, ასევე პირველ წუთში ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მათიაშვილმა მიიღო ტრავმა, რომელიც სერიოზული არ გამოდგა, თუმცა იმ მატჩში თამაში ვერ შეძლო. საბოლოო ჯამში, "მხატვრებმა" პირველი მატჩი "ზასტავასთან" 0:31 დათმეს. სამაგიეროდ, "აკადემიამ" მეორე მატჩში იყოჩაღა და "პოზნანი" 26:5 დაამარცხა, ხოლო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა "სამურაისთან" 17:26 წააგო.
ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, "აკადემია" რვა საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა და პლეი-ოფში მე-9 ადგილისთვის მოუწია ბრძოლა. მათ ჯერ ბელარუსული "ჰარუგვა" 32:0 დაამარცხეს, შემდეგ კი "პოზნანს" აჯობეს დამაჯერებლად 42:5 და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულეს.
აკადემიის შემადგენლობა აღნიშნულ ტურნირზე
ტურნირის პირველი სათამაშო დღე სრულად
აკადემია სანქტ-პეტერბურგში გასამართ 7-კაცას ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს
ტურნირი 4-5 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილებას, რომელთაგან ერთ-ერთი "აკადემია" გახლავთ. სხვა მონაწილე გუნდები არიან: "პოზნანი" (პოლონეთი), ბალტრექსი ("ლიეტუვა"), "მიესნიეკი" (ლატვია), "ვვა-პადმასკოვიე" (რუსეთი), "დუკლა" (ჩეხეთი), "გრან მილან - კუს მილანო რაგბი" (იტალია), "ზასტავა" (რუსეთი), "ჟენევა" (შვეიცარია), "ბერა-ბერა ერტი" (ესპანეთი) და "სევენტიე" (საფრანგეთი). კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ანალოგიური ტურნირი ქალთა რაგბიშიც გაიმართება, სადაც 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ქართული გუნდი წარდგენილი არ იქნება.
გარდა ამისა, 11-12 სექტემბერს მოსკოვში ქვიშის რაგბის ტურნირის ფინალური ეტაპის გაიმართება, როგორც კაცთა, ასევე ქალთა დონეზე. როგორც "რაგბი ევროპის" ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, კაცთა ტურნირზე საქართველო და იტალია მიიღებენ მონაწილებას.
ასევე იხილეთ:
"ჩემი მიზანია მოვიძიო ფინანსები და კლუბს წინსვლაში დავეხმარო" - ინტერვიუ აკადემიის ახალ პრეზიდენტთან
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა იტალია დამატებით დროში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ რუსეთს შეერკინა და 5:10 დამარცხდა, რის შემდეგაც მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა. ქართველმა მორაგბეებმა ჯერ პორტუგალია დაამარცხეს 24:12, ხოლო დასკვნით მატჩში იტალიას ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს.
პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა შესვენების დაწყებამდე ქართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რადგან იტალიელი მორაგბე უხეში ბოჭვისთვის წითელი ბარათით გააძევეს და "აძური" 6 მორაგბით დარჩა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში პირველი ლელო სწორედ იტალიამ დადო და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო - ქართველებმა ანგარიშის განათანაბრება ბოლო წუთზე მოახერხეს და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც გამარჯვების მომტანი ლელოც გაიტანეს და 19:14 იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა გუშინ ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთს 42:0 სძლია, ხოლო ესპანეთთან (0:38) და პორტუგალიასთან (14:17) დამარცხდა.
ამრიგად, საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მოსკოვის ეტაპზე მეხუთე ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ლისაბონის ეტაპზე, ჯამურად სატურნირო ცხრილში 24 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა.
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მოსკოვის ეტაპის პირველ დღეს პოლონეთს მოუგო, ესპანეთთან და პორტუგალიასთან - დამარცხდა
ჩვენი გუნდი პირველ მატჩში პორტუგალიას ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 14:17 დამარცხდა, მეორე მატჩში ლისაბონის ეტაპის გამარჯვებულ ესპანეთთან დიდი სხვაობით 0:38 წააგო, ხოლო დასკვნით მატჩში პოლონეთს დიდი სხვაობით 42:0 სძლია და ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს 7-კაცა ნაკრების პირველი დღის განრიგი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსკოვის ეტაპზე
26 ივნისს ჯგუფური ეტაპი გაიმართება, სადაც საქართველოს 7-კაცა ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და პოლონეთი იქნებიან. გახსნით მატჩში საქართველო პორტუგალიას ეთამაშება და ეს შეხვედრა თბილისის დროით 12:28 საათზე დაიწყება, 15:30 საათზე საქართველო ლისაბონის ეტაპის გამარჯვებულს ესპანეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მოწინააღმდეგე პოლონეთი იქნება და ეს შეხვედრა 18:04 საათზე აიღებს სტარტს.
