20-წლამდელთა ნაკრები - Myrugby.ge - რაგბი საქართველო
<language>ge</language>
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ურუგვაის რევანში აუღო და ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა
<turbo:content><![CDATA[ © Roger Sedres / Trysportimages
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული საერთაშორისო ტურნე მე-3 ადგილზე დაასრულა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასკვნით მატჩში ურუგვაის ნაკრებს სძლიეს და ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანში აუღეს. 
საქართველომ პირველი ტაიმი 13:3 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ლელო გაიტანეს და მატჩი 20:8 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ლელოების გატანა გიორგი მაისურაძემ, თორნიკე კახოიძემ და რატი ზაზაძემ მოახერხეს. ურუგვაელებმა ერთადერთი ლელოს გატანა მატჩის მიწურულს მოახერხეს.
ურუგვაი 22-ე წუთიდან 14 კაცით თამაშობდა, რადგან მათმა შუამარბმა ალონსომ წაქცეულ პეტრე ხუციშვილს თვალში თითი ატაკა და წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო 30-ე წუთზე ბურთზე განზრახ ხელის ჩარტყმისთვის მოთამაშე გაუსინბინეს და 10 წუთით 13 კაცით დარჩნენ. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს კი დასკვნით მონაკვეთში ლუკა კვენეტაძე და საბა არჩვაძე გაუსინბინეს.
ამრიგად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნირი ერთი მოგებით და სამი მარცხით დაასრულეს. 
<content:encoded><![CDATA[ © Roger Sedres / Trysportimages
ოფიციალურად: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს
<turbo:content><![CDATA[ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ალექსანდრე ბურდული კარიერას პრო დ2-ში აღზევებულ "ნარბონში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
19 წლის მეორე/მესამეხაზელი "ლელო სარასენსის" აღზრდილია და სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე უმცროს ბორჯღალოსნებს კაპიტნობს. 
როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაპირველად ბურდული ესპუარების რიგებში გაირჯება. ]]></turbo:content>
არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებმა ურუგვაი დაამარცხა - საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ცნობილია
<description><![CDATA[სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებმა ურუგვაელი თანატოლები 35:12 დაამარცხა.
პირველი ლელოს გატანა ურუგვაელებმა მე-14 წუთზე მოახერხეს, შემდეგ კი არგენტინელებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და ტაიმი 14:5 დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში "პუმიტასებმა" კიდევ ორი ლელო მიითვალეს, რასაც 55-ე წუთზე ურუგვაელებმა ერთი ლელოთი უპასუხეს და ანგარიში 28:12 გახდა. საბოლოო ჯამში არგენტინელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ჯამში 23-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
ტურნირის დასკვნითი სათამაშო დღეს 3 ივლისს გაიმართება - მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ურუგვაის ეთამაშება და ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას შეეცდება, ხოლო ფინალში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და არგენტინა შეერკინებიან. ]]></turbo:content>
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დიდი სხვაობით დამარცხდა
<description><![CDATA[საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მასპინძელ გუნდთან ჩაატარა და დიდი სხვაობით 0:42 დამარცხდა.
პირველ ტაიმში სამხრეთაფრიკელებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და 14:0 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სამი მარცხით დაასრულა. უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ ტურში არგენტინასთან 10:82 დამარცხდნენ, ხოლო ურუგვაისთან მატჩი 15:20 დათმეს. ჩვენი გუნდი მე-3 ადგილისთვის მატჩს 3 ივლისს გამართავს, მოწინააღმდეგე კი ორ საათში გაირკვევა - არგენტინის და ურუგვაის ნაკრებებს შორის დამარცხებული. ]]></turbo:content>
VIDEO: აფრასიძის ლელო მსოფლიოს რაგბის მიერ შერჩეულ 20-წლამდელთა პირველობების გამორჩეულ ლელოებს შორის
<description><![CDATA["მსოფლიო რაგბის" ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ვერსიით შერჩეული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატების გამორჩეული ლელოებია ასახული. 
საუკეთესო ლელოებს შორის ფიგურირებს გელა აფრასიძის ლელოც, რომელმაც 2017 წელს საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა პირველობაზე "მიხეილ მესხზე" ირლანდია დაალელოვა. ვიდეო სწორედ ამ ლელოთი იწყება. ]]></turbo:content>
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ურუგვაისთან დამარცხდა
<turbo:content><![CDATA[ © Roger Sedres / TrySportimages 
უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე მატჩში დამარცხდნენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურში ურუგვაის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტაიმი 10:8 მოიგეს. მეორე ნახევარში კი ურუგვაელებმა ორი ლელო გაიტანეს და 10-ქულიანი სხვაობით გავიდნენ წინ. ქართველმა მორაგბეებმა ბოლოსკენ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, თუმცა დარჩენილ დროში მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრეს და მატჩი 15:20 დასრულდა. უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებიდან ლელოები ალექსანდრე ქუნთელიამ და თამაზ ჯიმშელეიშვილმა გაიტანეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 28 ივნისს 15 საათზე გამართავს. 
