4 ერი - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
<language>ge</language>
<description>4 ერი - Myrugby.ge - რაგბი საქართველო</description>
ახალ ზელანდიას მე-11 ცენტურიონი ეყოლება
<description><![CDATA[30 ოქტომბერს "ფრინსიფალითი სთედიუმზე" ერთმანეთს უელსის და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 
თავის მხრივ, კარდიფში ერთმანეთის წინაშე, ძალიან პრინციპული მეტოქეები წარსდგებიან და ამით ყველაფერი ნათქვამია, მთელი სარაგბო სამყაროს ყურადღება ამ მატჩისკენ იქნება მიპყრობილი. თუმცა, ეს მატჩი კიდევ ერთი მიზეზის გამოც იპყრობს ყურადღებას. 
აღნიშნულ მატჩში მე-100 შეხვედრას ჩაატარებს "ოლ ბლექსის" მგეზავი ბოდენ ბარეტი, რომელიც "შავების" ისტორიაში მე-11 ცენტურიონი გახდება. ბარეტს ახალი ზელანდიის რიგებში დებიუტი 2012 წელს ირლანდიასთან მატჩში ჰქონდა, რომელშიც მათ 60:0 იმარჯვეს.
ახალი ზელანდიის ყველა ცენტურიონი.
ახალზელანდიელთა შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ
ახალი ზელანდიის ყველა ცენტურიონი.
მაორი ოლ ბლექსის 25 წლის მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა
<description><![CDATA["მაორი ოლ ბლექსის" და "ჩიფსის" მორაგბე შონ ვაინუი, რომელსაც 23 ოქტომბერს 26 წელი შეუსრულდებოდა, გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა.
ახალზელანდიელი მორაგბე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ახალი ზელანდიის ქალაქ ტაურანგაში მოხდა - ვაინუის მანქანა ხეს შეეჯახა. როგორც ირკვევა, ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა. 
ვაინუის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ "ოლ ბლექსი", "ჩიფსი", "კრუსეიდერსი" და ცნობილი მორაგბეები, რომლებიც დამწუხრებულნი არიან ამ ტრაგედიით და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს. 
შონს "მაოორი ოლ ბლექსში" 6-ჯერ ჰქონდა ნათამაშები და ამდენივე ლელოს გატანა მოასწრო, ხოლო 2015 წელს იტალიაში გამართული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მას სუპერ რაგბიში "კრუსეიდერსის" და "ჩიფსის" რიგებში უასპარეზია.
სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდიის ძლევით მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა
<description><![CDATA[ორშაბათს "მსოფლიო რაგბიმ" განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. 
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა რაგბი ჩემპიონშიპის ბოლო ტურში ახალი ზელანდია უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 31:29 დაამარცხა და მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ავსტრალიასთან მარცხის გამო დათმო. სამხრეთ აფრიკამ 0.86 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 91.13 ქულა დაუგროვდა, ხოლო ახალზელანდიას 90.97 ქულა აქვს.
მოწინავე ოცეულში სხვა ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა არგენტინამ ავსტრალიასთან მარცხის გამო 0.84 ქულა დაკარგა და მეცხრე ადგილოსან უელსს 0.10 ქულითღა უსწრებს. ავსტრალიამ კი მესამე ადგილი უფრო გაიმყარა.
მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში აშშ-მ ურუგვაი 19:16 დაამარცხა, 0.69 ქულა მოიპოვა, 67.81 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მე-16 ადგილი გაიმყარა, ხოლო თავად მე-17 ადგილოსან ურუგვაის მონაგარი 66.33 ქულამდე შეუმცირდა. 
ჯორდი ბარეტმა მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა (VIDEO)
<turbo:content><![CDATA[ რაგბი ჩემპიონშიპის მეორე ტურის მატჩში ავსტრალიის ნაკრები პერთში ახალ ზელანდიას დაუხვდა და ერთი თვის განმავლობაში, პრინციპულ კონკურენტთან მესამე უშანსო მარცხი განიცადა - 21:38.