მეორე ჯგუფში გერმანიის, ლიეტუვის, იტალიის და რუსეთის 7-კაცა ნაკრებები არიან გადანაწილებულნი. 27 ივნისს პლეი-ოფები გაიმართება, სადაც ჯგუფის გამარჯვებულები მეორე ჯგუფის მეოთხე ადგილოსნებს შეერკინებიან, ხოლო მეორე ადგილოსნები მესამე ადგილოსნებს შეხვდებიან.
საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა მოსკოვის ეტაპზე
საქართველოს 7-კაცა ნაკრები მოსკოვში განახლებული შემადგენლობით გაემგზავრება
ლისაბონში სამი თამაშის მოგების და მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ, ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებებთან მოხვდა, „ბ“ ჯგუფში კი გერმანია, რუსეთი, იტალია და ლიეტუვა ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება. საქართველო პირველ მატჩს ჩვენი დროით 12:28 საათზე პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, 15:30-ზე ესპანეთს შეხვდება, ხოლო 18:04 საათზე პოლონეთს. 27 ივნისს ფლეი ოფებია და მასში რვავე გუნდი მეოთხედფინალებიდან ჩაერთვება – „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე მესამეს და ა.შ.
მოსკოვში გამგზავრებამდე 20-კაციანმა გაფართოებულმა შემადგენლობამ 8-დღიანი შეკრება „შევარდენის“ ბაზაზე გაიარა, რის შემდეგაც ტურნირისთვის 12 შეირჩა.
რადგან ჯაბა მალაღურაძე 7-ქალა ნაკრებთან ერთად ზაგრების ტურნირზე იმყოფებოდა, 7-კაცას გიორგი მაისურაძე და გიორგი ნოზაძე ავარჯიშებდნენ, ხორვატიიდან დაბრუნების შემდეგ კი, მათ მალაღურაძეც შეუერთდა.
ლისაბონის ეტაპისგან განსხვავებით, მოსკოვის ტურნირისთვის 12-კაციან განაცხადში 7 ცვლილებაა:
„შექმნილი რეალობიდან გამომდინარე მე და ჯაბას 7-ქალა ნაკრებთან ერთად 7-კაცას გაწვრთნაც მოგვიწია. რადგან ტურნირები ერთ პერიოდში ტარდება, გადავწყვიტეთ, რომ მე 7-კაცასთან დავრჩენილიყავი, ჯაბა კი გოგონებს გაყვა და ახლა დაგვიბრუნდა, ხოლო წვრთნის პროცესში გიორგი ნოზაძე მეხმარებოდა“ – ამბობს მაისურაძე და შემადგენლობასთან დაკავშირებით აცხადებს:
„იმის გამო, რომ მოთამაშეთა ნაწილს კოვიდ 19 შეხვდა, ლისაბონში გამგზავრებამდე შემადგენლობის შეცვლა ფაქტობრივად ბოლო წამს მოგვიწია. თავის დაზღვევის მიზნით, ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში 22 მოთამაშე გამოვიძახეთ, მაგრამ ორი ტრავმის გამო გამოგვაკლდა და სატურნირო რაზმი 20 მორაგბიდან შევარჩიეთ“.
მაისურაძე გუნდის მზადებით კმაყოფილია და ამბობს, რომ მოსკოვში ლისაბონში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას ეცდება:
„ჩვენი მიზანია, რომ ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე ლისაბონში და მოწინავე ოთხეულში მოვხვდეთ. ნაყოფიერი შეკრება გვქონდა და ბევრ დეტალზე ვიმუშავეთ. გვქონდა ორმხრივი თამაშებიც და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მიეცა. გავიარეთ მეტოქეთა თამაშების ვიდეო-ანალიზი. აქცენტს პორტუგალიაზე ვაკეთებთ, რადგან პირველი შეხვედრა მასთან გვაქვს და გვსურს ტურნირი მოგებით დავიწყოთ, რაც მეოთხედფინალში უკეთეს პოზიციაში ჩაგვაყენებს. შევარჩიეთ სტრატეგია, რომელმაც ჩვენი აზრით წარმატება უნდა მოგვიტანოს და გაამართლებს თუ არა ის, მოედანზე გამოჩნდება“.
საქართველოს 7-კაცა მოსკოვის ტურნირზე
ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი ჭუაძე (აკადემია, თბილისი, კაპ.), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), ლუკა დვალიშვილი (არმაზი, მარნეული), იოანე ხელაია (აკადემია, თბილისი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), ლადო მიმინოშვილი (ყოჩები, ბოლნისი).