<content:encoded><![CDATA[ © Roger Sedres / TrySportimages 
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები არგენტინასთან დიდი სხვაობით დამარცხდა
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის გახსნით მატჩში არგენტინელ თანატოლებთან დიდი ანგარიშით 10:82 დამარცხდნენ. 
საწყის ნახევარ საათში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს ქულებში ვერ აისახა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსები 100%-ით გამოიყენეს არგენტინელებმა, რომლებიც პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე სამჯერ გადავიდნენ და სამივე შეტევა ლელოთი დაასრულეს. ტაიმი 3:21 დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ერთი ლელო გიორგი მაისურაძემ გაქვითა და ჩამორჩენა 11-ქულამდე დაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ საქართველოსთვის პოზიტიური აღარაფერი მომხდარა. დარჩენილმა დრომ არგენტინელთა უდიდესი უპირატესობით ჩაიარა, უმცროსი ბორჯღალოსნების სამათამაშო სისტემა კი მთლიანად მოიშალა, რასაც ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ნათლად მოწმობს - "პუმიტასებმა" დასკვნით 45-ე წუთიდან მოყოლებული 9 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს და საბოლოო ჯამში 72-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს, რასაც საწყისი 30 წუთის ფონზე ბუნებრივია, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. 
უნდა ითქვას, რომ ორივე ნაკრებისთვის ეს იყო პირველი საერთაშორისო მატჩი პანდემიის დაწყების შემდეგ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს 15 საათზე ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, არგენტინა კი სამხრეთ აფრიკას შეერკინება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა არგენტინის წინააღმდეგ ცნობილია
<turbo:content><![CDATA[ © Georgian Rugby
როგორც მოგეხსენებათ, ხვალიდან სამხრეთ აფრიკაში სტარტს 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი აიღებს სტარტს, რომელშიც მონაწილეობას სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, საქართველოს და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. 
იქიდან გამომდინარე, რომ ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით, ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელის რანგში ჩავა, უმცროს ბორჯღალოსნებს ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი გაუძღვებიან. 
არგენტინასთან გასამართ მატჩში სასტარტო თხუთმეტეულში "ლელო სარასენსის" ათი მორაგბე მოხვდა, ორი მორაგბე "არმაზს" წარმოადგენს, ხოლო თითო მოთამაშე "იუნკერების", "აიას" და "ხვამლის" ღირსებას იცავს. თადარიგში კი "ლელო სარასენსის" ექვსი მოთამაშეა, დარჩენილი ორი მოთამაშე კი "აკადემიადან" და "ხარებიდან" გახლავთ. 
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ლუკა არჩვაძე (ლელო);
შერკინება
1. სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. პაატა გალდავა (აია).
მარქაფა
16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).
საქართველოს და არგენტინის მატჩი 18 ივნისს 15 საათზე დაიწყება, ხოლო სამხრეთ აფრიკის და ურუგვაის დაპირისპირება 17 საათზე აიღებს სტარტს. ]]></turbo:content>
<content:encoded><![CDATA[ © Georgian Rugby
უკანა ხაზი
შერკინება
მარქაფა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადება
<description><![CDATA[უმცროსი ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის მზადებას განაგრძობენ.
20-წლამდელთა საერთაშორისო სერიას სტელენბოში 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თითოეულ მათგანს კი, ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს.
ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისს მიემგზავრება. 18-ში არგენტინელ თანატოლებს ვეთამაშებით, 23-ში ურუგვაის, 28-ში კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა 3 ივლისს გველის და მეტოქე წინა სამი თამაშის შედეგების მიხედვით გაირკვევა.
უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული, 46-კაციანი შემადგენლობა 17 მაისიდან მეორე შეკრებაზეა შესული. მწვრთნელებმა მოთამაშეები პარასკევს საღამოს შინ გაუშვეს, ორშაბათიდან კი კვლავ „შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბნენ და კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე სრულ იზოლაციაში გადავიდნენ.
გუნდის მწვრთნელი ზურა ამონაშვილი მზადების განვლილ ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება:
„შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის მზადების ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების 30-35% დავფარეთ. პირველი კვირა დაცვის სისტემების დახვეწას დაეთმო, გასულ კვირაში კი ძირითადად შეტევაზე ვიმუშავეთ. პარასკვებს გვქონდა შემაჯამებელი ვარჯიში და ორმხრივი თამაში. გვაინტერესებდა გვენახა როგორ იმუშავებდა ჩვენი სისტემები რეალური წნეხის ქვეშ. ორშაბათიდან განახლდება ვიდეო-ანალიზები, ასევე ვიმუშავებთ შეტევაზე, დაცვაზე და კონტრშეტევაზე. ბოლო კვირა დეტალების დახვეწას დაეთმობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები“.