მე-17 წუთზე მატჩის პირველი ლელო ჯორდი ბარეტმა მიითვალა, რომელიც მალევე ანტი-გმირის როლში მოგვევლინა. მან ჰაერში თამაშისას მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა. "სანზაარის" მიერ რაგბი ჩემპიონშიპში დანერგილი ახალი წესების მიხედვით, ახალი ზელანდია 14 კაცით 20 წუთის განმავლობაში დარჩა, ხოლო შემდეგ გაძევებული ჯორდის ნაცვლად, მოედანზე დამიან მაკქენზი გამოჩნდა და რიცხობრივი წონასწორობა აღდგა. ]]></turbo:content>
4 ერი: ახალმა ზელანდიამ ავსტრალია კვლავ უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)
<description><![CDATA[რაგბი ჩემპიონშიპის მეორე ტურის მატჩში ავსტრალიის ნაკრები პერთში ახალ ზელანდიას დაუხვდა და ერთი თვის განმავლობაში, პრინციპულ კონკურენტთან მესამე უშანსო მარცხი განიცადა.
შეხვედრა თავიდანვე "ოლ ბლექსის" დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყის 20 წუთში მეტოქეს 13 უპასუხო ქულა გაუტანა. ჯერ ბოდენ ბარეტმა გაიტანა ორი ჯარიმა, მე-17 წუთზე კი მატჩის პირველი ლელო ჯორდი ბარეტმა მიითვალა, რომელიც ბოდენმა გარდასახა. მალევე ანტი-გმირის როლში ჯორდი ბარეტი მოგვევლინა, რომელმაც ჰაერში თამაშისას მარიკა კოროიბეტეს სახეში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა. "სანზაარის" მიერ რაგბი ჩემპიონშიპში დანერგილი ახალი წესების მიხედვით, ახალი ზელანდია 14 კაცით 20 წუთის განმავლობაში დარჩა, ხოლო შემდეგ გაძევებული ჯორდის ნაცვლად, მოედანზე დამიან მაკქენზი გამოჩნდა და რიცხობრივი წონასწორობა აღდგა. სანამ "ოლ ბლექსი" 14 კაცით იყო, ავსტრალიამ ბევრი ვერაფრით ისარგებლა და პირიქით, დევიდ ჰავილისგან აქეთ გაუშვა ლელო და ტაიმი 0:18 დასრულდა.
მეორე ნახევარი თანაბარი გამოდგა. ავსტრალიელებმა სამი გარდასახული ლელო გაიტანეს, ხოლო ახალზელანდიელებმა ოთხი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთის გარდასახვა ვერ შეძლეს და საბოლოო ჯამში მატჩი 21:38 დასრულდა.
ახალი ზელანდია ორი ტურის შემდეგ 10 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ავსტრალია 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ]]></turbo:content>
რაგბი ჩემპიონშიპის დარჩენილი ნაწილის ჩატარების ადგილი ცნობილია
<description><![CDATA[2021 წლის რაგბი ჩემპიონშიპის დარჩენილი ნაწილი ავსტრალიაში გაიმართება.
როგორც გაუწყეთ, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, რის შემდეგაც ამ ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლა გაუქმდა და კვლავ 14-დღიანი კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც პერთში 28 აგვისტოს გასამართი მატჩის გაუქმების შესახებ დაიწერა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაგბი ჩემპიონშიპის დარჩენილი ყველა მატჩი ავსტრალიაში გაიმართება. ტურნირზე მოასპარეზე ოთხივე ქვეყნის კავშირმა ბევრი იმსჯელა, თუ რა იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, განიხილებოდა ისიც, რომ მატჩები ევროპაში გამართულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ 4 ერის დარჩენილ მატჩებს ავსტრალია უმასპინძლებს.
4 ერი: სამხრეთ აფრიკამ არგენტინა მეორე მატჩშიც უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)
<description><![CDATA[რაგბი ჩემპიონშიპის მეორე ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები პორტ-ელიზაბეთში არგენტინას შეერკინა და უშანსოდ 29:10 დაამარცხა.
პირველი ტაიმი 15:3 დასრულდა. ანდრე პოლარდმა ხუთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რასაც დომინგო მიოტიმ ერთი ჯარიმით უპასუხა. მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში კი "პუმები" მაკაზოლე მაპიმპიმ და მალკოლმ მარქსმა დაალელოვეს, გარდასახვები კი პოლარდმა გაიტანა. არგენტინელებმა პრესტიჟის ლელო გაწითლებულ დროში გაიტანეს - თავის გამოჩენა პაბლო მატერამ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკამ ერთი კვირის წინ არგენტინას 32:12 სძლია. ]]></turbo:content>
დამიან მაკქენზის 59 მეტრიდან გატანილი ჯარიმა ავსტრალიის წინააღმდეგ (VIDEO)
<description><![CDATA[რაგბი ჩემპიონშიპის პირველ ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები "ედენ პარკზე" ავსტრალიას დაუხვდა და დიდი სხვაობით 57:22 დაამარცხა.