26 ივნისი. ჯგუფური ეტაპი
საქართველო – პორტუგალია (12:28 საქ. დრო)
საქართველო – ესპანეთი (15:30)
საქართველო – პოლონეთი (18:04)
VIDEO: რუსეთის და საფრანგეთის 7-ქალა ნაკრებებმა ოლიმპიადის საგზურები მოიპოვეს
ტოკიოს საგზურს 7-კაცაში მხოლოდ რეპეშაჟის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებდა, ხოლო 7-ქალაში ორი საგზური გახლდათ დარჩენილი და შესაბამისად, ამომავალი მზის ქვეყანაში თამაშის უფლებას მონაკოდან ორი გუნდი მოიპოვებდა.
7-ქალას ტურნირს პანდემიის გამო იამაიკის ნაკრები გამოაკლდა და 11 გუნდი დარჩა. A ჯგუფიდან მეოთხედფინალში რუსეთის, არგენტინის და სამოის ნაკრებები გავიდნენ, B ჯგუფიდან ყაზახეთი და ტუნისი, ხოლო C ჯგუფიდან საფრანგეთი, ჰონგ კონგი და კოლუმბია, პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ პაპუა ახალი გვინეა, მადაგასკარი და მექსიკა.
პლეი-ოფში ჰონგ-კონგმა არგენტინა 24:8 დაამარცხა, ყაზახეთმა ტუნისს 29:21 სძლია, რუსეთმა სამოა 29:0 გაანადგურა, ხოლო საფრანგეთმა კოლუმბიას გადაუარა - 52:0. გადამწყვეტ მატჩებში რუსეთი ყაზახეთს, საფრანგეთი კი ჰონგ კონგს დაუპირისპირდა. რუსმა გოგონებმა მეტოქე 38:0 დაამარცხეს, ხოლო ფრანგებმა 51:0 გაანადგურეს ჰონგ კონგი. შესაბამისად, რუსეთის და საფრანგეთის 7-ქალა ნაკრებები ოლიმპიადაზე ითამაშებენ.
ირლანდიამ რეპეშაჟის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
18-20 ივნისს მონაკოში ლუი II-ის სახელობის სტადიონზე რაგბი 7-ში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რეპეშაჟი გაიმართა. 12 კაცთა და 12 ქალთა ნაკრებს უკანასკნელი შანსი ჰქონდა, რომ ოლიმპიადის დარჩენილი საგზური მოეპოვებინა.
ტოკიოს საგზურს 7-კაცაში მხოლოდ რეპეშაჟის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებდა, ხოლო 7-ქალაში ორი საგზური გახლდათ დარჩენილი და შესაბამისად, ამომავალი მზის ქვეყანაში ფინალისტიც გაემგზავრებოდა.
7-კაცას ტურნირზე პანდემიის გამო ტურნირს თავიდანვე გამოეთიშნენ ბრაზილია და ჩინეთი, ხოლო უგანდა ბოლო მომენტში გამოაკლდა შეჯიბრებას, რადგან მათ შემადგენლობაში ინფიცირებული მას შემდეგ გამოვლინდა, რაც გუნდი უკვე მონაკოში გახლდათ ჩასული.
რაც შეეხება 7-კაცას ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე "ა" ჯგუფში პირველ ადგილზე ირლანდია გავიდა, მეორეზე კი სამოა და ისინი ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქეები მეორე ჯგუფის გამარჯვებული საფრანგეთი და მეორე ადგილოსანი ჰონგ-კონგი იყვნენ.
საფრანგეთმა ნახევარფინალში სამოა 31:0 დაამარცხა, ირლანდიამ კი ჰონგ კონგს 28:5 სძლია და ფინალში ევროპელები გავიდნენ. ფრანგებმა პირველ ტაიმში 12:7 იმარჯვეს, თუმცა მეორე ნახევარში ირლანდია ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, მოწინააღმდეგეს სამი გარდასახული ლელო დაუდო, თავად ერთი მიიღო და საბოლოო ჯამში 28:19 იმარჯვა, შესაბამისად ირლანდიამ დარჩენილი ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მეორე ევროპული ნაკრები, რომელიც 7-კაცას ოლიმპიადაზე ითამაშებს დიდი ბრიტანეთია.
მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
5-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, მაკრონი საქართველოს რაგბის კავშირს ყოველწლიურად უფასოდ მიაწვდის სრულ სანაკრებო ეკიპირებას (ღირებულება300 ათას ევროს შეადგენს) და ტექნიკურ საშუალებებს ეროვნული, ასაკობრივი, 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებისთვის და პირველი ქართული ფრანჩაიზისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობები რაგბის კავშირს აქამდე არასდროს ქონია.
შეთანხმებას ხელი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ და მაკრონის სპორტული მარკეტინგის მენეჯრემა მიკელე ბეჩიუმ მოაწერეს.