„ასევე, გრძელდება სელექცია და შეკრებაზე კვლავ 46 მოთამაშე გვყავს. მათი ნახევარი 2003 წელს დაბადებული მორაგბეა, რომელთაც 2023 წელსაც უწევს 20-წლამდელთა ჩემპიონატი და რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ შეკრებაზე მით უფრო დაიხვეწებიან. ეს ამაღლებს კონკურენციას და ზრდის სიღრმეებს. შეკრება იძლევა ვიდეო-ანალიზების საშუალებას, რაც მოთამაშეთა განვითარებაზე აისახება. ის ბიჭები, რომლებიც ვერ მოხვდებიან სამხრეთ აფრიკაში, შინ დაბრუნების შემდეგ შემოგვიერთდებიან და კვირაში ორჯერ ივარჯიშებენ“.
გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდ-პანდემიის გამო 20 და 18-წლამდელთა ტურნირები ორი წელია არ ტარდება, შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების უმრავლესობას არ აქვს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება. ამონაშვილის თქმით, ამ დანაკლისის ნაწილობრივ აღმოფხვრა ვარჯიშებზე ხდება:
„გვყავს მორაგბეები, რომელთაც ჭაბუკთა „ა“ ლიგის გარდა არსად უთამაშიათ, იქ კი ბევრად უფრო დაბალი ტემპია, ვიდრე ტურნირზე, სადაც მივდივართ. ამის კომპენსირებისთვის ვარჯიშებზე ხელოვნურად ვქმნით სათამაშო სიტუაციებს. აქტიურად მუშაობს ფიზ.მომზადების ჯგუფი, გვაქვს 3-წუთიანი ნონ-სტოპები, რათა შევძლოთ ადაპტაცია იმ ტემპტთან, რაც მაღალი დონის თამაშებში გველის“.
„სამწუხაროდ, ამ თაობას 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ მოუწია თამაში და არ აქვთ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება. ამის კომპენსირება სამხრეთ აფრიკაში მოხდება და ბიჭები უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. მოთამაშეები ნახავენ რა ელოდებათ მათ 2022 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე. მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში მრავლად იყოს ასეთი ტურნირები, რათა დავინახოთ სად ვართ და რაზე გვაქვს სამუშაო“.
„სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მივდივართ. ვეცდებით ყველა თამაშში ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და რისთვის იქნება ეს საკმარისი, მოედანზე გამოჩნდება“.
შეკრებაზე არიან
შერკინება: თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), სერგი აბრამიშვილი (ხვამლი), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (ლელო), გოჩა დიასამიძე (ბათუმი), გიორგი მაისურაძე (ლელო), ემზარ ხუჭუა (ხვამლი), ირაკლი აფციაური (ლელო), სანდრო ქუნთელია (ლელო), თაზო კევლიშვილი (არმაზი), ბადრი ციხისთავი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია), გუგა ღაინაშვილი (ლელო), ირაკლი სულეიმანაშვილი (ხვამლი), დავით არველაძე (ხვამლი), ალექსანდრე ბურდული (ლელო), გიორგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი ტერენტიევი (ლელო), რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკა სუთიძე (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), ოთარ ჯალაღონია (ლელო), პაატა გალდავა (აია);
ხაზი: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო), ლუკა არჩვაძე (ლელო), გიორგი კურტანიძე (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები), დავით ბაიაშვილი (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), გიორგი ჩიქოვანი (ლელო), თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ხარები), შალვა აფციაური (ლელო), საბა არაგველი (ხვამლი), ლუკა კვენეტაძე (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), საბა არჩვაძე (ლელო), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), გოგიტა რიკაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, თორნიკე ბუბუტეიშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
ექიმი: ოდისეი სადოევი
ოსტეო: ირაკლი შაორშაძე
ფიზიო: რომან სახოკია
ვიდეოანალიტიკოსი: ვლადიმერ კუპრეიშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
Rugby.Ge ]]></turbo:content>
შეკრებაზე არიან
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ოსტეო: ირაკლი შაორშაძე
ფიზიო: რომან სახოკია
ვიდეოანალიტიკოსი: ვლადიმერ კუპრეიშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
Rugby.Ge ]]></content:encoded>
ბაჩო ხურციძე: "ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია"
<turbo:content><![CDATA[ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქალაქი სტელენბოში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ოთხი გუნდი, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიიღებს.
უმცროსი ბორჯღალოსნების გარდა, ტურნირზე მასპინძელის სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ბაჩო ხურციძის აზრით, სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირი უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის უმნიშვნელოვანესია.
"ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რადგან ყველა წარმატება, რასაც ამ ასაკში ვაღწევთ, ნაწილობრივ სწორედ მსგავსი მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის შედეგია. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ტურნირზე წლებია დავდივართ. გარდა ამისა, ამ ურთიერთობას უკავშირდება ეროვნული გუნდის ტურნე სამხრეთ აფრიკაში და ქართული ფრანჩაიზის შესაძლო ჩართვა სამხრეთ აფრიკულ ჩემპიონატში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი მსოფლიო რაგბია", - ციტირებს ხურციძის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. ]]></turbo:content>