შეხვედრის 52-ე წუთზე, როდესაც "ოლ ბლექსი" მოედანზე 14 კაცით იყო და 28:15 იგებდა, დამიან მაკქენზიმ საჯარიმო დარტყმა საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 59 მეტრიდან შეასრულა და ეს ზუსტად გააკეთა, რითაც გულშემატკივრები და კომენტატორები აღფრთოვანებაში მოიყვანა. ]]></turbo:content>
სამხრეთ აფრიკამ არგენტინა ბონუსით დაამარცხა (VIDEO)
<description><![CDATA[რაგბი ჩემპიონშიპის პირველ ტურში გადახალისებული შემადგენლობით მყოფი სამხრეთ აფრიკის ნაკრები პორტ-ელიზაბეთში არგენტინას დაუხვდა და ბონუსით 32:12 სძლია.
პირველი ნახევარი 21:9 დასრულდა. ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო მიითვალა კობუს რეინახმა, მეორე ლელო კი აფალელე ფასის ასევე საკმაოდ ეფექტური გამოუვიდა. ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა ელტონ იანტისმა შეასრულა ზუსტად. არგენტინელთაგან სამი ჯარიმა ნიკოლას სანჩესმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სანჩესმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ამით სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ "პუმებმა" აქტივს ვეღარაფერი შემატეს. მასპინძელთაგან კი იანტისმა კიდევ ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო 79-ე წუთზე დებიუტანტმა ჰავბექმა იადენ ჰენდრიკსემ ბონუსის მომტანი ლელო დადო. გაწითლებულ დროში "პუმებს" პრესტიჟის ლელოს გატანა შეეძლოთ, თუმცა ლელოს ხაზთან მატიას ალემანოს ბურთი წინ გადაუვარდა და სამხრეთ აფრიკამ იმ ანგარიშით იმარჯვა, რომლითაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი დაამარცხა. 
21 აგვისტოს ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ პორტ-ელიზაბეთში ეთამაშებიან. ]]></turbo:content>
ახალმა ზელანდიამ ავსტრალია დიდი ანგარიშით დაამარცხა და ბლედისლოუს თასს დაეუფლა (VIDEO)
<description><![CDATA[ახალი ზელანდიის ნაკრები რაგბი ჩემპიონშიპის პირველ ტურში "ედენ პარკზე" ავსტრალიას დაუხვდა და დიდი სხვაობით 57:22 დაამარცხა.
პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და "ოლ ბლექსმა" ექვსქულიანი სხვაობით 21:15 იმარჯვა. მასპინძელთგან ლელოები რიკო იოანიმ, ბროდი რეტალიკმა და არდი სავეამ გაიტანეს, გარდასახვები კი რიჩი მო'უნგამ შეასრულა ზუსტად. "ვოლაბების" მხრიდან თავის გამოჩენა ენდრიუ კელავეიმ და ტეიტ მაკდერმოტმა მოახერხეს. თითო გარდასახვა და ჯარიმა ნოა ლოლესიომ შეასრულა ზუსტად.
მეორე ნახევარში ახალზელანდიელთა უპირატესობა მკვეთრად გაიზარდა და მოწინააღმდეგეს ხუთი ლელო გაუტანეს, თავად კი ერთი მიიღეს. მეორე ტაიმის დასაწყისში "ოლ ბლექსს" არდი სავეა გაუსინბინეს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ 10 წუთში ქულები მასპინძლებმა მოიპოვეს - 46-ე წუთზე ლელო კოდი ტეილორმა გაიტანა, რომელიც მო'უნგამ გარდასახა, ხოლო 52-ე წუთზე დამიან მაკქენზიმ საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა შეასრულა ზუსტად. დარჩენილ დროში ლელოების გატანა სევუ რისიმ, კოდი ტეილორმა, ვილ ჯორდანმა და დევიდ ჰავილიმ შეძლეს, სტუმართა რიგებიდან კი დუბლი კელავეიმ გაიფორმა.
ეს მატჩი ამავდროულად ბლედისლოუს თასის მეორე შეხვედრაც იყო და "ოლ ბლექსმა" ტიტული მესამე მატჩამდე გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ახალმა ზელანდიამ აღნიშნული თასის მოგება ზედიზედ მეცხრამეტედ მოახერხა - უკანასკნელად ავსტრალიამ ბლედისლოუს თასი 2002 წელს მოიგო. ]]></turbo:content>