„მაკრონი ყველაზე მზარდი და ხარისხიანი კომპანიაა სპორტულ ბაზარზე და მათთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ვაფორმებთ. მაკრონის ეკიპირება ექვსი ერის სამ გუნდს – უელსის, შოტლანდიის და იტალიის ნაკრებს აცვია, ასევე კანადას, რუმინეთს, პორტუგალიას და გერმანიას“.
„ის, რომ მაკრონი დაგვიკავშირდა და ასეთი შეთავაზება გაგვიკეთა, ქართული რაგბის მნიშვნელობასა და როლზე მეტყველებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია მაკრონის ეკიპირების ხარისხი და ის, რომ კომპანიას ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს. დიზაინზე უკვე მიდის მუშაობა, რომელიც ყოველ წელს განახლებადი იქნება. ხელშეკრულება 5-წლიანია, რაც სტაბილურობის გარანტიას იძლევა“ – განაცხადა ბაჩო ხურციძემ.
პირველი ქართული გუნდი, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად მაკრონის მიერ წარმოებული ეკიპირებით ითამაშებს, პირველი ქართული ფრანჩაიზი იქნება, რომელიც ევროტურნირებში სექტემბრიდან ჩაერთვება. ხურციძის თქმით, თუ რომელიმე ქართულ კლუბს მოუნდება ამ კომპანიის ეკიპირების შეძენა, მას დღეს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 60%-იანი ფასდაკლება ექნება, ხოლო მერჩენდაიზის ფასდაკლება 65% იქნება. აღსანიშნავია, რომ მაკრონის ეკიპირებით უკვე ორი წელია ქუთაისის ‘აია’ თამაშობს, რომელიც 26-წლიანი შესვენების შემდეგ, წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მიკელე ბეჩიუ: „წლების განმავლობაში გვსურდა საქართველოს რაგბის კავშირთან ჩვენი დაკავშირება და მოხარულები ვართ, რომ შეთანხმება შედგა. ურთიერთობის დაწყების პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ მაკრონისა და ქართული რაგბის კავშირი იდეალური იქნებოდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ძლიერი ნაკრებია და ჩვენთვის დიდი პატივია მასთან სპონსორული შეთანხმების გაფორმება“.
„საქართველოზე ჩვენი ცენტრალური ოფისი, „მაკრონ-ბოლონია“ იმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში სპეციალურად ქართულ რაგბზე მორგებულ ეკიპირებას და ინდივიდუალურ პროდუქციას შევქმნით. მიმაჩნია, რომ სასპონსორო ხელშეკრულებაში სერვისი და ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენი დიზაინერები და რაგბის კავშირი ერთობლივად ვმუშაობთ სათამაშო ეკიპირების შექმნაზე და ყურადღება ექცევა ყველა დეტალს, რათა საქართველოს ყველა ნაკრების სათამაშო ეკიპირება იყოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული, ინსივიდუალური და ექსკლუზიური. ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს რაგბის კავშირს, როგორც ბრენდის, კიდევ უფრო მეტად განვითარებას“.
„შეთანხმება ითვალისწინებს სპეციალურად ქართველი გულშემატკივრებისთვის პროდუქციის დამზადებას 65%-იანი ფასდაკლებით. ასევე გვსურს, რომ ვიყოთ წარმოდგენილი ადგილობრივ კლუბებთან, რომლებისთვისაც იმოქმედებს 60%-იანი ფასდაკლება. დარწმუნებული ვარ, რომ მაკრონი და საქართველოს ნაკრები ერთად მიაღწევენ დიდ გამარჯვებებს“.
VIDEO: საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა იტალია დაამარცხა და ლისაბონის სერია მე-5 ადგილზე დაასრულა
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა 2021 წლის რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი, ლისაბონის სერია მე-5 ადგილზე დაასრულა.
ჯაბა მალაღურაძის შეგირდები მე-5 ადგილისთვის მატჩში იტალიას დაუპირისპირდნენ და 10:5 იმარჯვეს. შესაბამისად, საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ტურნირი სამი მოგებით და სამი მარცხით დაასრულეს. ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე ლიეტუვის ნაკრებს სძლიეს, ხოლო მე-5 ადგილისთვის შეხვედრებში პოლონეთს და იტალიას სძლიეს, ხოლო მასპინძელ პორტუგალიასთან (ჯგუფ ეტაპზე), გერმანიასთან (ჯგუფურ ეტაპზე) და რუსეთთან (მეოთხედფინალში) დამარცხდნენ.
საქართველოს 7-კაცა ნაკრების მხრიდან მთელი ტურნირის განმავლობაში უდავოდ გამორჩეული იყო 38 წლის კაპიტანი გიორგი შკინინი, რომელიც 7-კაცა ნაკრებს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. შკინინმა იტალიასთან მატჩშიც მშვენიერი ლელო გაიტანა.